ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
რა დაეხმარა ერთ ფილიპინელ ქალს, თავი დაენებებინა სმისთვის და შეეცვალა ცხოვრების წესი? რატომ გადაწყვიტა ერთმა ავსტრალიელმა კარატისტმა, მშვიდობისმყოფელი და სასიხარულო ცნობის მქადაგებელი გამხდარიყო? ვნახოთ, თავად რას ამბობენ ეს ადამიანები.
„ცვლილებები თვალის დახამხამებაში როდი ხდება“ — კარმენ ალეგრე
დაბადების წელი: 1949
ქვეყანა: ფილიპინები
წარსულში: ლოთი
მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე ქალაქ სან-ფერნანდოში, კამარინეს-სურის პროვინციაში. თუმცა, ცხოვრების დიდი ნაწილი ქალაქ ანტიპოლოში, რისალის პროვინციაში, გავატარე. ანტიპოლო მთაგორიან მხარეში მდებარე მწვანეში ჩაფლული პატარა ქალაქია. როცა იქ გადავედი საცხოვრებლად, ერთი წყნარი ქალაქი იყო. ჩამობნელდებოდა თუ არა, ქუჩაში იშვიათად თუ დაინახავდი ვინმეს. მაგრამ ახლა ანტიპოლო დიდ ქალაქად იქცა, სადაც უამრავი ხალხი ცხოვრობს.
იქ გადასვლიდან ცოტა ხანში ერთი მამაკაცი, სახელად ბენჯამინი, გავიცანი. ცოტა ხანში, ჩვენ დავქორწინდით. ცოლ-ქმრული ცხოვრება გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. გული რომ გადამეყოლებინა, უზომოდ სმას მივყავი ხელი. ძალიან შემეცვალა ხასიათი და დაგროვილ უარყოფით ემოციებს ჩემს ქმარსა და შვილებზე ვანთხევდი. მათთან ურთიერთობის დროს ადვილად გამოვდიოდი მდგომარეობიდან. საერთოდ არ ვცემდი პატივს ჩემს მეუღლეს. ცხადია, ოჯახში ძალიან დაძაბული მდგომარეობა იყო.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ჩემი ქმრის და, ედიტა, იეჰოვას მოწმეა. მან მე და ბენჯამინს გვირჩია, ბიბლიის შესწავლა დაგვეწყო მოწმეებთან. ჩვენ დავთანხმდით იმ იმედით, რომ ოჯახში დაძაბულობა განიმუხტებოდა.
შესწავლის დროს არაერთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოეფინა ჩვენთვის ნათელი. განსაკუთრებით გამოცხადების 21:4-ში ჩაწერილი სიტყვები დამედო გულზე მალამოდ. ამ მუხლის თანახმად, ვინც ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებს, ღმერთი „მოსწმენდს ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“. მინდოდა, რომ მეც ამ ბედნიერ ხალხს შორის ვყოფილიყავი.
მივხვდი, რომ რადიკალურად უნდა შემეცვალა თვალსაზრისი და ჩვევები. მაგრამ ეს ცვლილებები თვალის დახამხამებაში როდი მოხდა. საბოლოოდ მაინც შევძელი, თავი დამენებებინა უზომოდ სმისთვის. ისიც ვისწავლე, რომ მოთმინება გამომევლინა ოჯახის წევრების მიმართ და კარგად მოვქცეოდი. უფრო მეტიც, ქმარს უკვე პატივს ვცემდი და ოჯახის თავად ვაღიარებდი.
როდესაც მე და ბენჯამინმა იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე დასწრება დავიწყეთ, იქ იოანე 13:34, 35).
ნანახმა გაგვაოცა. მოწმეებს შორის არავინ იყო გატაცებული აზარტული თამაშებით, არავინ იყო მიძალებული ალკოჰოლს და მიკერძოებასაც არავინ იჩენდა. ისინი ერთმანეთს ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობოდნენ. დავრწმუნდით, რომ ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვეთ (კურთხევები: ჩვენს ოჯახში მდგომარეობა სრულიად შეიცვალა. დღეს მე და ბენჯამინი ბედნიერი ცოლ-ქმარი ვართ და სხვებს ვასწავლით ბიბლიას. ჩვენმა ორმა ვაჟმა და მათმა ცოლებმაც ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ვიმედოვნებთ, რომ მალე ისინიც შემოგვიერთდებიან იეჰოვას მსახურებაში. ეს მართლაც ცხოვრების საუკეთესო გზაა.
