იცოდით თუ არა?
იცოდით თუ არა?
რა არის „ალისფერი ნართი“, რომელიც წიგნ „გამოსვლაში“ ხშირად არის მოხსენიებული?
▪ ბიბლიური ცნობის თანახმად, ისრაელის თაყვანისმცემლობის ცენტრის ანუ კარვის კედლებსა და კარიბჭეზე ჩამოფარებული ქსოვილი „ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელისგან იყო მოქსოვილი“ (გამოსვლა 26:1; 38:18). მღვდლების „წმინდა ტანსაცმელიც“ „ალისფერი ნართით“ იყო მოქსოვილი (გამოსვლა 28:1—6).
ალისფერი საღებავი, რომელიც კერმესის სახელითაც იყო ცნობილი, ხასხასა წითელი, ჭიაფერი იყო. ეს საღებავი მიიღებოდა კოქციდების ოჯახის დედალი მწერებისგან. ეს უფრთო მწერები ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუაზღვისპირეთში კერმის მუხაზე იდებენ ბინას. ალისფერი საღებავი დედალი მწერის კვერცხებშია. როდესაც დედალი მწერი მზად არის კვერცხების დასადებად, ის კენკრას წააგავს; ფორმითა და მოყვანილობით მუხუდოს ჰგავს. ეს მწერი მუხის ფოთლებსა და რტოებზეა მიწებებული. მწერებს არჩევენ, ჭყლეტენ და იღებენ ალისფერ საღებავს, რომელსაც შემდგომ წყალში ხსნიან და ქსოვილის შესაღებად იყენებენ. რომაელმა ისტორიკოსმა პლინიუს უფროსმა მოიხსენია ალისფერი და ის იმ ფერთა რიცხვს მიაკუთვნა, რომელიც იმ დროს დიდად ფასობდა.
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების რომელი დამწერები ესწრებოდნენ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულს ახ. წ. 33 წელს?
▪ როგორც ჩანს, ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებიდან მხოლოდ ექვსი ესწრებოდა ამ შეხვედრას.
წიგნ „საქმეების“ თანახმად, იესომ თავის მოწაფეებს შემდეგი დავალება მისცა: „არ გახვიდეთ იერუსალიმიდან და ელოდეთ მამის დაპირებულს“ (საქმეები 1:4). ამავე წიგნში ნათქვამია, რომ ბიბლიის წიგნების დამწერებმა მათემ, იოანემ და პეტრემ გაითვალისწინეს იესოს რჩევა და სხვა მოწაფეებთან „ერთად იყვნენ“. იესოს ნახევარძმებიც მათთან იყვნენ (საქმეები 1:12—14; 2:1—4). ორმა მათგანმა, იაკობმა და იუდამ, მოგვიანებით ბიბლიის ორი წიგნი დაწერეს. ეს წიგნები მათივე სახელებს ატარებს (მათე 13:55; იაკობი 1:1; იუდა 1).
მარკოზი თავის სახარებაში მოიხსენიებს ახალგაზრდა კაცს, რომელიც იმ ღამეს გაიქცა, როდესაც იესო დააპატიმრეს. როგორც ჩანს, ის საკუთარ თავზე ლაპარაკობდა, რადგან იმ დროისათვის იესო ყველა მოწაფეს მიტოვებული ჰყავდა (მარკოზი 14:50—52). აქედან გამომდინარე, მარკოზი იესოს ერთ-ერთი პირველი მოწაფე იყო და სრულიად შესაძლებელია, რომ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ყოფილიყო.
ღვთისგან შთაგონებული ქრისტიანულ-ბერძნული წერილების წერაში იესოს კიდევ ორმა მოციქულმა მიიღო მონაწილეობა. ესენი იყვნენ პავლე და ლუკა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პავლე ვერ იქნებოდა, რადგან ის ჯერ იესოს მიმდევარი არ იყო (გალატელები 1:17, 18). როგორც ჩანს, არც ლუკა ესწრებოდა ამ დღესასწაულს, რადგან ის თავის თავს იესოს ქადაგების თვითმხილველთა შორის არ მოიხსენიებს (ლუკა 1:1—3).
[სურათი 22 გვერდზე]
ამ მწერებისგან დღესაც ამზადებენ საღებავს
[საავტორო უფლება]
Courtesy of SDC Colour Experience (www.sdc.org.uk)
[სურათი 22 გვერდზე]
პეტრე სიტყვით გამოდის ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე