არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი II

როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი II

როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი II

რას ამტკიცებენ თიხის ფირფიტები სინამდვილეში?

ეს არის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი ორი სტატიიდან მეორე. ამ სტატიებში მოცემულია მეცნიერების მოსაზრებები ძველი იერუსალიმის განადგურების თარიღის შესახებ. განვიხილავთ საგულდაგულოდ გამოკვლეულ და ბიბლიაზე დაფუძნებულ პასუხებს იმ კითხვებზე, რომელიც საგონებელში აგდებს ზოგ მკითხველს.

პირველ ნაწილში საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე:

▪ ისტორიკოსები ამბობენ, რომ იერუსალიმი განადგურდა ძვ. წ. 587 წელს.

▪ ბიბლიური ქრონოლოგიის თანახმად, იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს განადგურდა.

▪ ისტორიკოსები თავიანთ დასკვნებს აფუძნებენ ანტიკური ხანის ისტორიკოსების ჩანაწერებსა და პტოლემეს კანონზე.

▪ ანტიკური ხანის ისტორიკოსების ზოგ ჩანაწერში სერიოზული შეცდომებია დაშვებული და ყოველთვის არ შეესაბამება თიხის ფირფიტებზე შემონახულ ცნობებს. *

ბიბლიაში ნათქვამია, რომ იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში მანამდე იქნებოდნენ, სანამ „იერემიას პირით ნათქვამი იეჰოვას სიტყვის“ თანახმად „სამოცდაათი წელი არ შესრულდებოდა“. როდის გათავისუფლდნენ ისინი ტყვეობიდან? ეს მოხდა „სპარსეთის მეფე კიროსის მეფობის პირველ წელს“ (2 მატიანე 36:21, 22). ბიბლიური ცნობები და ისტორიული წყაროები ეთანხმება იმას, რომ იუდეველები ბაბილონელთა ტყვეობიდან გათავისუფლდნენ მას შემდეგ, რაც კიროსმა დაიპყრო ბაბილონი და გაათავისუფლა ისინი; იუდეველები იერუსალიმში ძვ. წ. 537 წელს დაბრუნდნენ. ვინაიდან ბიბლიის თანახმად, იუდეველები ტყვეობაში 70 წელს იმყოფებოდნენ, გამოდის, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს განადგურდა.

მიუხედავად ამისა, ისტორიკოსების უმეტესობა იერუსალიმის განადგურების თარიღად ძვ. წ. 587 წელს ასახელებს. მაშინ გამოდის, რომ იუდეველები ტყვეობაში მხოლოდ 50 წელი იყვნენ. რატომ ასახელებენ ისინი ამ თარიღს? ეს მეცნიერები ეყრდნობიან უძველეს ლურსმულ წარწერებს, რომლებშიც მოცემულია ცნობები ნაბუქოდონოსორ II-ისა და მისი მემკვიდრეების შესახებ.1 ამ დოკუმენტების უმეტესობა შეადგინეს მამაკაცებმა, რომლებიც იერუსალიმის განადგურების დროს ან ცოტა მოგვიანებით ცხოვრობდნენ. მაგრამ რამდენად ზუსტია მათ მიერ დასახელებული თარიღი, კერძოდ ძვ. წ. 587 წელი? რას ამტკიცებენ თიხის ფირფიტები სინამდვილეში?

ამ კითხვებზე პასუხები რომ მივიღოთ, მიმოვიხილოთ სამი ტიპის დოკუმენტი, რომლებსაც ხშირად იშველიებენ ისტორიკოსები: 1) ბაბილონური მატიანეები, 2) სავაჭრო ხასიათის წარწერების შემცველი ფირფიტები და 3) ასტრონომიული გამოთვლების შემცველი ფირფიტები.

ბაბილონური მატიანეები

რა არის ბაბილონური მატიანეები? ეს არის მთელი რიგი თიხის ფირფიტები, რომლებზეც აღწერილია ბაბილონის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები.2

რას ამბობენ სპეციალისტები? რონალდ საკი, რომელიც ლურსმულ წარწერებს იკვლევს, აცხადებს, რომ მატიანეებში მნიშვნელოვანი მოვლენები არასრულად არის აღწერილი. * მან დაწერა, რომ ისტორიკოსებმა „სხვა წყაროებიც უნდა გამოიკვლიონ, რათა გაარკვიონ, სინამდვილეში რა მოხდა“.

