არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უსამართლობის მსხვერპლი

უსამართლობის მსხვერპლი

ახალგაზრდებისთვის

უსამართლობის მსხვერპლი

იოსები — ნაწილი II

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

მოქმედი პირები: იოსები, ფოტიფარი და მისი ცოლი

მოკლე მიმოხილვა: იოსები უსამართლოდ დააპატიმრეს, მაგრამ იეჰოვას ის არ მიუტოვებია.

1 წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე დაბადების 39:7, 10—23.

შენი აზრით, როგორი ტონი ექნებოდა ფოტიფარის ცოლს, როცა იოსებს ცილი დასწამა?

․․․․․

აღწერე, როგორ წარმოგიდგენია ციხე, რომელშიც იოსები იჯდა.

․․․․․

რისი ატანა უწევდა თავდაპირველად იოსებს ციხეში? (მინიშნება: იხილე ფსალმუნი 105:17, 18).

․․․․․

2 გამოიკვლიე

სუსტი რწმენა რომ ჰქონოდა იოსებს, რა არასწორ დასკვნამდე მივიდოდა ციხეში ყოფნის დროს? (მინიშნება: იხილე იობის 30:20, 21).

․․․․․

საიდან ვიცით, რომ იოსები იეჰოვას არ ადანაშაულებდა თავის უბედურებაში? (მინიშნება: იხილე დაბადების 40:8; 41:15, 16).

․․․․․

შენი აზრით, რომელი თვისებები დაეხმარა იოსებს უსამართლობის ატანაში? (მინიშნება: წაიკითხე და დაფიქრდი შემდეგ ბიბლიურ მუხლებზე: მიქა 7:7; ლუკა 14:11; იაკობი 1:4).

․․․․․

რა ისწავლა იოსებმა ციხეში და როგორ დაეხმარა მას ეს გამოცდილება მოგვიანებით? (მინიშნება: იხილე დაბადების 39:21—23; 41:38—43).

․․․․․

3 მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე . . .

იმაზე, თუ რით არის კარგი მოთმინება.

․․․․․

იმაზე, თუ რისი სწავლა შეგიძლია, როცა სერიოზული სირთულის წინაშე დგახარ?

․․․․․

იმაზე, თუ როგორ გვეხმარება იეჰოვა გაჭირვების დროს?

․․․․․

საფიქრებელი კითხვები

ყოფილხარ ოდესმე ისეთ მდგომარეობაში, როცა თავი განადგურებულად და მიტოვებულად გიგრძნია? როგორ შეიძლება ამოგიდგეს იეჰოვა მხარში, როცა ძალიან გიჭირს? (მინიშნება: წაიკითხე და დაფიქრდი შემდეგ ბიბლიურ მუხლზე: 1 კორინთელები 10:13).

․․․․․

4 რა იყო შენთვის ყველაზე საინტერესო ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, და რატომ?

․․․․․

თუ არა გაქვს ბიბლია, შეგიძლია სთხოვო იეჰოვას მოწმეებს ან წაიკითხო ვებ-გვერდზე www.watchtower.org