ქვეყნიერების შენიღბული მმართველი გამოაშკარავებულია
ქვეყნიერების შენიღბული მმართველი გამოაშკარავებულია
„ამ ქვეყნიერების მმართველი ახლა გარეთ განიდევნება“, — უთხრა ერთხელ იესომ ხალხს. მოგვიანებით, მან დასძინა, რომ „მას არანაირი ძალაუფლება არ“ ჰქონდა მასზე და რომ „ამ ქვეყნიერების მმართველი გასამართლებულია“ (იოანე 12:31; 14:30; 16:11). ვისზე ლაპარაკობდა იესო?
ყურადღება მიაქციეთ, რომ როცა იესო ლაპარაკობს „ქვეყნიერების მმართველზე“, მას მხედველობაში არ ჰყავს თავისი ზეციერი მამა, იეჰოვა ღმერთი. მაშ, ვინ არის „ქვეყნიერების მმართველი“? როგორ განიდევნება ის და როგორ გასამართლდება?
„ქვეყნიერების მმართველი“ ამაყობს საკუთარი ძალაუფლებით
კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ხშირად ტრაბახობენ თავიანთი ძალაუფლებით. სწორედ ასე მოიქცა ეშმაკი, როდესაც იესო, ღვთის ძე გამოსცადა. მას შემდეგ, რაც იესოს „მსოფლიოს ყველა სამეფო“ აჩვენა, სატანამ ასეთი რამ შესთავაზა: „შენ მოგცემ მთელ ამ ძალაუფლებას და მათ დიდებას, რადგან მე გადმომეცა და ვისაც მინდა, იმას ვაძლევ. ასე რომ, თუ თაყვანს მცემ, ეს ყველაფერი შენი იქნება“ (ლუკა 4:5—7).
თუ ეშმაკი უბრალოდ ბოროტება იყო, როგორც ამას ზოგი ფიქრობს, მაშ, ვინ ცდილობდა იესოს გამოცდას? ცდიდა მას ბოროტი, საკუთარი არასწორი სურვილები ან წინააღმდეგობა, რომელიც მის ნათლობას მოჰყვა? თუ ეს ასე იყო, რატომ არის ბიბლიაში ნათქვამია, რომ „მასში არ არის ცოდვა“ (1 იოანე 3:5). იესომ კი არ უარყო ის ფაქტი, რომ ეშმაკს კაცობრიობაზე ძალაუფლება ჰქონდა, არამედ „ქვეყნიერების მმართველს“ „კაცისმკვლელი“ და „ცრუ“ უწოდა (იოანე 14:30; 8:44).
დაახლოებით 70 წლის შემდეგ იოანე მოციქულმა ქრისტიანებს შეახსენა, რაოდენ დიდი გავლენა აქვს ეშმაკს ადამიანებზე: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“. მან ისიც თქვა, რომ ეშმაკს „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (1 იოანე 5:19; გამოცხადება 12:9). აშკარაა, რომ ბიბლია ამ უხილავ სულიერ ქმნილებას უწოდებს „ქვეყნიერების მმართველს“. მაგრამ რა ზომით ახდენს ეშმაკი ადამიანებზე გავლენას?
ქვეყნიერების მმართველი ძალაუფლებით აღჭურავს თავის მოკავშირეებს
პავლე მოციქულმა სულიერ ბრძოლაზე საუბრის დროს ქრისტიანებს აშკარად დაანახვა, თუ ვინ იყვნენ მათი დაუძინებელი მტრები. მან არაორაზროვნად თქვა: „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფესოელები 6:12). ასე რომ, ეს ბრძოლა არ არის ადამიანური, რადგან ის „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არა . . . ბოროტი სულების წინააღმდეგაა“.
ბიბლიის ბევრი თანამედროვე თარგმანის თანახმად, აქ მოხსენიებული „ბოროტი სულები“ არა უბრალოდ აბსტრაქტულ ბოროტებას წარმოადგენენ, არამედ ძლიერ ბოროტ სულიერ პიროვნებებს. ზოგი თარგმანი ამ მუხლს ასე გადმოსცემს: „ცისქვეშეთის ბოროტების სულები“ (ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი), „ბოროტების ზეციური სულები“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა) და „ზეციური ზეადამიანური ბოროტი ძალები“ („ახალი ინგლისური ბიბლია“). ასე რომ, ეშმაკმა თავისი ძალაუფლებით აღჭურვა სხვა ურჩი ანგელოზებიც, რომლებმაც „მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“ ზეცაში (იუდა 6).
