არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მზად ხართ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის?

მზად ხართ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის?

მზად ხართ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის?

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, იესომ დააწესა დღე თავისი სიკვდილის გასახსენებლად. ეს დღე „უფლის გახსენების საღამოს“ ან „უფლის სერობის“ სახელით არის ცნობილი (1 კორინთელები 11:20, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). იმისათვის, რომ თავისი მოწაფეებისთვის დაენახვებინა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ დღის აღნიშვნა, იესომ მათ უთხრა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19). თუ გსურთ მიჰყვეთ იესოს მითითებას, მაშინ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო თქვენთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე უნდა იყოს.

მაგრამ კონკრეტულად რა უნდა აღვნიშნოთ ამ დღეს და როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ბოლომდე გვესმის ამ მოვლენის მნიშვნელობა? ამ კითხვებზე დაფიქრება ყველა ქრისტიანს მართებს.

რამდენჯერ უნდა აღინიშნოს?

ჩვეულებრივ მნიშვნელოვან მოვლენებს ყოველწლიურად აღვნიშნავთ. მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბერი ყოველთვის ახსოვთ მათ, ვინც ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის დროს საყვარელი ადამიანი დაკარგა. ყოველ წელს ამ დღის მოახლოებას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მნიშვნელოვან მოვლენებს ბიბლიურ დროშიც აღნიშნავდნენ ყოველწლიურად (ესთერი 9:21, 27). იეჰოვამ ისრაელებს უბრძანა, რომ ყოველწლიურად აღენიშნათ ეგვიპტის მონობიდან მათი სასწაულებრივი გათავისუფლება. ბიბლია ამ დღესასწაულს პასექს უწოდებს. ებრაელები ამ მოვლენას წელიწადში ერთხელ, ზუსტად იმ დღეს აღნიშნავდნენ, როცა ეგვიპტიდან გამოვიდნენ (გამოსვლა 12:24—27; 13:10).

მას შემდეგ, რაც იესომ თავის მოწაფეებთან ერთად პასექი იზეიმა, მან დააწესა განსაკუთრებული ვახშამი, რომლის მიხედვითაც იესოს სიკვდილი მის მიმდევრებს მომავალში უნდა გაეხსენებინათ (ლუკა 22:7—20). პასექი ყოველწლიურად აღინიშნებოდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს მოვლენა, რომელმაც პასექი შეცვალა, ყოველ წელს უნდა აღინიშნებოდეს. როდის უნდა აღვნიშნოთ ეს დღე?

როდის?

ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში, ორი რამის ცოდნა გვეხმარება. პირველი, ბიბლიურ დროში დღე იწყებოდა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ და სრულდებოდა მეორე დღეს, მზის ჩასვლისას, ანუ დღე გრძელდებოდა საღამოდან საღამომდე (ლევიანები 23:32).

მეორე, ბიბლიურ დროში იმ კალენდრით არ ხელმძღვანელობდნენ, რითაც დღეს. თვეების დღევანდელი სახელწოდებები განსხვავდება იმ სახელწოდებებისგან, რომლებსაც ბიბლიურ დროში იყენებდნენ (ესთერი 3:7). თვის ათვლა ხდებოდა ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე. ებრაული კალენდრის მიხედვით, პასექი პირველი თვის, ნისანის მე-14 დღეს აღინიშნებოდა (ლევიანები 23:5; რიცხვები 28:16). სწორედ ამ დღეს, ანუ 14 ნისანს, ჩვენი უფალი იესო ქრისტე რომაელებმა ძელზე გააკრეს. იესო პასექის პირველი დღესასწაულიდან 1 545 წლის შემდეგ მოკვდა. სწორედ ამიტომ არის 14 ნისანი განსაკუთრებული დღე.

