არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაიცავით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა!

დაიცავით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა!

ახალგაზრდებისთვის

დაიცავით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა!

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

მოქმედი პირები: ელია, ახაბი და ბაალის 450 წინასწარმეტყველი.

მოკლე მიმოხილვა: ელია ამტკიცებს, რომ იეჰოვა ბაალზე აღმატებულია.

1 წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები — წაიკითხე 1 მეფეების 18:17—40.

ფურცელზე დახატე, შენი აზრით, სად იდგებოდნენ ელია და ბაალის წინასწარმეტყველები და სად იდგებოდა სამსხვერპლოები.

რა ხმები „გესმის“ 26-დან 29-ე მუხლებში აღწერილი სცენის დროს?

․․․․․

შენი აზრით, რა იგრძნობა ელიას სიტყვებში, რომლებიც ბაალის წინასწარმეტყველებს უთხრა?

․․․․․

2 გამოიკვლიე

რატომ სჭირდებოდა ელიას გამბედაობა, რომ ახაბთან მისულიყო და შემდეგ ისეთი გამოცდა მოეწყო, რომელიც ბაალის ასობით წინასწარმეტყველს დაამცირებდა? (მინიშნება: წაიკითხე 1 მეფეების 18:4, 13, 14)

․․․․․

ხელთ არსებულ პუბლიკაციებში მოძებნე მასალა ბაალის თაყვანისმცემლობაზე. მაგალითად, რა რიტუალებს ატარებდნენ ბაალის თაყვანისცემის დროს? რა გავლენას ახდენდა ბაალის თაყვანისმცემლობა ისრაელზე?

․․․․․

შენი აზრით, რატომ გააკეთა ელიამ იეჰოვას სამსხვერპლოს გარშემო თხრილი და რატომ აავსო ის წყლით?

․․․․․

3 მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე . . .

სიმამაცეზე, რომელიც მოითხოვება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დასაცავად.

․․․․․

კურთხევებზე, რომლებსაც იღებენ ისინი, ვინც ასეთ სიმამაცეს ავლენენ.

․․․․․

საფიქრებელი კითხვები

ცხოვრების რომელ სფერო(ებ)ში შეგიძლია გამოავლინო მეტი სიმამაცე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დასაცავად?

․․․․․

4 რა იყო შენთვის ყველაზე საინტერესო ამ ბიბლიური მონაკვეთიდან და რატომ?

․․․․․

თუ არა გაქვს ბიბლია, შეგიძლია სთხოვო იეჰოვას მოწმეებს ან წაიკითხო ვებ-გვერდზე www.watchtower.org

[ჩარჩო 31 გვერდზე]

ინფორმაცია საოლქო კონგრესის შესახებ

სხვადასხვა ქვეყანაში საოლქო კონგრესების ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org