„თავი უძლეველი მეგონა“ — მაიკლ ბლანსდენი
დაბადების წელი: 1967
ქვეყანა: ავსტრალია
წარსულში: კარატისტი
მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე ლამაზ და მდიდარ ქალაქ ოლბერიში (ახალი სამხრეთი უელსი). ბევრი სხვა ქალაქის მსგავსად, ამ ქალაქშიც ხდება დანაშაული. თუმცა, საერთო ჯამში, ოლბერი საცხოვრებლად უსაფრთხო ქალაქია.
უდარდელი ბავშვობა მქონდა. მართალია, როცა შვიდი წლის ვიყავი, მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათ იზრუნეს იმაზე, რომ მე, ჩემს ძმასა და ორ დას არაფერი მოგვკლებოდა. კარგი განათლება მივიღე, რადგან იმ მხარეში ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში ვსწავლობდი. მამაჩემს უნდოდა, სკოლის დამთავრების შემდეგ საკუთარი ბიზნესი წამომეწყო. მაგრამ სპორტი უფრო მიტაცებდა; თანაც საკმაოდ წარმატებული ვიყავი ველორბოლასა და კარატეში. სკოლის დამთავრების შემდეგ ავტოსახელოსნოში დავიწყე მუშაობა, რაც საშუალებას მაძლევდა, უფრო მეტი დრო დამეთმო სპორტისთვის და მთელი ჩემი ენერგია ამაში დამეხარჯა.
მეამაყებოდა, რომ როგორც სპორტსმენი, ყოველთვის კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყავი. დროდადრო ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ უძლეველი ვიყავი. თავისუფლად შემეძლო საკუთარი ძალა სხვების სამართავად გამომეყენებინა. მაგრამ ჩემი კარატეს მასწავლებელი, რომელმაც კარგად იცოდა, რომ შეიძლებოდა საკუთარი ძალით ბოროტად მესარგებლა, გამუდმებით მარიგებდა და მეუბნებოდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო, მორჩილი და ერთგული ვყოფილიყავი.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: როდესაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, გავიგე, რომ ღმერთს სძულს ძალადობა (ფსალმუნი 11:5). თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ კარატე არ იყო ძალადობა, არამედ სპორტი, რომელიც საკმაოდ უსაფრთხო იყო. ჩემი აზრით, კარატე ადამიანს ღირსების გრძნობას უმაღლებდა, მასში მაღალზნეობრივ ნორმებს ნერგავდა და ამიტომ ბიბლიის სწავლებებს არ ეწინააღმდეგებოდა. წყვილი, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა, დიდ მოთმინებას ავლენდა ჩემ მიმართ. მათ არასდროს უთქვამთ ჩემთვის, რომ უარი მეთქვა საბრძოლო ხელოვნებაზე; ისინი უბრალოდ განაგრძობდნენ ჩემთან ბიბლიის შესწავლას.
მათეს 26:52-ში ჩაწერილი სიტყვები: „ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“.
