პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება — მეთევზე
პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება — მეთევზე
«როცა [იესო] გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვებოდა, დაინახა ორი ძმა, სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია, რომლებიც მებადურები იყვნენ და ბადეს ისროდნენ ზღვაში. უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“ » (მათე 4:18, 19).
თევზები, მეთევზეები და თევზაობა სახარებებში ხშირადაა მოხსენიებული. იესომ მეთევზის საქმიანობიდან არაერთი თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან იგი, ძირითადად, გალილეის ზღვის სანაპიროზე ქადაგებდა (მათე 4:13; 13:1, 2; მარკოზი 3:7, 8). ეს საოცრად ლამაზი მტკნარი ტბა, რომელიც გალილეის ზღვის სახელითაა ცნობილი, სიგრძეში დაახლოებით 21 კილომეტრია, სიგანეში კი — 11 კილომეტრი. აღსანიშნავია, რომ იესოს 12 მოციქულიდან 7 მეთევზე იყო. ესენი იყვნენ: პეტრე, ანდრია, იაკობი, იოანე, ფილიპე, თომა და ნათანაელი (იოანე 21:2, 3).
როგორი იყო მეთევზის ცხოვრება იესოს დღეებში? მოდი, უფრო მეტი გავიგოთ მეთევზეებისა და მათი საქმიანობის შესახებ. თქვენ უკეთ დაინახავთ, რა მძიმედ შრომობდნენ მოციქულები და იესოს მიერ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითების მნიშვნელობასაც უკეთ ჩასწვდებით. თავდაპირველად გავიგოთ, როგორ იჭერდა მებადური თევზს გალილეის ზღვაში.
„ზღვა ძალიან აღელდა“
გალილეის ზღვა ველებს შორის ჩაღრმავებულ ადგილასაა მოქცეული. ეს ტბა ზღვის დონიდან დაახლოებით 210 მეტრით დაბლა მდებარეობს. გალილეის ზღვის ნაპირები კლდოვანი და დამრეცია. ჩრდილოეთიდან მათე 8:23—27).
მას გადმოსცქერის ცად აზიდული ხერმონის დიდებული მთა. ზამთრობით მოთარეშე ცივი ქარი ტბას აზვირთებულ ზღვად აქცევს, ზაფხულობით კი ჰაერის ცხელი ნაკადი ახვევია საბურველივით გარს. როცა გარშემორტყმული მთებიდან ძლიერი ქარი დაჰბერავს, ნაოსნებს სვლა უძნელდებათ. ერთხელ იესო და მისი მოწაფეები სწორედ ასეთ ქარიშხალში მოჰყვნენ (ხის ნავები, რომლითაც მეთევზეები ზღვაში გადიოდნენ, დაახლოებით 8 მეტრი სიგრძისა და 2 მეტრი სიგანის იყო. ამ ნავების უმეტესობას ჰქონდა ანძა; კიჩოსთან კი სახელდახელოდ მოწყობილი კარავი, სადაც მეთევზეს თავის შეფარება შეეძლო (მარკოზი 4:35—41). მტკიცედ ნაგები ნავი დინჯად მიაპობდა ტალღებს. ნავს უნდა გაეძლო არა მარტო ძლიერი ქარისთვის, რომელიც იალქნის მეშვეობით აძლევდა მიმართულებას, არამედ მასზე მიბმული ბადის სიმძიმისთვისაც.
ნავს რომ გაეცურა, მეთევზეებს მის ორივე მხარეს დამაგრებული ნიჩბები უნდა მოესვათ წყალზე. ერთ ნავში ექვსი ან მეტი მეთევზე იჯდა (მარკოზი 1:20). ნავი აღჭურვილი იყო სელისგან ნაქსოვი აფრით (1), თოკით (2), ნიჩბებით (3), ქვის ღუზით (4), თბილი ტანსაცმლით (5), საკვებით (მარკოზი 8:14) (6), კალათებით (7), სასთუმლით (მარკოზი 4:38) (8) და ბადით (9). მეთევზეებს აგრეთვე ჰქონდათ დამატებითი ტივტივები (10), საძირავები (11), შესაკეთებელი იარაღები (12) და ჩირაღდნები (13).
უამრავი თევზი დაიჭირეს
დღეს ისევე, როგორც პირველ საუკუნეში, თევზის სიუხვით გამოირჩევა გალილეის ზღვის ის ადგილები, სადაც მას წყაროები და მდინარეები უერთდება. სწორედ შესართავთა სათავეებთან ხვდება წყალში მცენარეული ნეშომპალა, რომლითაც თევზები იკვებებიან. იესოს დღეებში მეთევზეები ხშირად ღამღამობითაც თევზაობდნენ და გზას ჩირაღდნებით ინათებდნენ. ერთხელ იესოს მოწაფეებმა მთელი ღამე ისე ითევზავეს, რომ ერთი თევზიც ვერ დაიჭირეს. მაგრამ მომდევნო დღეს, როდესაც იესოს მითითებისამებრ მოიქცნენ და კვლავ ისროლეს წყალში ბადეები, იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ მათი ნავები კინაღამ ჩაიძირა (ლუკა 5:6, 7).