რას ამტკიცებს დოკუმენტები? ბაბილონურ მატიანეებში აღწერილი მოვლენები არასრულია3 (იხილეთ ქვემოთ მოცემული  ჩარჩო). აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: რამდენად სანდოა ამ არასრული ჩანაწერების საფუძველზე გაკეთებული გამოთვლები?

სავაჭრო ხასიათის წარწერების შემცველი ფირფიტები

რას წარმოადგენს ეს ფირფიტები? ახალბაბილონური პერიოდის სავაჭრო ხასიათის წარწერების შემცველი ფირფიტების უმეტესობა ყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტია. საქმიანი გარიგებები თარიღდებოდა რომელიმე მეფის მეფობის წლით, თვითა და დღით, რასაც თიხის ფირფიტებზე აღბეჭდავდნენ. მაგალითად, ერთ ფირფიტაზე ვკითხულობთ, რომ საქმიანი გარიგება მოხდა „ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მეფობის მე-11 წლის, ნისანის თვის 27-ე დღეს“.4

როდესაც მეფე მოკვდებოდა ან როცა მას ტახტიდან ჩამოაგდებდნენ და მის მაგივრად სხვა გამეფდებოდა, ამავე წლის დარჩენილი თვეები ახალი მეფის მმართველობის დაწყების წლად ითვლებოდა. *5 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთ მეფეს მეორე მეფე ბაბილონური კალენდრის იმავე წელს ცვლიდა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ახალი მეფის მმართველობის დაწყების წლის ათვლა ხდებოდა იმ თვეებიდან, რომელიც მოჰყვებოდა წინამორბედი მეფის მმართველობის დასრულების ბოლო თვეს.

რას ამბობენ სპეციალისტები? რონალდ საკმა გამოიკვლია ახალბაბილონური პერიოდის არაერთი სავაჭრო ხასიათის წარწერის შემცველი ფირფიტა. 1972 წელს საკმა დაწერა, რომ ბრიტანეთის მუზეუმში არსებული ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ტექსტები, რომლებზეც მას ხელი მიუწვდებოდა, „სრულიად აქარწყლებდა“ მანამდე გაკეთებულ დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეცვალა ნაბუქოდონოსორ II ამელ-მარდუქმა. მანამდე საკმა იცოდა, რომ ფირფიტებზე მოცემული ცნობების საფუძველზე ნაბუქოდონოსორ II თავის მეფობის ბოლო წლის (43-ე წელი) მე-6 თვეს ჯერ კიდევ მეფობდა.6 მაგრამ ეს ახალშესწავლილი ფირფიტები აჩვენებდა, რომ მომდევნო მეფემ, ამელ-მარდუქმა მეფობა დაიწყო იმავე წლის მეოთხე და მეხუთე თვეებში,7 რაც აშკარად არ ეთანხმებოდა ძველ წყაროებს.

რას ამტკიცებს დოკუმენტები? შეიმჩნევა სხვა უზუსტობებიც. მაგალითად, დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ნაბუქოდონოსორ II ჯერ კიდევ მეფობდა თავისი მმართველობის ბოლო წლის მეათე თვეს მაშინ, როცა სხვა წყაროების თანახმად, მისი მემკვიდრე ექვსი თვის გამეფებული იყო.8 ასეთივე უზუსტობები დაფიქსირდა ამელ-მარდუქისა და მისი მემკვიდრის, ნერიგლისარის, მეფობის წლებთან დაკავშირებითაც.9

რატომ არის საყურადღებო ეს უზუსტობები? როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ბაბილონურ მატიანეებში გამოტოვებული წლები აჩვენებს, რომ ჩვენ ხელთ არსებული ჩანაწერები არათანმიმდევრულია.10 შესაძლებელია, ამ მმართველებს შორის კიდევ სხვა მეფეებსაც ემეფათ? თუ ასეა, ახალბაბილონურ პერიოდს კიდევ უნდა დაემატოს წლები. აქედან გამომდინარე, არც ბაბილონური მატიანეები და არც სავაჭრო ხასიათის წარწერების შემცველი ფირფიტები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იერუსალიმის განადგურების თარიღად ძვ. წ. 587 წელი მივიჩნიოთ. *

