„შეუძლებელია!“
„შეუძლებელია!“
„ტიტანიკი“, იმ დროისთვის ყველაზე დიდი და მდიდრული ლაინერი, 1912 წელს გავიდა ოკეანეში. გემი ისე იყო ნაშენი, რომ ყველა ფიქრობდა, არასდროს ჩაიძირებოდა. მაგრამ ისტორიიდან ვიგებთ, რა ბედი ეწია ამ გემს. პირველივე მოგზაურობის დროს ის ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეში აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა; თან დაახლოებით 1 500 მგზავრი ჩაიყოლა. გემი, რომელსაც „ჩაუძირავს“ უწოდებდნენ, რამდენიმე საათში ოკეანის ფსკერზე აღმოჩნდა.
სიტყვა „შეუძლებელს“ შესაძლოა სხვადასხვა შემთხვევაში ვიყენებდეთ. მაგალითად მაშინ, როცა რაიმეს გაკეთება ან გაგება აღემატება ჩვენს ფიზიკურ ძალას ან გონებრივ შესაძლებლობებს. ბევრი რამ, რაც დღეს ტექნოლოგიურ მიღწევად ითვლება, ერთ დროს ადამიანებს შეუძლებლად მიაჩნდათ. მაგალითად, მთვარეზე ფეხის დადგმა, მარსზე ხელოვნური თანამგზავრის გაშვება, რომელსაც დედამიწიდან მართავენ, ადამიანის გენეტიკური კოდის აღმოჩენა, საკუთარი ქვეყნისა თუ მსოფლიოს ახალი ამბების ყურება, —ეს ყველაფერი, სულ რაღაც, 50 წლის წინ შეუძლებლად მიაჩნდათ. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ მეცნიერებთან ტექნოლოგიურ მიღწევებზე საუბრისას შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „თუ გავითვალისწინებთ ბოლოდროინდელ ტექნოლოგიურ მიღწევებს, თქვენ რეალობად აქციეთ ის, რაზეც გუშინ მხოლოდ ოცნება შეგვეძლო“.
პროფესორმა, ჯონ ბრობეკმა, მეცნიერთა არაერთ გასაოცარ მიღწევაზე საუბრისას აღნიშნა: „დღეს მეცნიერები პრაქტიკულად ვერ იტყვიან, რომ რაიმეს მიღწევა შეუძლებელია. მათ მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება ნაკლებად სარწმუნოა. და თუ მაინც რამეზე იტყვიან, რომ შეუძლებელია, მათ ეს დღეს ხელთ არსებული ფაქტებით უნდა დაამტკიცონ“. ზემოხსენებული პროფესორი დასძენს: „კიდევ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ძალა, რომელსაც ვერ მოვუძებნით მეცნიერულ ახსნას. წმინდა წერილებში მას ღვთის ძალა ეწოდება“.
ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია
დიდი ხნით ადრე, სანამ პროფესორი ზემოხსენებულ სიტყვებს იტყოდა, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულმა ადამიანმა, ლუკა 18:27). ღვთის წმინდა სული სამყაროში უძლიერესი ძალაა, რომელსაც ვერც ერთი მეცნიერება ვერ შეისწავლის. წმინდა სულის დახმარებით შეიძლება ისეთი რამ გავაკეთოთ, რის გაკეთებასაც საკუთარი ძალით ვერ შევძლებდით.
იესო ნაზარეთელმა, თქვა: „რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია“ (ხშირად აღმოვჩენილვართ ისეთი სირთულის პირისპირ, რომელთანაც გამკლავება საკუთარი ძალით შეუძლებელი იქნებოდა. მაგალითად, თუ სიკვდილმა წაგვართვა საყვარელი ადამიანი, ჩვენი ოჯახი დანგრევის პირასაა ან სასოწარკვეთილნი ვართ და მდგომარეობიდან გამოსავალს ვერსად ვხედავთ, თავს უნუგეშოდ და უმწეოდ ვგრძნობთ. რისი გაკეთება შეგვიძლია ამ დროს?
ბიბლია გვეუბნება, რომ ყველას, ვისაც სწამს ყოვლისშემძლე ღვთის და წმინდა სულს სთხოვს მას და, ამავე დროს, ყველაფერს მისი ნებისამებრ აკეთებს, შეუძლია მიიღოს დახმარება, რათა, ერთი შეხედვით, დაუძლეველი დაბრკოლებები გადალახოს. აი, რაში გვარწმუნებს იესო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ამ მთას ეტყვის, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ხოლო გულში არ დაეჭვდება და ექნება იმის რწმენა, რომ, რასაც ამბობს, ის მოხდება, აუსრულდება ნათქვამი“ (მარკოზი 11:23). თუ ღვთის სიტყვასა და მის წმინდა სულს საშუალებას ვაძლევთ, ჩვენზე იმოქმედოს, ჩვენთვის დაუძლეველი დაბრკოლება აღარ იარსებებს.
