არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

3 ღმერთი შურისმგებელია — სიმართლეა ეს?

3 ღმერთი შურისმგებელია — სიმართლეა ეს?

3 ღმერთი შურისმგებელია — სიმართლეა ეს?

შეიძლება გსმენიათ: „ღმერთი ყველანაირ ცოდვას იმახსოვრებს და ადამიანებს საუკუნო სატანჯველში, ჯოჯოხეთში, აწამებს“.

„ღმერთი ცოდვილებს სტიქიური უბედურებებით სჯის“.

რას გვასწავლის ბიბლია? 2 პეტრეს 3:9-ში ნათქვამია, რომ „იეჰოვას . . . არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“. ის დიდ აქცენტს ჩვენს დადებით მხარეებზე აკეთებს და არა ჩვენს შეცდომებზე. „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატიანე 16:9).

ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ მოძღვრება არაბიბლიურია; მარადიული ტანჯვის იდეა ღვთისთვის საძულველია. ღმერთმა ადამიანს შეიძლება წაართვას სიცოცხლე და ეს იყოს მისი დასჯის ყველაზე უკიდურესი ფორმა (იერემია 7:31; რომაელები 6:7). სტიქიური უბედურებები, რომლებიც განურჩევლად ანადგურებს ყველას, შეუძლებელია ღვთის ნამოქმედარი იყოს, რადგან მოულოდნელად ნებისმიერს შეიძლება დაატყდეს თავს უბედურება (ეკლესიასტე 9:11).

როგორ დაგეხმარებათ სიმართლის ცოდნა? თუ კარგად გავაცნობიერებთ, რომ ღმერთი მზად არის პატიებისთვის და უმალვე არ გამოაქვს განაჩენი, მასთან დაახლოების სურვილი გაგვიჩნდება (ფსალმუნი 86:5). ღმერთს არ სურს, დამნაშავეებად ვგრძნობდეთ თავს მის წინაშე და დასჯის პანიკური შიში გვქონდეს. ნაცვლად ამისა, სწორი მოტივით, ღვთისადმი სიყვარულით, უნდა განვივითაროთ რწმენა. ასეთი სიყვარული ძალას გვაძლევს, საუკეთესო გავიღოთ ღვთისთვის და გული გავუხაროთ (მათე 22:36—38; 1 იოანე 5:3).

ღმერთს სურს, ყველა უკეთესი ადამიანი გახდეს, მაგრამ ესმის, რომ ბევრი ვერასდროს შეიცვლება. თუ ის არასდროს მიაგებს სანაცვლოს ბოროტებს, მაშინ ის იმ მმართველებს დაემსგავსება, რომლებიც ადგენენ კანონებს, მაგრამ ხალხისგან მათ დაცვას არ ითხოვენ; ამგვარად ღმერთი ხელს შეუწყობდა იმას, რომ უსამართლობა და ტანჯვა უსასრულოდ გაგრძელებულიყო (ეკლესიასტე 8:11). იმის ცოდნა, რომ ღმერთი მარადიულად არ შეიწყნარებს ბოროტებას, მომავლის მტკიცე იმედს გვისახავს. ღმერთი გვპირდება, რომ გაანადგურებს მათ, ვინც უტიფრად განაგრძობს ბოროტების ჩადენას, რათა ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, თვინიერნი დატკბნენ მარადიული სიცოცხლით დედამიწაზე (ფსალმუნი 37:10, 11, 29). *

[სქოლიო]

^ აბზ. 7 იმისათვის, რომ გაიგოთ, როგორ გადააქცევს ღმერთი დედამიწას სამოთხედ, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-3 და მე-8 თავები.

[ჩანართი 6 გვერდზე]

სურს ღმერთს, რომ დასჯის პანიკური შიშით ვემსახუროთ მას?

[სურათის საავტორო უფლება 6 გვერდზე]

Engravings by Doré