ასტრონომიული გამოთვლების შემცველი ფირფიტები

რას წარმოადგენს ეს ფირფიტები? ეს არის ლურსმული წარწერების შემცველი ფირფიტები, რომლებზეც აღწერილია მზის, მთვარის, პლანეტებისა და ვარსკვლავების განლაგება, ასევე მოცემულია ისტორიული ცნობები ამა თუ იმ მეფის მეფობის წელთან დაკავშირებით. მაგალითად, ასტრონომიული გამოთვლების შემცველ ქვემოთ მოცემულ ფირფიტაზე აღწერილია მთვარის დაბნელება, რომელიც მეფე მუქინზერის მეფობის პირველი წლის პირველ თვეს მოხდა.11

რას ამბობენ სპეციალისტები? ისინი ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ბაბილონელებმა შეადგინეს ვრცელი დიაგრამა და სქემები, რათა წინასწარ განესაზღვრათ, როდის შეიძლებოდა მომხდარიყო დაბნელება.12

მაგრამ შეეძლოთ ბაბილონელებს წარსულში მომხდარი დაბნელებების თარიღის გამოთვლა? პროფესორი ჯონ სტილი ამბობს: „სავსებით შესაძლებელია, ზოგი უფრო ადრეული მოვლენის თარიღის გამოთვლა მოგვიანებით, კარგა ხნის შემდეგ მომხდარიყო“ (კურსივი ჩვენია).13 პროფესორი დეივიდ ბრაუნი მიიჩნევს, რომ ასტრონომიული გამოთვლების შემცველი დიაგრამები მანამდე ცოტა ხნით ადრე იყო შედგენილი, სანამ მოვლენები მოხდებოდა. ის აღიარებს, რომ „შესაძლებელია ზოგიერთი თარიღი, რომელიც ვითომდა წინასწარ გამოთვლილად მიიჩნევა, „სინამდვილეში მოგვიანებით იყო მწიგნობრების მიერ გამოთვლილი ძვ. წ. IV ან მომდევნო საუკუნეებში“.14 თუ ეს მართლა ასეა, მაშ რამდენად სანდოა მხოლოდ ამ გამოთვლებზე დაყრდნობა?

მაშინაც კი, თუ მთვარის დაბნელება რომელიმე კონკრეტულ დღეს მოხდა, ნიშნავს ეს იმას, რომ ისტორიული მოვლენა, რომელიც ფირფიტის შემდგენელმა ამა თუ იმ თარიღს მიაკუთვნა, ზუსტია? მაინცდამაინც არა. პროფესორი ვან დერ სპეკი ამბობს: „ასტრონომიული გამოთვლების შემცველი ფირფიტების შემდგენლები ასტროლოგები იყვნენ და არა ისტორიკოსები“. ის დასძენს, რომ ფირფიტებზე აღბეჭდილი ზოგი ისტორიული ცნობა „ზუსტი არ არის“. სპეკი ამბობს, რომ ასეთ ისტორიულ ცნობებს „ბოლომდე არ უნდა დავეყრდნოთ“.15

რას ამტკიცებს დოკუმენტები? განვიხილოთ, რა წერია ფირფიტაზე VAT 4956. პირველ ხაზზე ვკითხულობთ: „ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მეფობის 37-ე წელი“.16 შემდეგ ფირფიტაზე დეტალურადაა აღწერილი, რა მანძილით არის დაშორებული მთვარე და პლანეტები სხვა ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედებისგან. აგრეთვე აღწერილია მთვარის დაბნელებაც. სწავლულები ამბობენ, რომ ყველა ეს აღწერილობა ძვ. წ. 568/567 წლებს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, ნაბუქოდონოსორ II 18 წლის გამეფებული უნდა ყოფილიყო, როცა ძვ. წ. 587 წელს იერუსალიმი გაანადგურა. მაგრამ ეს ასტრონომიული გამოთვლები მხოლოდ ძვ. წ. 568/567 წლებს ემთხვევა?

