სიკეთე — ღვთისმოსაწონი თვისება
ერთ იაპონელ ახალგაზრდაზე ძალიან იმოქმედა ერთი ხანში შესული მამაკაცის მიერ გამოვლენილმა სიკეთემ. ეს მამაკაცი, რომელიც მისიონერი იყო, არცთუ ისე დიდი ხანი ცხოვრობდა ამ ქვეყანაში და იაპონურად საუბარი უჭირდა. მიუხედავად ამისა, ის ყოველკვირა მიდიოდა ამ ახალგაზრდასთან და ბიბლიურ თემებზე ესაუბრებოდა. ის ცნობისმოყვარე ახალგაზრდის კითხვებს ღიმილითა და მოთმინებით პასუხობდა.
ხანდაზმული მისიონერის მიერ გამოვლენილმა სიკეთემ ახალგაზრდაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. „თუ ბიბლიამ ეს მამაკაცი ასეთ კეთილშობილ და მოსიყვარულე ადამიანად აქცია, — ფიქრობდა ეს ახალგაზრდა, — მეც აუცილებლად უნდა გამოვიკვლიო ეს წიგნი“. ამან ახალგაზრდას სტიმული მისცა, რომ მისთვის სრულიად უცხო რამ ესწავლა. სიკეთე ადამიანის გულს მალამოდ ედება და ხშირად სიტყვებზე მეტი ძალა აქვს.
თვისება, რომელსაც ღვთისგან ვირეკლავთ
ბუნებრივია, ახლობლებისადმი სიკეთეს ვავლენდეთ. სიკეთის კეთება ღვთისთვის მოსაწონია. იესომ თქვა, რომ მისი ზეციერი მამა მხოლოდ მათ მიმართ კი არ არის კეთილი, ვისაც ის უყვარს, არამედ „უმადურების მიმართაც“. იესო მოუწოდებს თავის მიმდევრებს, რომ მიჰბაძონ ღმერთს: „იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (ლუკა 6:35; მათე 5:48; გამოსვლა 34:6).
ღვთის მსგავსად შექმნილ ადამიანებს შეუძლიათ სიკეთის კეთება (დაბადება 1:27). დიახ, ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ ღმერთს და სიკეთე ახლობლების გარდა სხვების მიმართაც გამოვავლინოთ. ბიბლიაში მოხსენიებულია, რომ სიკეთე ღვთის მოქმედი ძალის, წმინდა სულის ნაყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია (გალატელები 5:22). რაც უფრო მეტს გავიგებთ ჩვენი შემოქმედის შესახებ, მით უფრო დავუახლოვდებით მას და შევძლებთ სიკეთის გამოვლენას.
სიკეთე ადამიანის ბუნების ნაწილია და ღმერთიც ძალიან აფასებს. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს ის, „კეთილად მოვექცეთ ერთმანეთს“ (ეფესოელები 4:32). ღმერთი აგრეთვე შეგვახსენებს: „ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას“. ბერძნულ ენაში, რომელზეც ეს წიგნი დაიწერა, „სტუმართმოყვარეობა“ „უცხოების სიყვარულსაც“ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად სტუმართმოყვარენი მაშინ ვიქნებით, თუ სტუმართმოყვარეობას უცნობების მიმართაც გამოვავლენთ (ებრაელები 13:2).
შესაძლებელია, დღევანდელ ბოროტ და უმადურ ქვეყნიერებაში სიკეთე გავუკეთოთ სხვებს, თუნდაც სრულიად უცხოებს? რა დაგვეხმარება ამ მხრივ? რატომ უნდა ვიყოთ ამით დაინტერესებული?
ღვთისთვის მეტად მნიშვნელოვანი თვისება
აღსანიშნავია, რომ პავლე მოციქული მას შემდეგ, რაც უცხოებისადმი სტუმართმოყვარეობის გამოვლენაზე საუბრობს, დასძენს: „ზოგიერთები ანგელოზებს გამასპინძლებიან და არ სცოდნიათ“. რას იგრძნობდით, ანგელოზებისთვის რომ გემასპინძლათ? პავლე აღნიშნავს, რომ ადრე ისე გამასპინძლებიან ანგელოზებს, რომ თავად არაფერი სცოდნიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩვევად გვაქვს სხვებისთვის, მათ შორის უცხოებისთვის, სიკეთის კეთება, იეჰოვა წარმოუდგენელი სახით გვაკურთხებს.
