არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არის ლოცვების მომსმენი?

ვინ არის ლოცვების მომსმენი?

ვინ არის ლოცვების მომსმენი?

თუკი ვინმე ისმენს ლოცვებს, ვინ შეიძლება იყოს ის, თუ არა შემოქმედი?! მასზე უკეთ ვინ შეძლებს წაიკითხოს ჩვენი აზრები, თუ არა ის, ვინც შექმნა ადამიანის ტვინი?! ვის ხელეწიფება, უპასუხოს ჩვენს ლოცვებს და კაცობრიობას დახმარების ხელი გაუწოდოს? შეიძლება იკითხოთ: „გონივრულია, გვჯეროდეს შემოქმედის არსებობის?“

ბევრის აზრით, შემოქმედის არსებობის აღიარება თანამედროვე მეცნიერების მიღწევების უარყოფის ტოლფასია. მაგრამ იმის მტკიცება, რომ ღვთისადმი რწმენა და მეცნიერული აღმოჩენები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. დავფიქრდეთ შემდეგზე:

▪ ახლახან გამოკითხული 1 646 მეცნიერ-პროფესორიდან, რომლებიც შეერთებული შტატების 21 პრესტიჟული უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან, მხოლოდ მესამედმა განაცხადა, რომ ღმერთი არ სწამდა.

როგორც ჩანს, ბევრ მეცნიერს სჯერა, რომ არსებობს ღმერთი.

შემოქმედის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები

დაიჯერებდით ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, რომ არსებობს ის, ვინც ლოცვებს ისმენს? რასაკვირველია, არა. ის აზრი, რომ თითქოს რწმენა არ უნდა იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე, არასწორია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ რწმენა „აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრაელები 11:1). სხვა თარგმანი ამ მუხლს ასე გადმოსცემს: რწმენა არის „დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ („ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). მაგალითად, თქვენ ვერ ხედავთ რადიოტალღებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ რადიოს ისმენთ, რადიოტალღების არსებობაზე მოწმობს. მსგავსადვე, ჩვენ ვერ ვხედავთ იმ პიროვნებას, რომელიც ჩვენს ლოცვებს ისმენს, მაგრამ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რაც გვარწმუნებს მის არსებობაში.

სად შეგვიძლია ვიპოვოთ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ღმერთი არსებობს? საკმარისია, ირგვლივ მიმოვიხედოთ. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრაელები 3:4). ეთანხმებით ზემოთქმულს? როცა ფიქრობთ სამყაროში არსებულ წესრიგზე, სიცოცხლის წარმოშობაზე და ისეთ ურთულეს მექანიზმებზე, როგორიცაა ადამიანის ტვინი, ალბათ, იმ დასკვნამდე მიდიხართ, რომ უნდა არსებობდეს უმაღლესი ინტელექტი, რომელიც ადამიანის ტვინზე გაცილებით მაღლა დგას. *

მაგრამ მხოლოდ შემოქმედებაზე დაკვირვებით ვერ გავიცნობთ ღმერთს კარგად. როცა ქმნილებებში ხედავ შემოქმედის ხელს, ეს შეიძლება შევადაროთ დახურულ კარს, რომლის მიღმა ვიღაცის ფეხის ხმა გესმის. შენ იცი, რომ კარს იქით ვიღაცაა, და რომ გაიგო, ვინ არის, კარი უნდა შეაღო. მსგავსადვე უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა გავიგოთ, ვინ დგას ქმნილებების მიღმა ანუ ვინ შექმნა ისინი.

ბიბლია შეიძლება შევადაროთ კარს, რომლის „შეღების“ შემთხვევაში გავიცნობთ ღმერთს. როცა „ამ კარს შეაღებთ“ და გაეცნობით ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ზედმიწევნით შესრულდა, ღვთის არსებობის დამადასტურებელ კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებებს იპოვით. * ლოცვების მომსმენ ღმერთს უკეთ გაიცნობთ, თუ ბიბლიიდან გაიგებთ, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას ძველად თავის მსახურებთან.

როგორი პიროვნებაა ის, ვინც ლოცვებს ისმენს?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ლოცვების მომსმენი არის პიროვნება, რომლის გაცნობაც შესაძლებელია. რასაკვირველია, მხოლოდ პიროვნებას შეუძლია შეისმინოს ჩვენი ლოცვები. ამაში ბიბლიის შემდეგი სიტყვები გვარწმუნებს: „ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი“ (ფსალმუნი 65:2). ის უსმენს მათ, ვინც რწმენით აღავლენს მის წინაშე ლოცვებს. მას სახელი აქვს. ბიბლია გვეუბნება: „იეჰოვა შორსაა ბოროტთაგან, მართალთა ლოცვას კი ისმენს“ (იგავები 15:29).

იეჰოვას აქვს გრძნობები. ბიბლიაში მას „სიყვარულის . . . ღმერთი“ და „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება (2 კორინთელები 13:11; 1 ტიმოთე 1:11). ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ იმოქმედა იეჰოვაზე იმის დანახვამ, როცა ბოროტებამ ღრმად გაიდგა ფესვი: “[მას] გული ეტკინა“ (დაბადება 6:5, 6). იმის მტკიცება, რომ ღმერთი ადამიანთა გამოსაცდელად უშვებს ტანჯვას, მტკნარი სიცრუეა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „შორს არის ღვთისგან ბოროტება“ (იობი 34:10). მიუხედავად ამისა, შეიძლება იკითხოთ: „თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ არ უღებს ბოლოს ადამიანთა ტანჯვას?“

იეჰოვამ ადამიანებს ნების თავისუფლება უბოძა; ეს ფაქტიც ბევრ რამეს გვასწავლის მისი პიროვნების შესახებ. ნუთუ არ ვაფასებთ იმას, რომ თავად შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორ წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება? სამწუხაროდ, ბევრი ბოროტად იყენებს თავისუფლებას, რის გამოც საკუთარ თავსაც ვნებს და სხვებსაც. ამიტომ იბადება კითხვა, რომელზეც სერიოზულად ღირს დაფიქრება: „როგორ აღმოფხვრის ღმერთი ტანჯვა-წამებას ისე, რომ არ ხელყოს ადამიანთა თავისუფლება?“ ამ კითხვას მომდევნო სტატიაში გაეცემა პასუხი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 ღვთის არსებობის უტყუარ მტკიცებულებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბროშურაში „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“ და წიგნში „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. ორივე პუბლიკაცია გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 10 იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბროშურა „წიგნი ყველასთვის“ და წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (რუს.) დაგარწმუნებთ იმაში, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის შთაგონებით დაიწერა.

[ჩარჩო 5 გვერდზე]

რელიგიის გამო ხომ არ ეკარგება ხალხს რწმენა?

პარადოქსია, მაგრამ თავად რელიგიას მიუძღვის ლომის წილი იმაში, რომ ხალხს ეჭვი შეაქვს თანამგრძნობი, ლოცვების მომსმენი ღვთის არსებობაში. ის ფაქტი, რომ რელიგია დგას ომების, ტერორიზმისა თუ ბავშვებზე ძალადობის მიღმა, თვით ისეთ ხალხსაც კი უკარგავს ღვთის მიმართ რწმენას, ვინც მას ლოცვით მიმართავს.

რატომ უბიძგებს რელიგია ხალხს ბოროტებისკენ? პასუხი მარტივია: ხშირად ადამიანები ბოროტებას რელიგიის სახელით სჩადიან. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ქრისტიანობის სათავეში სხვა ძალა მოექცეოდა, რომელიც მას თავისი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენებდა. მოციქულმა პავლემ ქრისტიანი ზედამხედველები გააფრთხილა: „თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქმეები 20:29, 30).

ცრუ რელიგია ხალხს ღმერთს აძულებს. ღვთის სიტყვა, ბიბლია, ამხელს რელიგიას, რომ „დედამიწაზე ყოველი მოკლულის სისხლით“ აქვს ხელი გასვრილი (გამოცხადება 18:24). ვინაიდან ცრუ რელიგია არ ასწავლის ადამიანებს ჭეშმარიტი ღვთის შესახებ, რომელიც სიყვარულის განსახიერებაა, ღმერთი ამ რელიგიას სისხლის ღვრაში ადანაშაულებს (1 იოანე 4:8).

ლოცვების მომსმენს გული შესტკივა მათზე, ვინც ცრუ რელიგიის მარწუხებში გმინავს. მალე მოსიყვარულე ღმერთი იესოს მეშვეობით განაჩენს გამოუტანს ყველა რელიგიის თვალთმაქც მესვეურებს. იესომ თქვა: «ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? . .“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!» (მათე 7:22, 23).