ფირფიტაზე მოხსენიებულია, რომ მთვარის დაბნელება ბაბილონური თვის (მესამე თვე) სიმანუს მე-15 დღეს მოხდა ანუ ძვ. წ. 568  წლის 4 ივლისს (იულიუსის კალენდარი). თუმცა, მთვარის დაბნელება 20 წლით ადრეც მოხდა, კერძოდ, ძვ. წ. 588 წლის 15 ივლისს.17

თუ ძვ. წ. 588 წელს ნაბუქოდონორ II-ის მეფობის 37-ე წელი იდგა, მაშინ მისი მეფობის მე-18 წელი ძვ. წ. 607 წელს უნდა ყოფილიყო. ეს კი სწორედ ის წელია, რომელსაც ბიბლია იერუსალიმის განადგურების თარიღად ასახელებს (იხილეთ ქვემოთ მოცემული  დროის დიაგრამა). მაგრამ გვაწვდის ზემოხსენებული ფირფიტა სხვა მტკიცებულებას, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს განადგურდა?

ზემოხსენებული მთვარის დაბნელების გარდა, ფირფიტაზე მოხსენიებულია მთვარეზე დაკვირვების 13 და პლანეტებზე დაკვირვების 15 შემთხვევა. აგერთვე აღწერილია, რა მანძილით იყო მთვარე და პლანეტები დაშორებული ამა თუ იმ ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედებისგან.18 ფირფიტაზე ასევე აღნიშნულია დროის რვა ინტერვალი მზისა და მთვარის ამოსვლასა და ჩასვლას შორის.18a

რადგან მთვარეზე დაკვირვებით რომელიმე კონკრეტული მოვლენის თარიღის დადგენა ყველაზე სანდოა, მკვლევარებმა გულდასმით გამოიკვლიეს მთვარის 13 ფაზა, რომელიც აღწერილია ფირფიტაზე: VAT 4956. მათ მოიძიეს მონაცემები კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, რომელიც აჩვენებს, თუ სად მდებარეობდნენ ციური სხეულები რომელიმე კონკრეტულ რიცხვში.19 რა დაადგინეს მათ? მთვარის ცამეტივე ფაზა სრული სიზუსტით ემთხვეოდა ძვ. წ. 588/587 წლებს და არა ძვ. წ. 568/567 წლებს.

ამ გვერდებზე ნაჩვენებ ფირფიტაზე მონიშნულია ერთი ადგილი, რომელიც აჩვენებს, რომ ზემოხსენებული მთვარის ფაზები ძვ. წ. 588 წელს უფრო ემთხვევა, ვიდრე ძვ. წ. 568 წელს. ამ ფირფიტის მესამე ხაზზე ვკითხულობთ, რომ მთვარე განსაზღვრულ ადგილას მდებარეობდა „9 [ნისანუს] ღამეს“. მიუხედავად ამისა, მკვლევარები, რომლებმაც ეს მოვლენა თავიდან ძვ. წ. 568 წელს (ასტრონომიული გამოთვლის მიხედვით 567 წელს) მიაკუთვნეს, აღიარეს, რომ ძვ. წ. 568 წელს მთვარე ამ განსაზღვრულ ადგილას „9 ნისანუს კი არა, 8 ნისანუს მდებარეობდა“. თავის გასამართლებლად მათ განაცხადეს, რომ მწიგნობრებმა შეცდომით 8-ის მაგივრად 9 დაწერეს.20 თუმცა ფირფიტის მესამე ხაზზე მოხსენიებული მთვარის ადგილმდებარეობა ზუსტად შეესაბამება ძვ. წ. 588 წლის 9 ნისანუს.21

ცხადია, რომ ზემოხსენებულ ფირფიტაზე (VAT 4956) მოცემული ასტრონომიული გამოთვლები ემთხვევა ძვ. წ. 588 წელს — ნაბუქოდონოსორ II-ის მეფობის 37-ე წელს. ეს კი ბიბლიური ქრონოლოგიის უტყუარობას ადასტურებს, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს განადგურდა.