ბიბლიის ბევრ გამოცემაში, სადაც მუხლები მარგინალური მუხლებით იხსნება, პავლეს ზემოხსენებულ სიტყვებთან წიგნ „დაბადების“ მე-18 და მე-19 თავებიდან ის მუხლებია მოყვანილი, სადაც აბრაამსა და ლოტზეა საუბარი. ორივე შემთხვევაში მათ უმასპინძლეს სტუმრებს, რომლებიც ანგელოზები დაბადება 18:1—10; 19:1—3, 15—17).
აღმოჩნდნენ და მეტად მნიშვნელოვანი ცნობა გადასცეს. აბრაამთან მიმართებით ეს ცნობა უშუალოდ ღვთის აღთქმულ შთამომავალს უკავშირდებოდა, ხოლო ლოტის შემთხვევაში ეს იყო ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ იხსნიდა ღმერთი ლოტსა და მის ოჯახს სოდომისა და გომორას განადგურების დროს (თუ ზემოთ მითითებულ მუხლებს წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ აბრაამმაც და ლოტმაც რიგითი გამვლელების მიმართ გამოავლინეს სიკეთე. რა თქმა უნდა, ბიბლიურ დროში სტუმართმოყვარეობის გამოვლენა, იქნებოდა ეს მეგობრების, ნათესავებისა თუ უცხოების მიმართ, იუდაური კულტურის ნაწილი იყო. მოსეს კანონით მოითხოვებოდა, რომ ისრაელებს ხიზნებზეც ეზრუნათ (კანონი 10:17—19). უნდა აღინიშნოს, რომ აბრაამისა და ლოტის მიერ გამოვლენილი სტუმართმოყვარეობა ბევრად აღემატებოდა იმას, რაც მოგვიანებით კანონით მოითხოვებოდა. ისინი ძალ-ღონეს არ ზოგავდნენ იმისათვის, რომ უცხოებისთვის სიკეთე გაეკეთებინათ, რის გამოც ღმერთმა უხვად აკურთხა.
გამოვლენილი სიკეთის სანაცვლოდ ღმერთმა აბრაამს ვაჟი მისცა. მაგრამ ეს მხოლოდ აბრაამის კეთილდღეობას კი არა, ჩვენს კეთილდღეობასაც მოემსახურა. აბრაამმა და მისმა ვაჟმა, ისაკმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ღვთის განზრახვის შესრულებაში. სწორედ მათ საგვარეულო ხაზში მოვიდა აღთქმული მესია, იესო. აბრაამისა და ისაკის ერთგულება იმის წინასახეობა იყო, თუ როგორ იხსნიდა მოსიყვარულე და უსაზღვროდ მოწყალე ღმერთი ადამიანებს (დაბადება 22:1—18; მათე 1:1, 2; იოანე 3:16).
ბიბლიის ამ მონაკვეთებიდან ვხედავთ, რას მოელის ღმერთი მათგან, ვინც უყვარს და რაოდენ აფასებს მათ მიერ გამოვლენილ სიკეთეს. ღვთის თვალში სიკეთის გამოვლენა არა მხოლოდ სასურველია, არამედ აუცილებელიც.
სიკეთის გამოვლენა ღვთის უკეთ გაცნობაში გვეხმარება
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჩვენს დროში ბევრი „უმადური, ორგული, თბილ გრძნობებს მოკლებული“ იქნებოდა (2 ტიმოთე 3:1—3). ალბათ, თქვენც გიწევთ ყოველდღიურად ასეთ ხალხთან შეხვედრა. მაგრამ ამის გამო არ უნდა დაკარგოთ სხვების მიმართ სიკეთის გამოვლენის სურვილი. ქრისტიანებს ღმერთი შეგვახსენებს: „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს. ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება“ (რომაელები 12:17).