რაც უფრო კარგად გავეცანი ბიბლიას და იეჰოვასაც უფრო დავუახლოვდი, ბევრ რამეს სხვა კუთხით შევხედე. გაოცებას ვერ ვმალავდი, როცა ვგებულობდი, როგორ იქცეოდა იეჰოვას ძე, იესო, სხვადასხვა სიტუაციაში. მართალია, ის ძლევამოსილი იყო, მაგრამ არასდროს მიუმართავს ძალადობისთვის. განსაკუთრებით მენიშნარაც უფრო მეტს ვიგებდი იეჰოვას შესახებ, მით უფრო მიყვარდებოდა და დიდი პატივისცემა მიჩნდებოდა მის მიმართ. გულს მითბობდა იმაზე ფიქრი, რომ პირადად ჩემზე უსაზღვროდ ბრძენი და ძლევამოსილი შემოქმედი ზრუნავდა. საოცრად თბილი გრძნობები დამეუფლა მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ იეჰოვა მაშინაც კი არ ჩაიქნევს ჩემზე ხელს, თუ დროდადრო გულს ვატკენ ან საკუთარ თავთან ბრძოლის სურვილს დავკარგავ; ის არ მიმატოვებს და მანამდე იქნება ჩემ გვერდით, სანამ განვაგრძობ ბრძოლას. დიდად მანუგეშა მისმა დანაპირებმა: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“ (ესაია 41:13). არ შემეძლო იეჰოვას სიყვარულისთვის ხელი მეკრა.
ვიცოდი, რომ კარატესთვის თავის დანებება ყველაზე მეტად გამიჭირდებოდა. მაგრამ ისიც მესმოდა, რომ ამით იეჰოვას გავახარებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ღვთისთვის მსახურება ნებისმიერ მსხვერპლად ღირდა. ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როცა იესოს სიტყვები ამოვიკითხე მათეს 6:24-დან: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა“. მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო იეჰოვასთვისაც დავხარჯულიყავი და კარატესთვისაც მიმეძღვნა თავი; საბოლოოდ ეს უკანასკნელი გადაწონიდა. დადგა დრო, როცა არჩევანი უნდა გამეკეთებინა ორ ბატონს შორის.
კარატესთვის თავის დანებება ნამდვილად არ იყო ადვილი. გაორებული ვიყავი; ბევრი ურთიერთსაპირისპირო გრძნობა მომეძალა. ვფიქრობდი, რომ თუ იეჰოვას გავუხარებდი გულს, სანაცვლოდ დიდ სიხარულს ვიგრძნობდი. მაგრამ, ამავდროულად, ისეთი გრძნობაც მეუფლებოდა, რომ ვღალატობდი ჩემს მეორე ბატონს. ისინი, ვინც საბრძოლო ხელოვნებას არიან დაუფლებული, მსგავს ნაბიჯს უპატიებელ ცოდვად თვლიან. ამიტომ, ზოგი თავსაც კი იკლავს, მოღალატის სახელი რომ არ დაერქვას.
ძალიან მეუხერხულებოდა, ჩემი კარატეს მასწავლებლისთვის ამეხსნა, თუ რატომ ვაპირებდი კარატესთვის თავის დანებებას. ამიტომ, მასთან და სხვა სპორტსმენებთან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გავწყვიტე ურთიერთობა. ვიცი, რომ სწორად მოვიქეცი, როცა კარატეზე ვთქვი უარი. მაგრამ სინდისი მქენჯნიდა იმის გამო, რომ ხელიდან გავუშვი შესაძლებლობა და არ გავუზიარე სხვებს ჩემი ახალშეძენილი რწმენა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს იეჰოვას გული ვატკინე ჯერ კიდევ მანამ, სანამ მის მსახურებას დავიწყებდი. ამ ყოველივემ სული ამიფორიაქა. რამდენჯერ ვცადე, იეჰოვასთვის გული გადამეშალა ლოცვაში, მაგრამ ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ ცხარე ცრემლით ვტიროდი.
იეჰოვამ რაღაც კარგი დაინახა ჩემში; სწორედ მისი წყალობით ამომიდგნენ მხარში და-ძმები. არასდროს დამავიწყდება, რაოდენ დიდი სიყვარული და სითბო გამოავლინეს ჩემ მიმართ და როგორ მანუგეშეს. აგრეთვე ძალიან დიდი ნუგეში ვპოვე იმ ბიბლიური მონაკვეთიდან, რომელიც დავითსა და ბათ-შებას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ დავითმა სერიოზული ცოდვები ჩაიდინა, იეჰოვამ აპატია, რადგან გულწრფელად მოინანია. ბიბლიის ამ მონაკვეთზე ფიქრი დამეხმარა, საკუთარი შეცდომებისთვის სხვა თვალით შემეხედა.
