არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არის კარგი ჩვენთვის ღვთის კანონების დაცვა?

რატომ არის კარგი ჩვენთვის ღვთის კანონების დაცვა?

ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან

რატომ არის კარგი ჩვენთვის ღვთის კანონების დაცვა?

ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.

1. რატომ უნდა დავემორჩილოთ ღმერთს?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ღმერთს იმიტომ მაინც უნდა დავემორჩილოთ, რომ ის ჩვენი შემოქმედია. მას იესოც კი ყოველთვის ემორჩილებოდა (იოანე 6:38; გამოცხადება 4:11). ღვთის კანონების დაცვა საშუალებას გვაძლევს, მას ჩვენი სიყვარული დავუმტკიცოთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:3).

იეჰოვა ღმერთის კანონების დაცვას კეთილდღეობა მოაქვს ჩვენთვის. მათი წყალობით დღესვე ცხოვრების საუკეთესო გზას ვადგავართ, მომავალში კი ამ კანონების დაცვა მარადიული სიცოცხლის მიღებაში დაგვეხმარება (წაიკითხეთ ფსალმუნის 19:7, 11; ესაიას 48:17, 18).

2. რატომ არის ჯანმრთელობისთვის კარგი ღვთის კანონების დაცვა?

ღვთის კანონი, რომელიც კრძალავს ლოთობას, გვეხმარება თავიდან ავირიდოთ სასიკვდილო დაავადებები და უბედური შემთხვევები. გადამეტებულმა სმამ მიჩვევა იცის და არასწორი საქციელისკენ გვიბიძგებს (იგავები 23:20, 29, 30). იეჰოვა ღმერთი ალკოჰოლის მიღების ნებას გვაძლევს, ოღონდ ზომიერად (წაიკითხეთ ფსალმუნის 104:15; 1 კორინთელების 6:10).

იეჰოვა აგრეთვე გვაფრთხილებს, რომ მოვერიდოთ შურს, განრისხებასა და სხვა მსგავს მოქმედებებს. თუ გავითვალისწინებთ მის რჩევებს, უფრო ჯანმრთელები ვიქნებით (წაიკითხეთ იგავების 14:30; 22:24, 25).

3. როგორ გვიცავს ღვთის კანონი?

ღვთის კანონი კრძალავს სქესობრივი კავშირის დამყარებას მათ შორის, რომლებიც დაქორწინებულები არ არიან (ებრაელები 13:4). წყვილები, რომლებიც ამ კანონს ემორჩილებიან, თავს დაცულად გრძნობენ და შვილების აღსაზრდელად ოჯახში უკეთეს გარემოს ქმნიან. ის კი, ვინც ამ კანონს უგულებელყოფს, ხშირად დგება ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა: დაავადება, გაყრა, ძალადობა და ემოციური ტრავმა. ასეთები ხშირად ხდებიან მარტოხელა მშობლები (წაიკითხეთ იგავების 5:1—9).

თუ ვერიდებით ისეთ სიტუაციებს, რომლებიც ცოდვის ჩადენისკენ გვიბიძგებს, ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას ვუფრთხილდებით. ამგვარად, არც სხვებს მივაყენებთ ზიანს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 4:3—6).

4. რატომ უნდა დავაფასოთ სიცოცხლე?

მათ, ვინც აფასებს სიცოცხლეს და თავს ანებებს ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა სიგარეტის მოწევა ან სიცოცხლისთვის საშიში სხვა ჩვევა, ჯანმრთელობა უუმჯობესდება (2 კორინთელები 7:1). ღმერთი ჯერარდაბადებული ბავშვის სიცოცხლესაც კი აფასებს (გამოსვლა 21:22, 23). ამიტომ ადამიანს არ აქვს უფლება სიცოცხლე მოუსწრაფოს ჯერარდაბადებულ ბავშვს. გარდა ამისა, ის, ვინც ღვთის მსგავსად აფასებს სიცოცხლეს, უსაფრთხოების ზომებს იცავს სამუშაოზე, სახლსა და ტრანსპორტში (კანონი 22:8). ამასთანავე, ისინი არ მონაწილეობენ სპორტის სახიფათო სახეობებში, რადგან სიცოცხლე ღვთის საჩუქარია (წაიკითხეთ ფსალმუნის 36:9).

5. რით არის კარგი, თუ სისხლს წმინდად მივიჩნევთ?

სისხლი წმინდაა, რადგან ღვთის თვალში ის ცოცხალი არსების სიცოცხლეს ანუ სულს წარმოადგენს (დაბადება 9:3, 4). რატომ არის ჩვენთვის სასარგებლო ღვთის კანონი, რომელიც სისხლს სიცოცხლესთან აიგივებს? მისი წყალობით შესაძლებელი გახდა ჩვენი ცოდვების პატიება (წაიკითხეთ ლევიანების 17:11—13; ებრაელების 9:22).

იესოს სისხლი განსაკუთრებით ძვირფასი იყო, რადგან ის სრულყოფილი იყო. იესომ ღმერთს თავისი სისხლი წარუდგინა, რაც მის სიცოცხლეს წარმოადგენდა (ებრაელები 9:12). მისი დაღვრილი სისხლის საფუძველზე ჩვენ მარადიულად ვიცოცხლებთ (წაიკითხეთ მათეს 26:28; იოანეს 3:16).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-12 და მე-13 თავები. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.