რატომ უნდა ვენდოთ ბიბლიას?

დღეს ისტორიკოსთა უმეტესობას სჯერა, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 587 წელს განადგურდა. თუმცა, ბიბლიის დამწერები იერემია და დანიელი ნათლად ამბობდნენ, რომ იუდეველები გადასახლებაში 70 წელი იყვნენ და არა — 50 (იერემია 25:1, 2, 11; 29:10; დანიელი 9:2). მათი სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს განადგურდა. როგორც ზემოთ განხილული მასალიდანაც დავინახეთ, ამ დასკვნამდე ზოგ ისტორიულ წყაროსაც მივყავართ.

ისტორიკოსებმა ბიბლიის სიზუსტე მეორედაც დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ. მაგრამ, როცა უფრო მეტი მტკიცებულება გამოჩნდა, ბიბლიური ცნობის უტყუარობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა. * მათ, ვისაც სჯერათ ბიბლიის, სრული მიზეზი აქვთ საამისოდ. მათ სჯერათ, რომ ბიბლია ისტორიულად და მეცნიერულად ზუსტია. ასევე მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებებიც უტყუარია. ეს კი არწმუნებთ, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული (2 ტიმოთე 3:16). თქვენც შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 ყურადღება მიაქციეთ: ამ სტატიაში მოხსენიებული არც ერთი სპეციალისტი არ ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს განადგურდა.

^ აბზ. 18 მმართველობის დაწყების წლის ათვლა არ ხდებოდა წინამორბედი მეფის მეფობის დასრულების შემდგომი წლიდან, არამედ ათვლა იწყებოდა იმავე წლის დარჩენილი თვეებიდან, ახალი მეფის ოფიციალურად ტახტზე ასვლამდე.

^ აბზ. 21 ახალბაბილონური პერიოდის ყველა მეფის დროინდელი სავაჭრო ხასიათის წარწერების შემცველი ფირფიტები არსებობს. როდესაც ამ მეფეთა მმართველობის წლებს ერთმანეთს უმატებენ და ახალბაბილონური პერიოდის ბოლო მეფის, ნაბონიდის მმართველობიდან უკან ითვლიან, მიდიან ძვ. წ. 587 წელთან, რომელსაც იერუსალიმის განადგურების წლად მიიჩნევენ. მაგრამ გამოთვლის ეს მეთოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა სწორი, თუ ერთ მეფეს მეორე მეფე იმავე წელს შეცვლიდა და მათ მეფობას შორის არ იქნებოდა გამოტოვებული წლები.

^ აბზ. 36 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“, თავები 4 და 5 (რუს.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄დიაგრამა 23 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

 ბაბილონური მატიანეები — არასრული ისტორია

ბაბილონურ მატიანეებში ახალბაბილონური პერიოდის დაახლოებით 88-წლიანი პერიოდიდან მხოლოდ 35 წლის ისტორიაა მოცემული.

წელი, რომელიც არ არის მოხსენიებული ქრონიკებში

წელი, რომელიც მოხსენიებულია ქრონიკებში

BM 21901

BM 21946

BM 35382

ახალბაბილონური პერიოდი

სპარსელები

ნაბუფალასარი

ნაბუქოდონოსორ II

ამელ-მარდუქი

ნაბონიდი

ნერიგლისარი

ლაბაშ-მარდუქი

BM 25127

BM 22047

BM 25124

[საავტორო უფლებები]

BM 21901 and BM 35382: Photograph taken by courtesy of the British Museum; BM 21946: Copyright British Museum; BM 22047, 25124, 25127: © The Trustees of the British Museum

[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]

ასტრონომიული გამოთვლების შემცველი ფირფიტა BM 32238

ამ ფირფიტაზე აღწერილია მთვარის დაბნელების შემთხვევები, მაგრამ ის არ იყო შედგენილი მანამ, სანამ ბოლო დაბნელება მოხდებოდა; მთვარის პირველი დაბნელებიდან ბოლო დაბნელებამდე დაახლოებით 400 წელი გავიდა. ვინაიდან მწიგნობარს, რომელმაც ეს ფირფიტა შეადგინა, საკუთარი თვალით არ ჰქონდა ნანახი მთვარის დაბნელების ეს შემთხვევები, მან მათემატიკური გამოთვლების მეშვეობით განსაზღვრა, როდის მოხდა უფრო ადრეული მთვარის დაბნელებები. სხვა მტკიცებების მოშველიების გარეშე მისი გამოთვლები საფუძვლად ვერ დაედება სანდო ქრონოლოგიურ ცნობებს.

