ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?
ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?
შესაძლოა პირადად არასდროს შეხვედრიხართ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერებს. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი არ არსებობენ? კრიმინალური სამყაროს ლიდერებს კარგად გამოსდით საკუთარი ვინაობის გასაიდუმლოება. ისინი ზოგჯერ ციხიდანაც კი ახერხებენ დამნაშავეთა მართვას. გაზეთებში ხშირად იბეჭდება სტატიები ნარკოდილერებს შორის გამართულ ომზე, პროსტიტუციასა და ადამიანებით ვაჭრობაზე. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საშინელებებს შორის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ეს შეგვახსენებს იმას, თუ რა გამხრწნელ გავლენას ახდენენ კრიმინალები საზოგადოებაზე და რა სავალალო შედეგები მოაქვს მათ ქმედებას. ჩვენ ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ კრიმინალური სამყაროს ლიდერები ნამდვილად არსებობენ.
ღვთის სიტყვა, ბიბლია ააშკარავებს, რომ სატანა რეალური პიროვნებაა, რომელიც ძლიერი კრიმინალური სამყაროს ლიდერის მსგავსად, აკონტროლებს, სრულდება თუ არა მისი ნება „ცრუ ნიშნითა“ და „უმართლო ცდუნებით“. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იგი „სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“ (2 თესალონიკელები 2:9, 10; 2 კორინთელები 11:14). ეშმაკის არსებობას ადასტურებს ის საქმეები, რომელთა მიღმაც თავად იგი დგას. მიუხედავად ამისა, ადამიანთა უმეტესობას უჭირს იმის დაჯერება, რომ არსებობს უხილავი ბოროტი სულიერი ქმნილება. სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ, რას ამბობს ბიბლია ეშმაკზე, გავიგოთ, რა არასწორი შეხედულებებია ხალხში გავრცელებული, რაც ხელს უშლის ბევრს იმის დაჯერებაში, რომ ეშმაკი რეალური პიროვნებაა.
▪ „რატომ შექმნა მოსიყვარულე ღმერთმა ეშმაკი?“ ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი კარგი და სრულყოფილია. თუ ეს ასეა, აბსურდულია ის აზრი, რომ მან შექმნა ეშმაკი, გაიძვერა და ბოროტი ქმნილება. ფაქტია, ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ღმერთმა ასეთი პიროვნება შექმნა. პირიქით, ღვთის სიტყვაში ღმერთზე წერია: „კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი“ (კანონი 32:4; ფსალმუნი 5:4).
განა კარგის მეტი რამე უნდა გაეკეთებინა ღვთის მიერ შექმნილ სრულყოფილ პიროვნებას?! ღმერთმა მოაზროვნე ქმნილებები რობოტებად კი არ შექმნა, არამედ მისცა ნების თავისუფლება, რისი მეშვეობითაც ისინი თავად გააკეთებდნენ არჩევანს. ასე რომ, სრულყოფილი გონიერი ქმნილებები თავად გადაწყვეტდნენ, რა იყო სიკეთე და რა — ბოროტება. სინამდვილეში მხოლოდ გონიერი, ნების თავისუფლებით დაჯილდოებული ხორციელი თუ სულიერი ქმნილებების ქმედებებიდან ჩანს მათი ზნეობრივი ღირებულებები.
აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ღმერთმა არ მისცა თავის ქმნილებებს უფლება, თავად დაედგინათ ზნეობრივი ნორმები და არც იმას დაჰპირდა, რომ ბოროტებას აარიდებდა თავიდან, თუ ისინი ამას თავად აირჩევდნენ. იესომ ეშმაკზე თქვა, რომ ნების თავისუფლება ბოროტად გამოიყენა და „ჭეშმარიტებაში არ დადგა“ (იოანე 8:44). ეს განაცხადი აშკარად იმაზე მიუთითებს, როს ის, ვინც გახდა ეშმაკი, თავდაპირველად იყო სრულყოფილი სულიერი პიროვნება, რომელიც ოდესღაც „არ დადგა“ ჭეშმარიტებაში. * იეჰოვა ღმერთმა თავის ქმნილებებს ნების თავისუფლება მისცა, რადგან უყვარს და ენდობა მათ (იხილეთ ჩარჩო მე-6 გვერდზე „შეიძლება სრულყოფილმა ქმნილებებმა დაკარგონ სრულყოფილება?“).