რომელ დღეს ემთხვევა 14 ნისანი თანამედროვე კალენდრის მიხედვით? ამის გაგება მარტივი გამოთვლის მეშვეობით შეგვიძლია. ნისანი იწყებოდა მზის ჩასვლით, მას შემდეგ, რაც იერუსალიმში ახალი მთვარე ჩნდებოდა, გაზაფხულის ბუნიობის (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის დაწყება) რომელიმე უახლოეს დღეს. ამ დღიდან 14 დღის შემდეგ დგება 14 ნისანი. ჩვეულებრივ, ამ დღეს ცაზე სავსე მთვარე ჩანს. ამ ბიბლიური გამოთვლის მიხედვით 14 ნისანი წელს 17 აპრილს, კვირას, მზის ჩასვლის შემდეგ იწყება. *

წელს იეჰოვას მოწმეები ამ დღეს მათთან ერთად აღნიშნავენ, ვისაც სურს იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა. ისინი თქვენც მთელი გულით გიწვევენ. ამ შეხვედრის ჩატარების ზუსტი დროისა და ადგილის გასაგებად დაუკავშირდით თქვენს მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს. ამ მოვლენას ისინი საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ აღნიშნავენ და არა დილას ან შუადღეს, რადგან ბიბლიაში მას ვახშამი ეწოდება (1 კორინთელები 11:25). 2011 წლის 17 აპრილი, კვირა საღამო არის განსაკუთრებული საღამო, რომელიც იესომ 1 978 წლის წინ დააწესა. ეს არის 14 ნისანის, ანუ იმ დღის დასაწყისი, როცა იესო მოკვდა. მისი სიკვდილის გასახსენებლად ეს მართლაც შესაფერისი დღეა.

როგორ უნდა მოვემზადოთ ამ დღისთვის?

როგორ უნდა მოვემზადოთ ამ განსაკუთრებული დღისთვის, რომელიც წელიწადში ერთხელ აღინიშნება? პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც იესომ ჩვენთვის გააკეთა. წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ * მილიონებს დაეხმარა, უფრო მეტად დაეფასებინათ იესოს სიკვდილის მნიშვნელობა (მათე 20:28).

კიდევ ერთი საშუალება, რითაც გულს მოვამზადებთ ამ განსაკუთრებული დღისთვის არის, იმ ბიბლიური მონაკვეთების კითხვა, რომელიც იესოს დედამიწაზე ცხოვრების ბოლო დღეს უკავშირდება. მომდევნო გვერდებზე ნახავთ ცხრილს. მის პირველ სვეტში მოცემულია თარიღები, როგორც თანამედროვე, ისე ბიბლიურ დროში არსებული კალენდრის მიხედვით. მეორე სვეტში მოკლედ არის აღწერილი ის მოვლენები, რომლებიც ამ დღეს მოხდა. მესამე სვეტში კი მოცემულია ბიბლიური მუხლები სახარებებიდან და მითითებულია თავები წიგნიდან „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ *, სადაც ეს მოვლენებია აღწერილი. კარგი იქნება, თუ გამოყოფთ დროს და ყოველდღე მოკლე მონაკვეთს მაინც წაიკითხავთ თითოეულ დღეს მომხდარი მოვლენის შესახებ. ამგვარად შეძლებთ მოემზადოთ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის.

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 შესაძლოა ეს დღე არ დაემთხვეს იმ დღეს, როცა თანამედროვე ებრაელები პასექს აღნიშნავენ, რადგან ამ დღეს ებრაელთა უმრავლესობა პასექს, გამოსვლის 12:6-ის მიხედვით 15 ნისანს აღნიშნავს (იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები, br-2 გვერდი 18 [რუს.]). მაგრამ იესომ მოსეს კანონის მიხედვით ეს დღე 14 ნისანს აღნიშნა. დღის გამოთვლასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1978 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 14 [რუს.].

^ აბზ. 14 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. იხილეთ გვერდები 47—56, 206—208. ეს პუბლიკაცია აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.watchtower.org. [რუს.]

^ აბზ. 15 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 22 გვერდზე]

აღნიშნეთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამო კვირას, 2011 წლის 17 აპრილს

[ცხრილი/სურათები 23, 24 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

უკანასკნელი კვირა

სამ. 2011 წლის 12 აპრილი

შაბათი

იოანე 11:55—12:1

gt 101, აბზ. 2—4 *

9 ნისანი (იწყება მზის ჩასვლისას)

ბიბლიურ დროში დღე იწყებოდა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ და გრძელდებოდა მომდევნო დღის მზის ჩასვლამდე

იესო ნადიმობს კეთროვანი სიმონის სახლში

მარიამი ნელსაცხებელს სცხებს

იუდეველები იესოსა და ლაზარეს სანახავად მიდიან

მათე 26:6—13

მარკოზი 14:3—9

იოანე 12:2—11

gt 101, აბზ. 5—9

ოთხშ. 2011 წლის 13 აპრილი

ზეიმით შედის იერუსალიმში

ასწავლის ტაძარში

მათე 21:1—11, 14—17

მარკოზი 11:1—11

ლუკა 19:29—44

იოანე 12:12—19

gt 102

10 ნისანი (იწყება მზის ჩასვლისას)

