არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა დაგვეხმარება დღევანდელ პრობლემებთან გამკლავებაში?

რა დაგვეხმარება დღევანდელ პრობლემებთან გამკლავებაში?

სპეციალური საჯარო მოხსენება

რა დაგვეხმარება დღევანდელ პრობლემებთან გამკლავებაში?

რჩევის მოსმენა დღეს ყველგან შეიძლება. ჩვენს დროში დიდი პოპულარობით სარგებლობს წიგნები თუ სატელევიზიო გადაცემები, რომლებიც გვირჩევენ, როგორ გავუმკლავდეთ პრობლემებს. მიუხედავად ამისა, ძირითადი პრობლემები მაინც პრობლემებად რჩება. შესაძლოა გაინტერესებთ, არსებობს საიმედო წყარო, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ? ნამდვილად არსებობს.

ბიბლია უძველესი წიგნია, მაგრამ მასში ჩაწერილი პრინციპები დღესაც გვეხმარება შემდეგ კითხვებზე პასუხების მიღებაში:

▪ როგორ მოვაგვარო უთანხმოებები, რომ სხვებთან კარგი ურთიერთობა მქონდეს?

▪ როგორ გავხდე ნამდვილად ბედნიერი?

▪ როგორ გავუმკლავდე ეკონომიკურ გაჭირვებას?

▪ როგორ გავთავისუფლდე წუხილისგან?

ამ კითხვებზე პასუხს გასცემს საჯარო მოხსენება: „როგორ გვეხმარება ბიბლიის პრინციპების დაცვა დღევანდელ პრობლემებთან გამკლავებაში“. ბიბლიაზე დაფუძნებულ ამ მოხსენებას 230-ზე მეტ ქვეყანაში წაიკითხავენ იეჰოვას მოწმეთა კრებებში. უმეტეს ადგილას ეს მოხსენება 2011 წლის 1 მაისს, კვირას, იქნება წარმოთქმული.

თქვენ მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით გეტყვიან სად და როდის ჩატარდება ეს შეხვედრა. გულთბილად გიწვევთ ამ მოხსენების მოსასმენად.