[საავტორო უფლება]

© The Trustees of the British Museum

[ჩარჩო⁄სურათები 26, 27 გვერდებზე]

რას ამტკიცებს სინამდვილეში ფირფიტა VAT 4956?

რატომ დადგა ეჭვქვეშ ამ ფირფიტაზე მოცემული ცნობები? ფირფიტის მესამე ხაზზე შემდეგ ინფორმაციას ვკითხულობთ: პირველი თვის (ნისანუ/ნისანი) „მე-9 დღის ღამეს მთვარე ß ქალწულის თანავარსკვლავედიდან 1 წყრთით იყო დაშორებული“. მაგრამ 1915 წელს მკვლევარებმა ნოიგებაუმ და ვაიდნერმა დაწერეს, რომ ძვ.წ. 568 წელს (რომელიც მიანიშნებს ძვ.წ. 587 წელზე, როგორც იერუსალიმის განადგურების თარიღზე) „მთვარე ამ თანავარსკვლავედიდან 1 წყრთით იყო დაშორებული 8 ნისანს და არა 9 ნისანს“ (კურსივი ჩვენია). მთვარე ზუსტად ასეთ ფაზაში ძვ.წ. 588 წლის 9 ნისანს იყო; ეს კი იმ ფაქტს განამტკიცებს, რომ იერუსალიმი ძვ.წ. 607 წელს განადგურდა.

მე-9 დღე იყო თუ მე-8 დღე?

1) სურათზე ნათლად ჩანს 9-ის აღმნიშვნელი აქადური სიმბოლო.

2) ნოიგებაუმ და ვაიდნერმა ლურსმული ტექსტების ტრანსლიტერაციის დროს რიცხვი 9 შეცვალეს 8-ით.

3) მხოლოდ სქოლიოშია მითითებული, რომ ორიგინალში 8-ის ნაცვლად 9 ეწერა.

4) გერმანულ თარგმანშიც კი მათ რიცხვი 8 ჩაწერეს.

5) 1988 წელს საქსემ და ჰუნგერმა გამოაქვეყნეს ტექსტი, რომელშიც ჩაწერეს რიცხვი 9.

6) თუმცა, მათ ინგლისურ თარგმანში შეიტანეს ცვლილება, რომ 9-ის მაგივრად 8 უნდა ყოფილიყო.

[საავტორო უფლება]

bpk/Vorderasiatisches Museum, SMB/Olaf M. Teßmer

[ჩარჩო 28 გვერდზე]

წყაროები, რომელზეც დაფუძნებულია სტატია: „როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი II“

1. Cuneiform is a wedge-shaped form of writing. It was produced by a scribe pressing various signs into the surface of a soft clay tablet, using a sharp stylus with a wedge-shaped point.

2. Assyrian and Babylonian Chronicles, by A. K. Grayson, published 1975, 2000 reprint, page 8.

3. The Neo-Babylonian period began during the seventh century B.C.E., when the Chaldean dynasty of kings ruled the Babylonian Empire. The first ruler was Nabopolassar, the father of Nebuchadnezzar II. The period ended when the last king, Nabonidus, was overthrown by Persian King Cyrus in 539 B.C.E.

4. Neo-Babylonian Business and Administrative Documents, by Ellen Whitley Moore, published 1935, page 33.

5. Archimedes, Volume 4, New Studies in the History and Philosophy of Science and Technology, “Observations and Predictions of Eclipse Times by Early Astronomers,” by John M. Steele, published 2000, page 36.

6. Amel-Marduk 562-560 B.C.​—A Study Based on Cuneiform, Old Testament, Greek, Latin and Rabbinical Sources. With Plates, by Ronald H. Sack, published 1972, page 3.

7. The tablets BM 80920 and BM 58872 are dated in Evil-merodach’s fourth and fifth months of his accession year. These were published by Sack in Amel-Marduk 562-560 B.C.​—A Study Based on Cuneiform, Old Testament, Greek, Latin and Rabbinical Sources. With Plates, pages 3, 90, 106.

8. The tablet in the British Museum (BM 55806) is dated to the tenth month, 43rd year.

9. Tablets BM 75106 and BM 61325 are dated in the seventh and tenth months of what is considered the last (second) year of the ruling king Evil-merodach. However, the tablet BM 75489 is dated in the second month of the accession year of Neriglissar, his successor.​—Catalogue of the Babylonian Tablets in the British Museum, Volume VIII, (Tablets From Sippar 3) by Erle Leichty, J. J. Finkelstein, and C.B.F. Walker, published 1988, pages 25, 35.

Catalogue of the Babylonian Tablets in the British Museum, Volume VII, (Tablets From Sippar 2) by Erle Leichty and A. K. Grayson, published 1987, page 36.

Neriglissar​—King of Babylon, by Ronald H. Sack, published 1994, page 232. The month on the tablet is Ajaru (second month).

10. Consider the example of Neriglissar. A royal inscription regarding him states that he was “the son of Bêl-shum-ishkun,” the “king of Babylon.” (Italics ours.) Another inscription calls Bêl-shum-ishkun the “wise prince.” The original word rendered “prince,” rubû, is a title also meaning “king, ruler.” Since there is an obvious discrepancy between the reign of Neriglissar and his predecessor, Amel-Marduk, could this “king of Babylon,” Bêl-shum-ishkun, have ruled for a time between the two? Professor R. P. Dougherty acknowledged that “the evidence of Neriglissar’s noble ancestry cannot be disregarded.”​—Nabonidus and Belshazzar—​A Study of the Closing Events of the Neo-Babylonian Empire, by Raymond P. Dougherty, published 1929, page 61.

11. Astronomical Diaries and Related Texts From Babylonia, Volume V, edited by Hermann Hunger, published 2001, pages 2-3.

12. Journal of Cuneiform Studies, Volume 2, No. 4, 1948, “A Classification of the Babylonian Astronomical Tablets of the Seleucid Period,” by A. Sachs, pages 282-283.

13. Astronomical Diaries and Related Texts From Babylonia, Volume V, page 391.

14. Mesopotamian Planetary Astronomy-Astrology, by David Brown, published 2000, pages 164, 201-202.

15. Bibliotheca Orientalis, L N° 1/2, Januari-Maart, 1993, “The Astronomical Diaries as a Source for Achaemenid and Seleucid History,” by R. J. van der Spek, pages 94, 102.

16. Astronomical Diaries and Related Texts From Babylonia, Volume I, by Abraham J. Sachs, completed and edited by Hermann Hunger, published 1988, page 47.

17. Babylonian Eclipse Observations From 750 BC to 1 BC, by Peter J. Huber and Salvo De Meis, published 2004, page 186. According to VAT 4956, this eclipse occurred on the 15th of the third Babylonian month, which suggests that the month of Simanu began 15 days earlier. If the eclipse fell on July 15, 588 B.C.E. according to our Julian calendar, then the first day of Simanu would be June 30/​July 1, 588 B.C.E. Therefore, the first Babylonian month (Nisanu) would have started the new year two months earlier, on May 2/3. While normally the year of this eclipse would have begun on April 3/4, VAT 4956 states on line 6 that an extra month (intercalary) was added after the twelfth (last) month (Addaru) of the preceding year. (The tablet reads: “8th of month XII2.”) Therefore, this made the new year actually not start until May 2/3. Thus, the date of this eclipse in 588 B.C.E. well fits the data on the tablet.

