არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წინასწარმეტყველება 6. გლობალური სამქადაგებლო საქმიანობა

წინასწარმეტყველება 6. გლობალური სამქადაგებლო საქმიანობა

წინასწარმეტყველება 6. გლობალური სამქადაგებლო საქმიანობა

„სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში“ (მათე 24:14).

● ვაიეტა წყნარი ოკეანის ერთ-ერთ დაშორებულ კუნძულზე (ტუამოტუს არქიპელაგი) ცხოვრობს. ტუამოტუს არქიპელაგში შედის დაახლოებით 80 ატოლი, რომლებიც 802 900-ზე მეტ კვადრატულ მეტრზეა მიმოფანტული. მთლიანობაში ამ ატოლებზე მხოლოდ 16 000-მდე კაცი ცხოვრობს. სიშორის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები ვაიეტასთან და მის მეზობლებთან მივიდნენ. რატომ გაისარჯნენ ასე? ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ მათ სურთ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ყველამ გაიგოს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ ისინი.

რაზე მეტყველებს ფაქტები? სამეფოს შესახებ ცნობა დედამიწის ყველა კუთხეში ვრცელდება. 2010 წელს იეჰოვას მოწმეებმა 236 ქვეყანაში 1,6 მილიარდ საათზე მეტი დრო დაუთმეს სასიხარულო ცნობის ქადაგებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას თითოეულმა მოწმემ დღეში საშუალოდ 30 წუთი იქადაგა. გასული ათი წლის განმავლობაში მათ გამოსცეს და გაავრცელეს 20 მილიარდზე მეტი ბიბლიური პუბლიკაცია.

რა თვალსაზრისია გავრცელებული? ათასეული წლებია, რაც ბიბლიურ ცნობას ქადაგებენ ადამიანები.

შეესაბამება ეს თვალსაზრისი სინამდვილეს? ვერ უარვყოფთ, რომ ბიბლიური ცნობის შესახებ რაღაც ინფორმაციას ბევრი ქადაგებდა. მაგრამ უმეტესობამ მხოლოდ დროის მოკლე მონაკვეთში იქადაგა და მათი ქადაგება მასშტაბური არ ყოფილა. მათგან განსხვავებით იეჰოვას მოწმეები ორგანიზებულად ქადაგებენ მთელ მსოფლიოში და ასობით მილიონ ადამიანს აცნობენ სასიხარულო ცნობას. ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი და სასტიკი ორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავადაც კი იეჰოვას მოწმეები თამამად განაგრძობდნენ ქადაგებას (მარკოზი 13:13). * გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეებს ქადაგებისთვის ხელფასს არ უხდიან. ისინი ნებაყოფლობით სწირავენ ადამიანებს თავიანთ დროს და უფასოდ ავრცელებენ ლიტერატურას. მთლიანობაში მათი სამქადაგებლო საქმიანობა ნებაყოფლობითი შესაწირავებით ხორცილდება.

თქვენ როგორ ფიქრობთ? არის ნაქადაგები სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში? ნიშნავს ამ წინასწარმეტყველების შესრულება იმას, რომ წინ რაღაც კარგი გველის?

[სქოლიო]

^ აბზ. 6 დამატებითი ინფორმაციისთვის უყურეთ სამ ვიდეოს: „ერთგულნი განსაცდელის დროს“, „იისფერი სამკუთხედები“ და „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის პირისპირ“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 9 გვერდზე]

„მანამ იეჰოვა ამის საშუალებას გვაძლევს, მთელი ენთუზიაზმით განვაგრძობთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხს ეს ცნობა გავაცნოთ“ („იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010“).