ბიბლიის წინასწარმეტყველური წიგნი „დანიელი“ ააშკარავებს, როგორ აკონტროლებენ მსოფლიოს დანიელი 10:2, 13).
„ქვეყნიერების მმართველები“ ძველი დროიდან მოყოლებული. სანამ ძვ. წ. 537 წელს იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნდებოდნენ, წინასწარმეტყველი დანიელი, რომელიც ძალიან წუხდა თანამემამულეებზე, სამი კვირის განმავლობაში ლოცულობდა. ღვთისგან გაგზავნილმა ანგელოზმა აუხსნა წინასწარმეტყველს, რატომ აყოვნებდა ღმერთი ამდენი ხანი მათ სამშობლოში დაბრუნებას: „სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთ დღეს მეწინააღმდეგებოდა“ (ვინ იყო სპარსეთის სამეფოს მთავარი? ფაქტია, რომ ანგელოზი სპარსეთის მეფე კიროსს არ გულისხმობდა, რომელიც იმ დროს დანიელისა და მისი ხალხის მიმართ კეთილგანწყობას ავლენდა. უფრო მეტიც, როგორ შეეწინააღმდეგებოდა სამი კვირის განმავლობაში ერთი მიწიერი მეფე სულიერ ქმნილებას, როცა ერთმა ანგელოზმა ერთ ღამეში 185 000 ძლიერი მეომარი გაწყვიტა? (ესაია 37:36). ეს მტრულად განწყობილი სპარსეთის სამეფოს მთავარი სხვა არავინ იყო, თუ არა ეშმაკის წარმომადგენელი ანუ დემონი, რომელიც აკონტროლებდა სპარსეთის იმპერიას. მოგვიანებით, ბიბლიის ამავე მონაკვეთიდან ჩანს, რომ ღვთის ანგელოზს კიდევ ერთხელ მოუწევდა „სპარსეთის მთავართან“ და „საბერძნეთის მთავართან“ შებრძოლება (დანიელი 10:20).
რა შეგვიძლია დავასკვნათ აქედან? არსებობენ უხილავი „ქვეყნიერების მმართველები“ ანუ დემონები, რომლებიც თავიანთ მთავართან, სატანა ეშმაკთან ერთად განაგებენ მსოფლიოს. რა მიზანი ამოძრავებთ მათ დღემდე?
ქვეყნიერების მმართველი თავის ნამდვილ სახეს ააშკარავებს
ბიბლიის ბოლო წიგნ „გამოცხადებაში“ იოანე მოციქული აღწერს, როგორ ამარცხებს იესო, მიქაელ მთავარანგელოზი, ეშმაკსა და მის დემონებს, და რა სავალალო შედეგები მოჰყვება ზეციდან დედამიწაზე მათ გადმოყრას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვაი მიწას . . . ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:9, 12).
როგორ ანთხევს ეშმაკი კაცობრიობაზე თავის რისხვას? ბევრი კრიმინალი, რომელთა დღეებიც დათვლილია, ცხოვრობს პრინციპით — „იბატონე ან გაანადგურე“. მსგავსად ამისა, სატანასა და მის დემონებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ დედამიწა და მისი მაცხოვრებლები განადგურების დროს თან გაიყოლონ. იცის რა, რომ მცირე დრო დარჩა, ეშმაკი აკონტროლებს მსხვილ ბიზნესს, რასაც დღევანდელ საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. სატანა ბიზნესს იმისთვის იყენებს, რომ ადამიანებში გააღვივოს მომხვეჭელობის სული; ამას კი დედამიწის რესურსები ნულამდე დაჰყავს და აბინძურებს გარემოს, რაც, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს (გამოცხადება 11:18; 18:11—17).
