არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ“

„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ“

„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ“

„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).

რას ნიშნავს ეს? ერთ-ერთი სახარების დამწერმა ლუკამ გვაცნობა, რომ იესო „დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 8:1). იესომ საკუთარ თავზე თქვა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:43). მან თავისი მოწაფეები გააგზავნა, რომ ექადაგათ სასიხარულო ცნობა ქალაქებსა და სოფლებში, და უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8; ლუკა 10:1).

პირველი ქრისტიანები: მოწაფეებმა უმალვე დაიწყეს იესოს დავალების შესრულება. „ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქმეები 5:42). ქადაგებდა განურჩევლად ყველა, კრების თითოეული წევრი. ქრისტიანების ერთ-ერთი პირველი მტერი, მწერალი ცელსუსიც კი წერდა: „მატყლის მბერტყავები, მეწაღეები, მეტყავეები, ყველაზე გაუნათლებელი და მდაბიო ხალხი სახარების გულმოდგინე მქადაგებლები იყვნენ“. ჟან ბერნარდი თავის წიგნში აღნიშნავს: „[ქრისტიანები] ვალდებულნი იყვნენ, ყველგან და ყველასთვის ექადაგათ — იქნებოდა ეს მთავარ გზაზე, ქალაქის ქუჩებში, მოედნებსა თუ სახლებში, იმის მიუხედავად, მსმენელები გამოეხმაურებოდნენ თუ არა . . . მათ მთელი დედამიწა უნდა შემოევლოთ“ (The Early Centuries of the Church).

ვინ მიყვება დღეს მათ კვალს? „ეკლესია ქადაგებისა და სწავლების საქმეს სერიოზულად არ ეკიდება და სწორედ ამიტომ შიმშილობს ხალხი სულიერად“, — წერს ანგლიკანური ეკლესიის მღვდელი, დეივიდ უოტსონი. თავის წიგნში ხოსე ლუის პერეს გვადალუპემ ევანგელისტების, ადვენტისტებისა და სხვების საქმიანობის შესახებ დაწერა: „ისინი კარდაკარ არ დადიან“. იეჰოვას მოწმეების შესახებ კი აღნიშნა: „ისინი სისტემატურად დადიან კარდაკარ“ (Why Are the Catholics Leaving?).

ერთ-ერთ წიგნში ჯონათან ტურლიმ საინტერესო ფაქტი აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეების ხსენებაზე ხალხს მაშინვე თვალწინ წარმოუდგება მქადაგებელი, რომელიც არახელსაყრელ პირობებშიც კი ქადაგებს კარდაკარ. იეჰოვას მოწმეები კარდაკარ უბრალოდ იმიტომ კი არ დადიან, რომ ხალხი თავიანთ რწმენაზე მოაქციონ, არამედ იმიტომ, რომ ეს მათი რწმენის არსია“ (Cato Supreme Court Review, 2001, 2002).

[ჩარჩო 9 გვერდზე]

ამოიცანით ჭეშმარიტი ქრისტიანები?

თუ გავითვალისწინებთ სტატიათა ამ სერიაში განხილულ ბიბლიურ მუხლებს, როგორ ფიქრობთ, ვინ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები? დღეს ათობით ათასი მიმდინარეობის წარმომადგენელი აცხადებს თავს ქრისტიანად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რა უთხრა იესომ თავის მიმდევრებს: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას» (მათე 7:21). თუ დაინახავთ, ვინ ასრულებს ზეციერი მამის ნებას ანუ ამოიცნობთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს და მათთან გექნებათ ურთიერთობა, ღვთის სამეფო კურთხევებს არ მოგაკლებთ. სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს, რომლებმაც ეს ჟურნალი მოგიტანეს, უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდონ ღვთის სამეფოსა და იმ კურთხევების შესახებ, რომელსაც ეს სამეფო მოიტანს (ლუკა 4:43).