კურთხევები: ბიბლიის შესწავლის დაწყებამდე სხვის გრძნობებს არაფრად ვაგდებდი, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი. მაგრამ იეჰოვასა და ჩემი საყვარელი ცოლის დახმარებით, რომელთანაც ერთად უკვე შვიდი წელია ვცხოვრობ, ვცდილობ, გავითვალისწინო სხვების გრძნობები და მათით დავინტერესდე. დღეს რამდენიმე ადამიანს ვასწავლით ბიბლიას; მათ შორის არიან ისეთები, რომლებსაც უკიდურესად მძიმე ვითარებაში უწევთ ცხოვრება. დღეს ჩემთვის გაცილებით დიდი სიხარული მოაქვს იმის დანახვას, თუ როგორ უთბობს იეჰოვას სიყვარული გულს გაწამებულ ადამიანებს. არა მგონია, ასეთივე სიხარული მეგრძნო იმ შემთხვევაშიც, თუ ოდესმე კარატეში ჩემპიონი გავხდებოდი.
[ჩანართი 14 გვერდზე]
„გულს მითბობდა იმაზე ფიქრი, რომ პირადად ჩემზე უსაზღვროდ ბრძენი და ძლევამოსილი შემოქმედი ზრუნავდა“
[ჩარჩო⁄სურათი 15 გვერდზე]
„გმადლობთ ასეთი შესანიშნავი რუბრიკისთვის!“
მოგეწონათ წინა გვერდებზე მოცემული ისტორიები? ეს მხოლოდ ორია 50-ზე მეტი ბიოგრაფიიდან, რომელიც „საგუშაგო კოშკში“ 2008 წლის აგვისტოდან იბეჭდება. რუბრიკამ „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ უკვე ბევრის მოწონება დაიმსახურა. რატომ ელოდება ჩვენი მკითხველი ასე მოუთმენლად ისტორიებს, რომლებიც ამ რუბრიკაში ქვეყნდება?
ადამიანები, რომელთა ბიოგრაფიებსაც ჟურნალის ფურცლებიდან ვეცნობით, სხვადასხვა ერისა და კულტურის წარმომადგენლები არიან. მათგან ზოგმა რაღაც წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში, მაგრამ ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, გაცნობამდე, თავს ვერ აღწევდნენ შინაგანი სიცარიელის გრძნობას. ზოგს არაერთ პრობლემასთან უხდებოდა ბრძოლა; ზოგსაც მეტად ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა და სხვებზე ანთხევდა ბრაზს, სხვები კი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე იყვნენ დამოკიდებული. ბევრი მათგანი ბავშვობიდან იცნობდა იეჰოვას კანონებს, მაგრამ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ზურგი აქციეს ღმერთს. ასეთი მაგალითებიდან ვიგებთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ შეიცვალონ გეზი და საჭირო ცვლილებები მოახდინონ, რათა მოიპოვონ ღვთის კეთილგანწყობა თავიანთსავე სასიკეთოდ. როგორ იმოქმედა რეალურმა ისტორიებმა ჩვენს ერთგულ მკითხველზე?
ერთ-ერთი მათგანი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ დაეხმარა 2009 წლის 1 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული ბიოგრაფია იმ პატიმრებს, რომლებიც მასთან ერთად იხდიდნენ სასჯელს ქალთა კოლონიაში:
▪ «პატიმარი ქალებისთვის კარგად იყო ნაცნობი იმ ადამიანთა განცდები, რომელთა შესახებაც ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ამ რუბრიკაში წაიკითხეს. ზოგადმა ცნობებმა, თუ რა ცხოვრებას ეწეოდნენ ეს ადამიანები და რა პრობლემებთან უწევდათ ჭიდილი თავის დროზე, ამავე დროს, სურათებმა, რომლებიც მათ წარსულ და ამჟამინდელ იერ-სახესა თუ ყოფას ასახავდა, თვალნათლივ დაანახა ამ ქალებს, რამხელა ცვლილებები მოახდინეს ამ ადამიანებმა თავიანთ ცხოვრებაში. ბევრ პატიმარ ქალს მსგავსი წარსული ჰქონდა გამოვლილი. ამ ბიოგრაფიების წაკითხვის შემდეგ ორმა მათგანმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო» (ს. უ.).
