არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.

1. რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

დედამიწა ადამიანთა საცხოვრებელია. ღმერთმა ანგელოზები ზეცაში საცხოვრებლად შექმნა, ადამიანები კი — დედამიწაზე (იობი 38:4, 7). იეჰოვამ პირველი ადამიანი სამოთხეში დაასახლა, რომელსაც ედემი უწოდა. მას და მის შთამომავლებს შეეძლოთ მარადიულად ეცხოვრათ დედამიწაზე (დაბადება 2:15—17; წაიკითხეთ ფსალმუნის 115:16).

დედამიწაზე ედემის ბაღს პატარა ადგილი ეკავა. პირველ წყვილს, ადამსა და ევას, შვილები უნდა ჰყოლოდათ. მათი შთამომავლები მთელ დედამიწაზე უნდა დასახლებულიყვნენ და ის სამოთხედ ექციათ (დაბადება 1:28). დედამიწა არასოდეს განადგურდება (წაიკითხეთ ფსალმუნის 104:5).

2. რატომ არ არის დღეს დედამიწაზე სამოთხე?

ადამმა და ევამ დაუმორჩილებლობა გამოავლინეს, ამიტომ ღმერთმა ისინი სამოთხიდან გააძევა. ადამიანებმა სამოთხე დაკარგეს, მისი უკან დაბრუნება კი არავის შეეძლო. ბიბლიაში ნათქვამია: „ბოროტის ხელშია დედამიწა“ (იობი 9:24; წაიკითხეთ დაბადების 3:23, 24).

მაგრამ იეჰოვას არ დავიწყებია თავისი თავდაპირველი განზრახვა ადამიანებთან დაკავშირებით. ღვთის ჩანაფიქრს წინ ვერაფერი დაუდგება (ესაია 45:18). ის აუცილებლად დაუბრუნებს ადამიანებს იმას, რაც დაკარგეს (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:11).

3. როგორ აღადგენს ღმერთი მშვიდობას დედამიწაზე?

ადამიანებმა მშვიდობით რომ გაიხარონ, ღმერთმა პირველ რიგში ბოროტები უნდა მოსპოს. არმაგედონში ღვთის ანგელოზები გაანადგურებენ ღვთის ყველა მოწინააღმდეგეს. სატანა ათასი წელი იქნება შებოჭილი, ღვთის მოყვარულები კი გადარჩებიან და დედამიწაზე ცხოვრებით გაიხარებენ (წაიკითხეთ გამოცხადების 16:14, 16; 20:1—3; 21:3, 4).

4. როდის მოეღება ბოლო ტანჯვა-წამებას?

ათასი წლის განმავლობაში იესო ზეციდან უხელმძღვანელებს დედამიწას და სამოთხედ გადააქცევს მას. ის წაშლის ღვთის ერთგულთა ცოდვებს. ამგვარად, იესო ბოლოს მოუღებს ავადმყოფობას, სიბერესა და სიკვდილს (წაიკითხეთ ესაიას 11:9; 25:8; 33:24; 35:1).

როდის მოსპობს ღმერთი დედამიწაზე ბოროტებას? იესომ დაგვიტოვა ნიშანი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ აღსასრულის მოახლოება. დღეს არსებული მსოფლიო მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და იმაზე მიგვანიშნებს, რომ „ქვეყნიერების აღსასრული“ ახლოსაა (წაიკითხეთ მათეს 24:3, 7—14, 21, 22; 2 ტიმოთეს 3:1—5).

5. ვინ იცხოვრებს სამოთხეში?

იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, რომ მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი და მათთვის ღვთის სიყვარული ესწავლებინათ (მათე 28:19, 20). დღეს მთელ მსოფლიოში იეჰოვა მილიონობით ადამიანს ამზადებს ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად (სოფონია 2:3). იეჰოვას მოწმეები თავიანთ თაყვანისმცემლობის ადგილებში სწავლობენ, როგორ გახდნენ კარგი ქმრები და მამები, კარგი ცოლები და დედები. მშობლები და შვილები ერთად სწავლობენ, თუ რა არის საჭირო ბედნიერი მომავლისთვის (წაიკითხეთ მიქას 4:1—4).

იეჰოვას მოწმეების შეხვედრის ადგილზე თქვენ გაიცნობთ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად უყვართ ღმერთი და ცდილობენ, მას გული გაუხარონ (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-3 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.