ზოგჯერ მეთევზეები ღრმა წყლებში გადიოდნენ. ისინი ორი ნავით თევზაობდნენ. როგორც წესი, მეთევზეები ამ ორ ნავს შორის ბადეს მოისროდნენ, რომლის გასაშლელად ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მიცურავდნენ. შემდეგ წრეს კრავდნენ და ბადეში თევზს მოიმწყვდევდნენ. ამის მერე ბადის კიდეებზე გაყრილ თოკებს მოჭიმავდნენ და თევზით სავსე ბადეს ნავზე აათრევდნენ. ბადე შეიძლება 30 მეტრზე მეტი სიგრძის და დაახლოებით 2,5 მეტრი სიგანის ყოფილიყო, რაც სავსებით საკმარისი იყო თევზის მთელი ქარავნის დასაჭერად. ბადეს ზემოთა ბოლოზე ტივტივებს ამაგრებდნენ, ქვემოთაზე კი — სიმძიმეებს. მეთევზე ყოველ ერთ საათში ჯერ ბადეს ისროდა ზღვაში,
შემდეგ კი ნავისკენ ექაჩებოდა და ასე გრძელდებოდა საათობით.წყალმარჩხ ადგილებში მეთევზეები თევზის დასაჭერად სხვა მეთოდს მიმართავდნენ. ამ შემთხვევაში ისინი ხელით სასროლ ბადეს იყენებდნენ. ნავში მყოფ მეთევზეს ბადის ერთი კიდე შეჰქონდა წყალში, ხოლო მეორე კიდე ნაპირზე მდგომ მეთევზეს ეჭირა. როდესაც ნავში მჯდომი ნაპირისკენ წრიულად შემობრუნდებოდა, თევზი ბადეში ხვდებოდა. შემდეგ მეთევზეები ნაპირზე გაათრევდნენ სავსე ბადეს და დაჭერილ თევზს ახარისხებდნენ. მათ კარგი თევზი სპეციალურ ჭურჭელში გადაჰქონდათ. ზოგს იქვე ცოცხლად ყიდიდნენ, ხოლო უმეტესობას აშრობდნენ და ამარილებდნენ ან თიხის ვიწროყელიან ჭურჭელში ინახავდნენ. ხშირად თევზი იერუსალიმში ჩაჰქონდათ და სხვა ქვეყნებშიც გაჰქონდათ. ზღვის ისეთი ბინადრები, რომლებსაც არ ჰქონდა ფარფლი და ქერცლი, უწმინდურად ითვლებოდა და იყრებოდა. მაგალითად, ასეთი იყო გველთევზა (ლევიანები 11:9—12). იესომ სწორედ მოსროლილი ბადით თევზჭერა შეადარა „ზეციერ სამეფოს“, რომელიც „ყველანაირი ჯიშის თევზს იჭერს“ — როგორც კარგ, ისე ცუდ ადამიანებს (მათე 13:47—50).
მეთევზე, რომელიც მარტო თევზაობდა, სატყუარაწამოცმულ ბრინჯაოს კაუჭიან ანკესს ან პატარა მოსასმელ ბადეს იყენებდა. იგი მხარზე იკიდებდა ბადეს, ზღვაში შედიოდა და წყალში მოისროდა. ბადე იწყებდა ჩაძირვას და თუ მეთევზეს გაუმართლებდა, როცა ის ბადეს წყლიდან ამოწევდა, მასში თევზი იქნებოდა.
ბადეები საკმაოდ ძვირი ღირდა და არც მათი მოვლა და შეკეთება იყო ადვილი. ამიტომ, მეთევზეები ბადეებს ძალიან უფრთხილდებოდნენ. მეთევზეს დიდ დროს ართმევდა ბადის შეკეთება, გარეცხვა და გაშრობა და, როგორც წესი, ყოველი თევზაობის შემდეგ მას ამის გაკეთება უწევდა (ლუკა 5:2). მოციქულები, იაკობი და მისი ძმა იოანე, სწორედ ნავში ისხდნენ და ბადეების შეკეთებით იყვნენ დაკავებული, როცა იესომ მოუხმო (მარკოზი 1:19).
პირველი საუკუნის მეთევზის ბადეში სხვა ჯიშის თევზებთან ერთად ყველაზე მეტად გალილეური ტილაპიის სახელით ცნობილი თევზი ხვდებოდა. ეს თევზი გალილეველთა კვების ყოველდღიურ რაციონში შედიოდა. როგორც ჩანს, იესოც ამ გემრიელ თევზს შეექცეოდა ხოლმე; შესაძლოა მან სასწაულებრივად სწორედ ორი გამხმარი და დამარილებული ტილაპიით უმასპინძლა ათასობით მშიერ კაცს (მათე 14:16, 17; ლუკა 24:41—43). ამ ჯიშის თევზს კიდევ ერთი უჩვეულო რამ ახასიათებს: ეს თევზი ხშირად თავის პატარა ლიფსიტას პირით დაატარებს. თუ ლიფსიტა არა, მას შეიძლება კენჭი ედოს პირში. სავსებით შესაძლებელია, რომ მის პირში ბრჭყვიალა მონეტაც კი აღმოჩნდეს, რომელიც ხშირად ზღვის ფსკერზეა (მათე 17:27).
პირველ საუკუნეში კარგი მეთევზე მომთმენი და მუყაითი იყო; იგი მზად იყო, ნებისმიერ ქარტეხილს მედგრად შეხვედროდა, ნაპირზე ზღვის „ნობათით“ ხელდამშვენებული რომ დაბრუნებულიყო. მათ, ვინც იესოს მოწვევას გამოეხმაურა და მოწაფეების მომზადების საქმეში შეუერთდა, ასეთივე თვისებები სჭირდება იმისათვის, რომ, როგორც „ადამიანთა მებადურებმა“, ბევრი „თევზი“ დაიჭირონ (მათე 28:19, 20).
[სურათი 19 გვერდზე]
(იხილეთ პუბლიკაცია)