▪ „ეშმაკი ღვთის მსახურია“. ზოგი თვლის, რომ ამ აზრს მხარს უჭერს ბიბლიის წიგნი „იობი“. ბიბლიის ერთ კომენტატორს მოჰყავს იობის 1:7, სადაც ეშმაკზე წერია, რომ დედამიწაზე დახეტიალობდა. მისი აზრით, ეს მიანიშნებს ძველი სპარსეთის მზვერავებზე, რომლებიც მოგზაურობდნენ და თავიანთ მეფესთან მიჰქონდათ ცნობები. მაგრამ, თუ ეშმაკი ღვთის მიერ გაგზავნილი მზვერავი იყო, რატომ მოუწევდა მას ღვთისთვის იმის ახსნა, რომ დედამიწაზე დაეხეტებოდა? წიგნი „იობი“ ეშმაკს ღვთის მოკავშირედ კი არ მოიხსენიებს, არამედ მას უწოდებს სატანას ანუ „მოწინააღმდეგეს“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი ღვთის მთავარი მტერია (იობი 1:6). მაშ, საიდან გაჩნდა ის აზრი, რომ ეშმაკი ღვთის მსახურია?
ახ. წ. პირველი საუკუნის დასაწყისში ისეთ აპოკრიფულ წიგნებში, როგორიცაა „იუბილეთა წიგნი“ და კუმრანის სექტის „ყველაზე ცნობილი კანონი“, ეშმაკზე ნათქვამია, რომ ღმერთთან აქვს გარიგება და ჯერ კიდევ ემორჩილება მის ნებას. ისტორიკოსმა რასელმა თავის წიგნში აღნიშნა, თუ რას ფიქრობდა პროტესტანტი რეფორმატორი, მარტინ ლუთერი ეშმაკზე: „ღმერთი მას იარაღად იყენებს კავისა და თოხის მსგავსად, რომლებსაც მიწის დასამუშავებლად იყენებენ“ (Mephistopheles). როგორც რასელი დასძენს, „თოხი ანუ ეშმაკი იაკობი 1:13). ამ მოძღვრებამ და XX საუკუნის სხვა „ციებ-ცხელებებმა“ ბევრი დაარწმუნა იმაში, რომ ღმერთი და ეშმაკი არ არსებობენ.
სარეველებს ანადგურებს“, მაგრამ ის რჩება ღვთის ძლიერ ხელში და ამგვარად ასრულებს ღვთის ნებას. ლუთერის მოძღვრება, რომელიც მოგვიანებით ფრანგმა თეოლოგმა ჟან კალვინმაც გაიზიარა, ბევრი მორწმუნის სამართლიანი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. როგორ შეეძლო მოსიყვარულე ღმერთს, არა მარტო დაეშვა ბოროტება, არამედ თავად შეეწყო მისთვის ხელი? (▪ „ეშმაკი უბრალოდ ბოროტებაა“. თუ ვიფიქრებთ, რომ ეშმაკი უბრალოდ ბოროტებაა, თითქმის შეუძლებელი გახდება ზოგიერთი ბიბლიური მონაკვეთის გაგება. მაგალითად, იობის 2:3—6-ში ღმერთი საუბრობს სატანასთან. ნუთუ ის აბსტრაქტულ ბოროტებას ელაპარაკება? თუ საკუთარ თავთან ლაპარაკობს? გარდა ამისა, განა ღმერთი შეაქებდა იობს უმწიკვლობისთვის და შემდეგ დაუშვებდა, რომ ბოროტებას გამოეცადა ის? თუ ასეთ მოტივებს ღმერთს მივაწერთ, მაშინ გამოდის, რომ ის თავად არღვევს დადგენილ ნორმებს და არ წარმოადგენს მას, ვისზეც ბიბლიაში ნათქვამია: „არ არის მასში უმართლობა“ (ფსალმუნი 92:15). ამის საპირისპიროდ, ღმერთმა არ მისცა სატანას იმის უფლება, რომ ხელი შეეხო პირადად იობისთვის და ევნო მისთვის. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ეშმაკი არ არის უბრალოდ ბოროტება ან ღვთის პიროვნების ბნელი მხარე, არამედ სულიერი პიროვნებაა, რომელიც თავად იქცა ღვთის მოწინააღმდეგედ.
