არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დგას ვინმე ბოროტების მიღმა?

დგას ვინმე ბოროტების მიღმა?

დგას ვინმე ბოროტების მიღმა?

„ეშმაკს ჩამოვართვი ხელი“, — ეს სიტყვები ეკუთვნის გაეროს შეიარაღებული ძალების მეთაურს, რომელიც იხსენებდა, რა მოხდა, როცა 1994 წელს რუანდაში გენოციდი ვერ შეწყვიტა. სხვა თვითმხილველმა მაშინდელ ენით აუწერელ სისასტიკეზე საუბრისას აღნიშნა: „თუ კიდევ ვინმე გაბედავს და უარყოფს სატანის არსებობას, მოვიდეს და ნახოს რუანდაში გაჟლეტილი ხალხის დიდი სასაფლაო“. მართლა ეშმაკის ჩადენილია ასეთი საშინელებები?

უმეტესობას ვერც კი წარმოუდგენია, რომ ძალადობისა და სისასტიკის მიღმა უხილავი, ბოროტი სულიერი ქმნილება დგას. ბევრის აზრით, ადამიანი ასეთ ბოროტებას იმიტომ სჩადის, რომ ეგოისტია და ბოროტისკენაა მიდრეკილი. სხვები ფიქრობენ, რომ გავლენიან და მდიდარ ხალხს ხელში აქვს ჩაგდებული უმსხვილესი საერთაშორისო ქსელები და ათწლეულების მანძილზე ხალხით მანიპულირებენ, რათა მსოფლიო მართონ. და, რაღა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც უსამართლობასა და ტანჯვაში მთავრობებსა და მმართველებს ადანაშაულებენ.

თქვენ რას ფიქრობთ? რატომ არის, რომ ბოროტება, სისასტიკე და ტანჯვა სულ უფრო მეტად შეიმჩნევა მთელ მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალ-ღონეს არ იშურებენ ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად? რატომ მიექანება კაცობრიობა უფსკრულისკენ და რატომ არ იღებს ყურად არაერთ გაფრთხილებას? დგას ვინმე ამ ბოროტების მიღმა? ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში? პასუხებმა შეიძლება გაგაოცოთ.