დავფიქრდეთ ერთი მამაკაცის მაგალითზე, რომელსაც საყვარელი მეუღლე კიბომ გამოაცალა ხელიდან. ისინი ერთად 38 წელი ცხოვრობდნენ. ეს კაცი თავს განადგურებულად გრძნობდა. ის ფიქრობდა, რომ ამ ტკივილს ვერ გადაიტანდა. დროდადრო მეუღლე ისე ენატრებოდა, რომ სიკვდილს ნატრობდა. როგორც თავად ამბობს, ხანდახან ეჩვენებოდა, რომ „უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დააბიჯებდა“. დღეს, როცა წარსულს იხსენებს, სჯერა, რომ ღვთის წინაშე გულის გადმოღვრამ, ბიბლიის ყოველდღიურმა კითხვამ, ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობის დაჟინებულმა ძიებამ შეუძლებელი შეაძლებინა.
ერთი ოჯახი დანგრევის პირას იყო. ქმარი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ცოლს. მას არაერთი ცუდი ჩვევაც ჰქონდა. ცოლს სიცოცხლე მობეზრდა და თავის მოკვლაც კი სცადა. ერთხელაც ქმარმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ნასწავლი დაეხმარა მას, დაეძლია ცუდი ჩვევები და დაეოკებინა რისხვა. მისი ცოლი, რომელიც ფიქრობდა, რომ ქმრის შეცვლა შეუძლებელი იყო, ახლა გაოცებას ვერ მალავდა.
ერთი მამაკაცი, რომელიც ნარკომანი იყო და უზნეო ცხოვრებას ეწეოდა, სასოწარკვეთილებას შთაენთქა. „ღირსების ნატამალიც აღარ გამაჩნდა“, — ამბობს ის. ეს მამაკაცი დაჟინებით სთხოვდა ღმერთს: „უფალო, ვიცი რომ არსებობ. გთხოვ, დამეხმარე!“. მალე მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან და ისე შეიცვალა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე. „ხშირად მტანჯავდა დანაშაულისა და უღირსობის გრძნობა, — ამბობს ის. — დროდადრო თავი არარაობად მიმაჩნდა. მაგრამ ამ მტანჯველ გრძნობებთან ბრძოლაში ღვთის სიტყვა დამეხმარა. როდესაც ძილი მიტყდებოდა, ვცდილობდი ბიბლიიდან ნასწავლზე მეფიქრა. სწორედ ეს დამეხმარა აზროვნების შეცვლაში“. დღეს ეს მამაკაცი დაქორწინებულია და ბედნიერია. ის და მისი ცოლი აქტიურად მსახურობენ და სხვებს ეხმარებიან იმის დანახვაში, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს ღვთის სიტყვას. მაშინ, როცა სასოწარკვეთილი იყო, ეს მამაკაცი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ცხოვრება ასე შეიცვლებოდა.