ჩვენ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გავუკეთოთ სიკეთე მთელი გულით. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვისაც უყვარს . . . ცოდნას იძენს ღვთის შესახებ“. სიყვარულს იმ მხრივაც ვავლენთ, რომ სხვებს სიკეთეს ვუკეთებთ (1 იოანე 4:7; 1 კორინთელები 13:4). როცა კეთილად ვექცევით სხვებს, უკეთ ვეცნობით ღმერთს და მეტ სიხარულს ვგრძნობთ. მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან. ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მათე 5:7, 8).
როდესაც არ იცით, როგორ მოიქცეთ ან რა თქვათ, გააკეთეთ სიკეთე და კეთილ სიტყვებს ნუ დაიშურებთ!
საქმეები 20:35). სხვებისთვის სიკეთის კეთება თქვენვე წაგადგებათ სასიკეთოდ, თუ სასოწარკვეთილი ხართ.
დავფიქრდეთ ახალგაზრდა ორშვილიანი იაპონელი დიასახლისის, აკის, მაგალითზე. დედის უეცარი დაღუპვის გამო ის მძიმე დეპრესიაში ჩავარდა. დროდადრო იმდენად ცუდად გრძნობდა თავს, რომ ექიმთანაც დადიოდა სამკურნალოდ. ცოტა ხანში მის მეზობლად ერთი ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად. ამ ოჯახის თავი ავტოკატასტროფაში დაღუპულიყო და დედა ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო დარჩენილიყო. აკიმ გულთან ახლოს მიიტანა ამ ოჯახის უბედურება და დაუმეგობრდა. იგი ყველანაირად მხარში ედგა მათ — გადაჰქონდა საკვები, ტანსაცმელი მიჰქონდა მათთვის და ასე შემდეგ. ამის შედეგად აკიმ ემოციური წონასწორობა აღიდგინა და გაცილებით უკეთ იგრძნო თავი. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ბიბლიური სიტყვების ჭეშმარიტება: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ („სესხს აძლევთ იეჰოვას“
სიკეთე რომ გააკეთოთ, სრულებით არ არის საჭირო ბევრი ფულის დახარჯვა. ამისთვის არც განსაკუთრებული უნარი და ფიზიკური სიძლიერეა აუცილებელი. უბრალო ღიმილი, თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვები, დახმარებისთვის გაწვდილი ხელი, გულით გაღებული პატარა საჩუქარი ან თუნდაც რიგში დგომის დროს საკუთარი ადგილის სხვისთვის დათმობა, ხშირად ნამდვილად არ ტოვებს გულგრილთ გარშემომყოფთ. როდესაც არ იცით, ამა თუ იმ სიტუაციაში რა თქვათ ან როგორ მოიქცეთ, საუკეთესო იქნება, თუ არ დაიშურებთ თბილ სიტყვებს და გააკეთებთ სიკეთეს. სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ ახალგაზრდაზე ძალიან იმოქმედა ხანში შესული მისიონერის თბილმა დამოკიდებულებამ, რამაც ყოველგვარი ენობრივი ბარიერი გადაალახვინა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რატომ მოითხოვდა ღმერთი თავის თაყვანისმცემლებისგან, რომ ჰყვარებოდათ სიკეთე (მიქა 6:8).
„ერთი თბილი სიტყვა ზამთრის სამ ცივ თვეს გადაგატანინებს“, — ამბობს ერთი აღმოსავლური ანდაზა. აქედან ვხედავთ, რომ პატარა კეთილმა საქმემაც კი შეიძლება ღრმა კვალი დატოვოს სხვებზე. როდესაც სწორი მოტივითა და ღვთის სიყვარულით აკეთებთ სიკეთეს, ეს ყველას სიამოვნებს. მაშინაც კი, თუ არაფრად აგდებენ თქვენ მიერ გამოვლენილ სიკეთეს, ის არ დაგეკარგებათ, რადგან ღმერთი აუცილებლად დაგიფასებთ. ბიბლია გვარწმუნებს, რომ თუ სიკეთეს ვავლენთ, „იეჰოვას ვაძლევთ სესხს“ (იგავები 19:17). ასე რომ, ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, რომ სიკეთე გაუკეთოთ სხვებს.