 18. According to Berichte über die Verhandlungen der Königl. Sächsischen Gesellschaft der Wissenschaften zu Leipzig (Reports Regarding the Discussions of the Royal Saxonian Society of Sciences at Leipzig); Volume 67; May 1, 1915; in the article “Ein astronomischer Beobachtungstext aus dem 37. Jahre Nebukadnezars II” (An Astronomical Observer’s Text of the 37th Year Nebuchadnezzar II), by Paul V. Neugebauer and Ernst F. Weidner, pages 67-76, there are 13 sets of observations of the moon wherein it is described in relationship with a certain star or constellation. They also list 15 sets of planetary observations. (Pages 72-76) Though the cuneiform sign for the moon is clear and unambiguous, some of the signs for the names of the planets and their positions are unclear. (Mesopotamian Planetary Astronomy​—Astrology, by David Brown, published 2000, pages 53-57) Because of this, the planetary observations are open to speculation and to several different interpretations. Since the moon can easily be tracked, the positions of those other celestial bodies mentioned on VAT 4956 and connected to the moon can be identified and their positions dated with a good measure of certainty.

18a. These time intervals (“lunar threes”) are the measurement of time from, for example, sunset to moonset on the first day of the month and during two other periods later in the month. Scholars have tied these time measurements to calendar dates. (“The Earliest Datable Observation of the Aurora Borealis,” by F. R. Stephenson and David M. Willis, in Under One Sky​—Astronomy and Mathematics in the Ancient Near East, edited by John M. Steele and Annette Imhausen, published 2002, pages 420-428) For ancient observers to measure this period required some sort of clock. Such measurements were not reliable. (Archimedes, Volume 4, New Studies in the History and Philosophy of Science and Technology, “Observations and Predictions of Eclipse Times by Early Astronomers,” by John M. Steele, published 2000, pages 65-66) On the other hand, calculating the position of the moon in relation to other celestial bodies was done with greater certainty.

19. This analysis was made with the astronomy software entitled TheSky6™. In addition, the analysis was augmented by the comprehensive freeware program Cartes du Ciel/​Sky Charts (CDC) and a date converter provided by the U.S. Naval Observatory. Because the cuneiform signs for many of the planetary positions are open to speculation and to several interpretations, these positions were not used in this survey to pinpoint the year intended by this astronomical diary.

20. Berichte über die Verhandlungen der Königl. Sächsischen Gesellschaft der Wissenschaften zu Leipzig (Reports Regarding the Discussions of the Royal Saxonian Society of Sciences at Leipzig); Volume 67; May 1, 1915; “Ein astronomischer Beobachtungstext aus dem 37. Jahre Nebukadnezars II, (-567/66)” (An Astronomical Observer’s Text of the 37th Year Nebuchadnezzar II), by Paul V. Neugebauer and Ernst F. Weidner, page 41.

21. VAT 4956 reads on line three: “The moon stood 1 cubit [or 2 degrees] in front of ß Virginis.” The previously mentioned analysis concluded that on Nisanu 9, the moon was 2°04ʹ in front of and 0° below the star ß Virginis. It was considered an exact match.

[ცხრილი 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ფირფიტა VAT 4956 იერუსალიმის განადგურების თარიღად რომელ წელს ასახელებს — ძვ. წ. 587 წელს თუ ძვ. წ. 607 წელს?

▪ ფირფიტაზე აღწერილია ასტრონომიულად გამოთვლილი მოვლენები, რომელიც მოხდა მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის მეფობის 37-ე წელს.

▪ ნაბუქოდონოსორ II-მ იერუსალიმი გაანადგურა თავისი მეფობის მე-18 წელს (იერემია 32:1).

თუ მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის მეფობის 37-ე წელი იდგა ძვ.წ. 568 წელს, გამოდის, რომ იერუსალიმი ძვ.წ. 587 წელს განადგურდა.

610 ძვ. წ.

600

590

580

570

560

თუ მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის მეფობის 37-ე წელი იდგა ძვ.წ. 588 წელს, მაშინ იერუსალიმი ძვ.წ. 607 წელს განადგურდა, რასაც ბიბლიური ქრონოლოგიაც ადასტურებს.

▪ ქრონოლოგიური გამოთვლების შემცველი ფირფიტა (VAT 4956) აშკარად ცხადყოფს, რომ ეს მოვლენა ძვ.წ.607 წელს მოხდა

[სურათის საავტორო უფლება 22 გვერდზე]

Photograph taken by courtesy of the British Museum