ვინ მართავს სინამდვილეში მსოფლიოს?
დღეს ბევრისთვის დრომოჭმულია რწმენა იმისა, რომ ეშმაკი არსებობს. მიუხედავად ამისა, თუ ბოროტებას ეშმაკისგან გავმიჯნავთ, მაშინ დღევანდელ მწარე რეალობას ვერ მოვუძებნით საფუძვლიან ახსნას. სინამდვილეში სწორედ იმ აზრს, რომ ეშმაკი არ არსებობს, ბევრი იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ არც ღმერთი არსებობს და არც არანაირი ზნეობრივი ნორმები.
„ეშმაკის ყველაზე დიდი ტყუილი ის არის, რომ დაგვარწმუნოს თავის არარსებობაში“, — დაწერა XIX საუკუნის პოეტმა შარლ-პიერ ბოდლერმა. თავისი პიროვნების შენიღბვით ეშმაკი ადამიანებში ეჭვს თესავს, რომ ღმერთი არ არსებობს. თუ ეშმაკი არ არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ყოველგვარ ბოროტებაში ღმერთს მიუძღვის ბრალი. განა სწორედ ამის მიღწევას არ ცდილობს ეშმაკი?!
კრიმინალური სამყაროს ლიდერის მსგავსად, ეშმაკი ნიღბავს თავის პიროვნებას, რათა მიზანს მიაღწიოს. რა მიზანი აქვს მას? ბიბლია გვპასუხობს: „ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია“ (2 კორინთელები 4:4).
პასუხგაუცემელი რჩება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა. რა ზომებს მიმართავს ღმერთი ქვეყნიერების შენიღბული მმართველის წინააღმდეგ, რომელიც ყველანაირი ბოროტების მიღმა დგას? ამ კითხვაზე პასუხს შემდეგი სტატიიდან გავიგებთ.
[სქოლიო]
^ აბზ. 6 იმის გასაგებად, თუ რატომ არ დაუსვა ღმერთმა მაშინვე წერტილი სატანის ქმედებას, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-11 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩანართი 5 გვერდზე]
ეშმაკი ღვთის მსახურია თუ ღვთის მოწინააღმდეგე?
[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]
შეიძლება სრულყოფილმა ქმნილებებმა დაკარგონ სრულყოფილება?
სრულყოფილება, რომელიც ღმერთმა თავის გონიერ ქმნილებებს მისცა, პირობითია. მართალია, ადამი სრულყოფილი შეიქმნა, მაგრამ მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შემოქმედმა დაუდგინა გარკვეული ფიზიკური შეზღუდვები. მაგალითად, თუ ის შეჭამდა ტალახს, ხრეშს ან ხეს, ეს ცუდად იმოქმედებდა მის ორგანიზმზე. თუ იგი გრავიტაციის კანონს უგულებელყოფდა და ციცაბო კლდიდან გადმოხტებოდა, სერიოზულად დაშავდებოდა ან მოკვდებოდა.
მსგავსად ამისა, ნებისმიერ სრულყოფილ ქმნილებას — ადამიანსა თუ ანგელოზს — ღვთის მიერ დადგენილი ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფა ძვირად უჯდება. როცა გონიერი ქმნილება არასწორად იყენებს ნების თავისუფლებას, „ადვილად უშვებს შეცდომას და ჩადის ცოდვას“ (დაბადება 1:29; მათე 4:4).