არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან

იმმართველებს მთელ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ხელისუფლება?

იმმართველებს მთელ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ხელისუფლება?

ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ბიბლიურ მუხლებზე.

1. რატომ იქნება კარგი ადამიანებისთვის, თუ ერთი ხელისუფლება ეყოლებათ?

პრობლემები, რომელთაც დღეს ხვდებიან ადამიანები, ხშირად გლობალური ხასიათისაა. ზოგ ქვეყანაში ხალხის უმეტესობა ღარიბი და დაჩაგრულია. სხვაგან კი ბევრს იმდენი აქვს, რამდენიც არ სჭირდება. რესურსები თანაბრად მხოლოდ იმ შემთხვევაში გადანაწილდება, თუ მხოლოდ ერთი ხელისუფლება იარსებებს (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 4:1; 8:9).

2. რატომ უნდა გამოვავლინოთ ნდობა ასეთი ხელისუფლების მიმართ?

დღეს ბევრისთვის მიუღებელია იდეა, რომ მხოლოდ ერთმა ხელისუფლებამ იმმართველოს, რადგან ადამიანს არ ძალუძს, თავი გაართვას ამ ამოცანას. ყველას მოწონებას ვერც ერთი ადამიანი ვერ დაიმსახურებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს ძალაუფლება რყვნის. იმაზე ფიქრიც კი, რომ მათზე დიქტატორი იმმართველებს, შიშის ზარს სცემს ადამიანებს (წაიკითხეთ იგავების 29:2; იერემიას 10:23).

იეჰოვამ თავისი ძე, იესო, დანიშნა, რომ ადამიანებზე იმმართველოს (ლუკა 1:32, 33). დედამიწაზე ყოფნისას იესომ აჩვენა, თუ როგორი მმართველი იქნება — ის კურნავდა ავადმყოფებს, ასწავლიდა თავმდაბლებს და ბავშვებისთვისაც პოულობდა დროს (მარკოზი 1:40—42; 6:34; 10:13—16). ასე რომ, იესო საუკეთესო მმართველია (წაიკითხეთ იოანეს 1:14).

3. რამდენად რეალურია, რომ ოდესმე ერთი ხელისუფლება იარსებებს?

ღმერთმა თავისი ძე დანიშნა, რომ ზეციდან იმმართველოს (დანიელი 7:13, 14). როგორც ის არ არის აუცილებელი, რომ სახელმწიფოს მმართველი თავისი ქვეყნის თითოეულ ქალაქში იყოს, მათზე რომ იმმართველოს, ისე აუცილებელი არ არის, იესო დედამიწაზე იყოს იმისათვის, რომ მასზე იმმართველოს (წაიკითხეთ მათეს 8:5—9, 13).

ყველა აღიარებს იესოს მმართველობას? არა. იესოს მმართველობას მხოლოდ ისინი აღიარებენ, ვისაც სიკეთე უყვარს. იეჰოვა ღმერთი დედამიწას გაწმენდს მათგან, ვინც მის მიერ დანიშნულ მოსიყვარულე და სამართლიან მმართველს უარყოფს (წაიკითხეთ მათეს 25:31—33, 46).

4. რას გააკეთებს მსოფლიო მმართველი?

როგორც მწყემსი აგროვებს თავის ცხვრებს, ისე იესო უყრის თავს თავმდაბალ ადამიანებს ყველა ერიდან და ღვთიურ სიყვარულს ასწავლის (იოანე 10:16; 13:34). ასეთი ადამიანები თავგამოდებით უჭერენ მხარს იესოსა და მის მმართველობას (ფსალმუნი 72:8; მათე 4:19, 20). დღეს მისი ერთგული ქვეშევრდომები გაერთიანებულად აცხადებენ მთელ მსოფლიოში, რომ იესო გამეფდა (წაიკითხეთ მათეს 24:14).

იესო მალე თავის ძალაუფლებას გამოიყენებს, რომ ადამიანები უსამართლო მთავრობებისგან დაიხსნას. მან უკვე აირჩია თავისი ერთგული მიმდევრები, რომლებიც მასთან ერთად ზეციდან იმმართველებენ დედამიწაზე, როგორც მეფეები (დანიელი 2:44; 7:27). იესოს სამეფოს მმართველობის დროს დედამიწა იეჰოვას შემეცნებით აივსება და გადაიქცევა სამოთხედ, რომელიც პირველმა ადამიანებმა დაკარგეს (წაიკითხეთ ესაიას 11:3, 9; მათეს 19:28).