ვინაიდან კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ეშმაკს ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილი ამოძრავებს, ის გავლენას ახდენს პოლიტიკასა და რელიგიაზე. წიგნ „გამოცხადებაში“ პოლიტიკური ძალები აღწერილია, როგორც მხეცები, რომლებსაც ეშმაკმა „დიდი ძალაუფლება“ მისცა. ამ წიგნში იმაზეც არის საუბარი, თუ რა სამარცხვინო კავშირი არსებობს პოლიტიკასა და რელიგიას შორის, რაც სულიერ მეძაობასთანაა გაიგივებული (გამოცხადება 13:2; 17:1, 2). მხოლოდ დაფიქრდით, საუკუნეების მანძილზე მილიონები შეიწირა ომებმა, ეთნიკურმა კონფლიქტებმა, მონობამ თუ ჩაგვრამ! განა შეიძლება გულწრფელად იმის თქმა, რომ ისტორიის ფურცლებზე აღბეჭდილი ეს შემზარავი ფაქტები მხოლოდ ადამიანის სისასტიკის ნაყოფია? თუ ამ ყველაფრის მიღმა უხილავი ბოროტი სულიერი ძალები დგანან?
ბიბლია ნიღაბს ხსნის მას, ვინც მსოფლიო ლიდერებითა თუ მპყრობელებით მანიპულირებს. ადამიანები, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ირეკლავენ ქვეყნიერების მმართველის სულს და ცხოვრობენ იმავე პრინციპით: „იბატონე ან გაანადგურე!“ მაგრამ კიდევ რამდენ ხანს დაიტანჯება კაცობრიობა ეშმაკის მმართველობის ქვეშ?
ეშმაკის ბოლო გაბრძოლება
პირველ საუკუნეში ქრისტეს მსახურებამ ცხადყო, რომ ეშმაკისა და მისი დემონებისთვის ლუკა 10:18). ამ სიტყვებით იესომ სიხარულით აღნიშნა, რომ მომავალში დაამარცხებდა ქვეყნიერების მმართველს და თავის ადგილს დაიკავებდა ზეცაში, როგორც მიქაელ მთავარანგელოზი (გამოცხადება 12:7—9). ბიბლიური წინასწარმეტყველებების გულდასმით გამოკვლევის შედეგად ვიგებთ, რომ ეს გამარჯვება იესომ ზეცაში 1914 წელს ან ცოტა მოგვიანებით მოიპოვა. *
მალე ჩამოჰკრავდა გლოვის ზარი. როცა მოწაფეები მოუყვნენ იესოს, როგორ ემორჩილებოდნენ უხილავი დემონები, იესომ უთხრა: „დავინახე, სატანა ელვასავით ჩამოვარდა ციდან“ (იმ დროიდან მოყოლებული ეშმაკმა იცის, რომ მის განადგურებამდე ცოტა დრო რჩება. მართალია, მთელი ქვეყნიერება მის ძალაუფლებაშია, მაგრამ არიან მილიონები, რომლებიც დღეს მის გავლენაში არ ექცევიან. ბიბლიამ მათ თვალი აუხილა და დაანახვა ეშმაკის ნამდვილი სახე და მისი განზრახვები (2 კორინთელები 2:11). მათ აიმედებთ პავლეს სიტყვები, რომელიც მოციქულმა თანაქრისტიანებს მისწერა: „მშვიდობის მომცემი ღმერთი კი მალე შემუსრავს სატანას თქვენ ფეხქვეშ“ (რომაელები 16:20). *
მალე ეშმაკის დრო ამოიწურება. ქრისტეს მმართველობისას ღვთის სიმბოლურ ფეხსადგამს, დედამიწას, მართალი ადამიანები სამოთხედ გადააქცევენ. ძალადობა, სიძულვილი და სიხარბე წარსულს ჩაჰბარდება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „აღარ გაიხსენებენ წინანდელს“ (ესაია 65:17). რაოდენ დიდ შვებას იგრძნობს ყველა, ვინც ქვეყნიერების შენიღბული მმართველის მარწუხებისგან გათავისუფლდება!
[სქოლიოები]
^ აბზ. 20 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ დანართი, გვერდები 215—218. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 21 პავლეს სიტყვები დაბადების 3:15-ში ჩაწერილი ბიბლიური წინასწარმეტყველების გამოძახილია, რომელიც ეშმაკის საბოლოო განადგურებას ეხება. ამ მოვლენის აღწერის დროს პავლე იყენებს ბერძნულ სიტყვას, რომელიც ნიშნავს „დალეწვას და დამსხვრევას“ (ვაინის „ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი“).
[ჩანართი 9 გვერდზე]
ქრისტეს მმართველობის დროს მართალი ადამიანები დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