ამ რუბრიკაში გამოქვეყნებულმა ისტორიებმა ბევრზე წარუშლელი კვალი დატოვა. მაგალითად, 2011 წლის 1 აპრილის ნომერში მოთხრობილი იყო გვადალუპე ვილიარეალის ისტორია, რომელიც ჰომოსექსუალისტი იყო და ღვთის მსახურება რომ დაეწყო, ძირეულად შეიცვალა ცხოვრების წესი. ქვემოთ მოცემულია მხოლოდ ორი იმ უამრავი წერილიდან, რომელიც ამ ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ მივიღეთ.
▪ „გვადალუპეს ისტორიამ შემძრა. პირდაპირ სასწაულია, როგორ ცვლის იეჰოვასა და მისი სიტყვის სიყვარული ადამიანებს“ (ლ. ფ.).
▪ „ადრე ყველას ვუზიარებდი ბიბლიურ იმედს, მათ შორის, ჰომოსექსუალისტებსაც. ბოლო დროს კი, მათ აღარ ვუქადაგებდი და უფრო მეტიც, მათთვის სასიხარულო ცნობის გაზიარებას გავურბოდი კიდეც. ეს სტატია მეტად დროული აღმოჩნდა, რადგან დამეხმარა, იეჰოვას თვალით შემეხედა ამ კატეგორიის ადამიანებისთვის და ისინი ღვთის პოტენციურ თაყვანისმცემლებად აღმექვა“ (მ. კ.).
კიდევ ერთი ისტორია, რომელმაც ბევრი მკითხველი დააფიქრა, 2011 წლის 1 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული ვიქტორია ტანგს ეკუთვნის. ვიქტორიას მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ის ამბობს, რომ არ იყო დარწმუნებული იეჰოვას სიყვარულში მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ემსახურებოდა მას. ის გვიყვება თავის ისტორიას, თუ რა დაეხმარა, ეგრძნო იეჰოვას სიყვარული. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე წერილი, რომელიც მკითხველებისგან ვიქტორიას ბიოგრაფიის გამოქვეყნების შემდეგ მივიღეთ.
▪ „ვიქტორიას განცდები ნამდვილად არ იყო ჩემთვის უცხო. არც ჩემი ცხოვრების გზა ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, რაც იეჰოვას მსახური ვარ, დღემდე მომდის თავში უარყოფითი აზრები. ვიქტორიას შემთხვევამ გამიძლიერა სურვილი, უფრო მეტად დავფიქრდე იმაზე, თუ რის გამო მაფასებს იეჰოვა“ (მ. მ.).
▪ „ადრეული ასაკიდან ვებრძვი პორნოგრაფიის ყურების ცდუნებას. არც ისე დიდი ხნის წინ კიდევ ერთხელ მძლია ასეთი კადრების ნახვის სურვილმა. დახმარებისთვის ქრისტიან უხუცესებს მივმართე და მსგავსი შემთხვევა მეტად აღარ მქონია. უხუცესებმა დამარწმუნეს, რომ მოწყალე ღმერთს მაინც ვუყვარდი. დროდადრო კვლავ უღირსობის გრძნობა მომეძალება ხოლმე და მგონია, რომ იეჰოვას შეუძლებელია ჩემნაირი პიროვნება უყვარდეს. ვიქტორიას შემთხვევამ გამამხნევა. დღეს უკვე ვხვდები, რომ თუ ვფიქრობ, იეჰოვას არ შეუძლია, მაპატიოს, ამით იმას ვამბობ, რომ იესოს გამოსასყიდი ვერ გამათავისუფლებს ცოდვის მონობისგან. ეს სტატია ჟურნალიდან ამოვჭერი და რაწამსაც უარყოფითი ფიქრები შემომაწვება, ვკითხულობ და შემდეგ წაკითხულზე ვფიქრობ. უღრმესი მადლობა ასეთი პრაქტიკული რუბრიკისთვის!“ (ლ. კ.).