ამ შემთხვევებიდან ჩანს, რომ ღვთის სიტყვას მართლაც აქვს ძალა და წმინდა სულს შეუძლია „შეუძლებელი“ შეგვაძლებინოს. მაგრამ თქვენ შეიძლება თქვათ: „ამას რწმენა სჭირდება“. მართალი ხართ, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“ (ებრაელები 11:6). მაგრამ მოდი, ახლა ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ: მაგალითად, ახლო მეგობარი, რომელიც შესაძლოა ბანკის მმართველი ან გავლენიანი პირია, გარწმუნებთ: „არაფერზე ინერვიულო. თუ რამე დაგჭირდება, ჩემთან მოდი“. ასეთი სიტყვები ნამდვილად გაგამხნევებდათ. სამწუხაროდ, ადამიანებს ხშირად უჭირთ თავიანთი სიტყვის შესრულება. შეიძლება მდგომარეობა ისე შეიცვალოს, რომ თქვენმა მეგობარმა თავისი დანაპირები ვეღარ შეასრულოს. მიუხედავად იმისა, რომ მას დახმარების სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც, გარდაცვალების შემთხვევაში მისი დაპირება დაპირებად დარჩება. მაგრამ ღმერთს თავისი დაპირებისა თუ განზრახვის შესრულებაში ხელს ვერაფერი შეუშლის. ბიბლია გვარწმუნებს: „ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი“ (ლუკა 1:37, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
„გწამს ეს?“
ბიბლიაში ჩაწერილი არაერთი შემთხვევა გვარწმუნებს ზემოთქმული სიტყვების ჭეშმარიტებაში. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
როდესაც 90 წლის სარამ გაიგო, რომ ვაჟი ეყოლებოდა, გაეცინა. მაგრამ ის ფაქტი, რომ დღეს ისრაელი ერი არსებობს, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ მას ვაჟი მართლაც შეეძინა. კაცმა, რომელმაც სამი დღე გაატარა დიდი თევზის მუცელში, თავისი ისტორია თავადვე დაწერა. მას იონა ერქვა. ექიმი ლუკა, რომელმაც კარგად იცოდა, რა სხვაობა იყო უბრალოდ გონების დაკარგვასა და სიკვდილს შორის, აღწერა ახალგაზრდა მამაკაცის, ევტიქეს, შემთხვევა, რომელიც ზემოთა ოთახის ფანჯრიდან გადმოვარდა და მოკვდა, პავლემ კი გააცოცხლა. ეს არ არის გამოგონილი ამბები. თუ კარგად გამოვიკვლევთ თითოეულ მათგანს, მათ უტყუარობაში დავრწმუნდებით (დაბადება 18:10—14; 21:1, 2; იონა 1:17; 2:1, 10; საქმეები 20:9—12).
თავის მეგობარ მართას იესომ მეტად განსაცვიფრებელი რამ უთხრა: „ყოველი, ვინც ცოცხლობს და ვისაც ვწამვარ, არასოდეს მოკვდება“. რადგან მისი სიტყვები დაუჯერებელი ჩანდა, მართას აზრი რომ გაეგო, იესომ ჰკითხა: „გწამს ეს?“. ეს კითხვა დღემდე აქტუალურია (იოანე 11:26).
შეუძლებელია დედამიწაზე მარადიულად ცხოვრება?
ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მეცნიერები შემდეგ დასკვნას აკეთებენ: „ნამდვილად არაა შორს ის დრო, როცა უფრო დიდხანს შევძლებთ სიცოცხლეს, შესაძლოა მარადიულადაც კი“. „ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ნათქვამია, რომ, როგორც ჩანს, უჯრედების კვდომა, ცვეთა თუ სხვა მიმდინარე პროცესები კი არ არის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი, არამედ ჯერ კიდევ დაუდგენელი ფაქტორები განაპირობებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესების რღვევას და მის მწყობრიდან გამოსვლას. * ამავე ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: „შესაძლოა დაბერების პროცესს ბუნებრივი მექანიზმების მწყობრიდან გამოსვლა იწვევს; ეს სწორედ ის მექანიზმებია, რომელზეც დამოკიდებულია ორგანიზმში მიმდინარე რთული პროცესები“.
მართალია, ყოველივე ზემოთქმული იმსახურებს ჩვენს ყურადღებას, მაგრამ ბიბლია უფრო სარწმუნო მტკიცებულებებს გვთავაზობს, რომ მარადიული სიცოცხლე შესაძლებელია. ამის დასამტკიცებლად მასში მოყვანილია ისეთი ძლიერი არგუმენტები, რომელსაც ვერანაირი მეცნიერება ვერ შემოგვთავაზებს. ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, რომელიც სიცოცხლის წყაროა, გვპირდება, რომ „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს“ (ფსალმუნი 36:9; ესაია 25:8). გჯერათ ამ დანაპირების? ამას იეჰოვა ღმერთი გვპირდება და შეუძლებელია, მან იცრუოს (ტიტე 1:2).
[სქოლიო]
^ აბზ. 18 დამატებითი ინფორმაცია დაბერების პროცესისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შესახებ იხილეთ სტატიათა სერიაში „რამდენ ხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ?“ 2006 წლის მაისი, „გამოიღვიძეთ!“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩანართი 27 გვერდზე]
„რეალობად იქცა ის, რაზეც გუშინ მხოლოდ ოცნება შეგვეძლო“ (რონალდ რეიგანი)
[ჩანართი 28 გვერდზე]
ვის მიმართავთ დახმარებისთვის, როცა სიცოცხლე გაუსაძლისი ხდება?
[სურათის საავტორო უფლება 27 გვერდზე]
NASA photo