ღამეს ბეთანიაში ათევს

ხუთ. 2011 წლის 14 აპრილი

დილაადრიან იერუსალიმისკენ მიემართება

ტაძრის განწმენდა

ზეციდან იეჰოვას ხმა ისმის

მათე 21:12, 13, 18, 19

მარკოზი 11:12—19

ლუკა 19:45—48

იოანე 12:20—50

gt 103, 104

11 ნისანი (იწყება მზის ჩასვლისას)

პარ. 2011 წლის 15 აპრილი

მაგალითებით ასწავლის ტაძარში

ამხელს ფარისევლებს

მხედველობიდან არ რჩება ქვრივის შესაწირავი

წინასწარმეტყველებს იერუსალიმის დაცემის შესახებ

საუბრობს თავისი მოსვლის ნიშანზე

მათე 21:19—25:46

მარკოზი 11:20—13:37

ლუკა 20:1—21:38

gt 105-დან 112 აბზ. 1-მდე

12 ნისანი (იწყება მზის ჩასვლისას)

შაბ. 2011 წლის 16 აპრილი

ბეთანიაში მოწაფეებთან ერთად მშვიდად ატარებს დღეს

იუდა გასაცემად ემზადება

მათე 26:1—5, 14—16

მარკოზი 14:1, 2, 10, 11

ლუკა 22:1—6

gt 112, აბზ. 2—4

13 ნისანი (იწყება მზის ჩასვლისას)

კვ. 2011 წლის 17 აპრილი

პეტრე და იოანე პასექისთვის ემზადებიან

საღამოს მათ იესო და დანარჩენი ათი მოწაფეც უერთდებიან

მათე 26:17—19

მარკოზი 14:12—16

ლუკა 22:7—13

gt 112, აბზ. 5-დან 113 აბზ. 1

14 ნისანი (იწყება მზის ჩასვლისას)

აღნიშნავს პასექს

მოწაფეებს ფეხებს ჰბანს

იუდას ეუბნება გააკეთოს ის, რის გაკეთებასაც აპირებდა

აფუძნებს თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს

მათე 26:20—35

მარკოზი 14:17—31

ლუკა 22:14—38

იოანე 13:1—17:26

gt 113, აბზ. 2 — 116

შუაღამე

ორ. 2011 წლის 18 აპრილი

გაცემა და დაპატიმრება გეთსემანეს ბაღში

მოციქულები გარბიან

მღვდელმთავრები და სინედრიონი იესოს ასამართლებენ

პეტრე უარყოფს იესოს

მათე 26:36—75

მარკოზი 14:32—72

ლუკა 22:39—62

იოანე 18:1—27

gt 117—120

სინედრიონის წინაშე

მიჰყავთ პილატესთან, შემდეგ ჰეროდესთან, ბოლოს ისევ პილატესთან

სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ და ძელზე აკრავენ

შუადღეს, დაახლოებით 3 საათისთვის კვდება

სხეულს ძელიდან ხსნიან და კრძალავენ

მათე 27:1—61

მარკოზი 15:1—47

ლუკა 22:63—23:56

იოანე 18:28—40

gt 121-დან 127 აბზ. 7-მდე

15 ნისანი (იწყება მზის ჩასვლისას)

შაბათი

სამ. 2011 წლის 19 აპრილი

პილატეს ნებართვით იესოს სამარხს იცავენ

მათე 27:62—66

gt 127, აბზ. 8, 9

16 ნისანი (იწყება მზის ჩასვლისას)

მარკოზი 16:1

ოთხ. 2011 წლის 20 აპრილი

მკვდრეთით აღდგომა

ეცხადება მოწაფეებს

მათე 28:1—15

მარკოზი 16:1—8

ლუკა 24:1—49

იოანე 20:1—25

gt 127, აბზ. 10-დან 129 აბზ. 10-მდე

[სქოლიო]

^ აბზ. 28 აქ მოცემული ციფრები მიუთითებს წიგნის „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანის“ (gt) თავებზე. ცხრილში მოცემულ ბიბლიურ მუხლებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“, გვერდი 290. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.