მიჰბაძეთ მათ რწმენას
მან მოითმინა უსამართლობა
ელია იორდანეს ველს მიუყვება. უკვე რამდენიმე კვირაა რაც გზაშია; ის ხორების მთიდან ჩრდილოეთისკენ ეშვება. როგორც იქნა, ისრაელში ჩააღწია. ელია საკუთარი თვალით ხედავს, როგორ შეცვლილა სიტუაცია თავის სამშობლოში. ხანგრძლივი გვალვის კვალი ნელ-ნელა იშლებოდა და გამომშრალი ნიადაგი ცოცხლდებოდა. შემოდგომის თბილი წვიმები მიწას ანოტივებდა. ხალხი მინდვრებს ხნავდა. ამის დანახვა წინასწარმეტყველს ცოტათი მაინც დაამშვიდებდა, მაგრამ ყველაზე მეტად მას ხალხი ადარდებდა. მათი სულიერი მდგომარეობა ძალზე სავალალო იყო. ბაალის თაყვანისცემა კვლავაც ყვაოდა და ელიას ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი. *
ქალაქ აბელ-მეჰოლასთან ახლოს ელიამ დაინახა, როგორ მუშავდებოდა უზარმაზარი მიწის ნაკვეთი. 12 უღელი ხარი მიწას ხნავდა და ნოტიო ნიადაგზე კვლებს აკეთებდა. ბოლო უღელთან იდგა კაცი, რომელსაც ელია ეძებდა. ეს იყო ელისე, რომელიც იეჰოვამ ელიას საქმის გამგრძელებლად აირჩია. ერთი პერიოდი ელია ფიქრობდა, რომ ღვთის ერთგული მარტო თვითონღა იყო და უსათუოდ ერთი სული ექნებოდა, როდის შეხვდებოდა ამ კაცს (1 მეფეები 18:22; 19:14—19).
ხომ არ ყოყმანობდა ელია, მისთვის თავისი პასუხისმგებლობები და უპირატესობები გაენაწილებინა ან თუნდაც ერთ მშვენიერ დღეს ის თავის შემცვლელად ეღიარებინა? დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ვერც იმას ვიტყვით, გაუელვა თუ არა თავში მას ასეთმა ფიქრებმა. ისიც ხომ „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“ (იაკობი 5:17). როგორც უნდა ყოფილიყო, ბიბლიაში ვკითხულობთ: „მივიდა მასთან ელია და თავისი მოსასხამი გადაუგდო“ (1 მეფეები 19:19). ელია ატარებდა მოსასხამს, რომელიც, როგორც ჩანს, ცხვრის ან თხის ტყავისგან იყო შეკერილი და ეს კი იმაზე მიანიშნებდა, რომ ის იეჰოვასგან დაკისრებულ სპეციალურ დავალებას ასრულებდა. ელისესთვის მოსასხამის მიცემა სერიოზულ დატვირთვას ატარებდა. ელია სიამოვნებით დაემორჩილა იეჰოვას ბრძანებას, რომ თავის საქმის გამგრძელებლად ელისე დაენიშნა. ელია ენდობოდა და ემორჩილებოდა ღმერთს.
თავის მხრივ, ამ ახალგაზრდა კაცსაც ძალიან სურდა, დახმარებოდა მოხუც წინასწარმეტყველს. ელისეს მაშინვე არ დაუწყია ელიას საქმის გაგრძელება. დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში ის თავმდაბლურად დაჰყვებოდა ხანდაზმულ წინასწარმეტყველს და ეხმარებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ელისე „ელიას უსხამდა წყალს ხელზე“ (2 მეფეები 3:11). რამდენად სასიამოვნო და სანუგეშო იქნებოდა ელიასთვის ასეთი უნარიანი დამხმარის ყოლა. ეს ორი მამაკაცი უეჭველად კარგი მეგობრები გახდებოდნენ. ურთიერთგამხნევების წყალობით ორივეს გაუადვილდებოდა მათ ქვეყანაში გავრცელებული უსამართლობის ატანა. განსაკუთრებით, მეფე ახაბის ბოროტება იყო აუტანელი.
მოგქცევიათ ვინმე უსამართლოდ? ამ გახრწნილ ქვეყნიერებაში უმეტესი ჩვენგანი გამხდარა უსამართლობის მსხვერპლი. უსამართლობის ატანაში შეიძლება ნამდვილი მეგობარი დაგეხმაროთ, რომელსაც უყვარს ღმერთი. ამ მხრივ ელიას რწმენიდანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
„ადექი, წადი და შეხვდი ახაბს“
ხალხი რომ სულიერად გაეძლიერებინათ, ელიას და ელისეს დიდი შრომა უწევდათ. როგორ ჩანს, ისინი სხვა წინასწარმეტყველებსაც ამზადებდნენ. თუმცა, 1 მეფეები 21:18). რა გააკეთა ახაბმა?
გარკვეული დროის შემდეგ ელიამ ახალი დავალება მიიღო იეჰოვასგან: „ადექი, წადი და შეხვდი ახაბს, ისრაელის მეფეს“ (მეფე განდგომილი იყო. ისრაელს არ ახსოვდა მასზე ბოროტი მეფე. მას ცოლად ჰყავდა იზებელი, რომელმაც ააყვავა ბაალის თაყვანისმცემლობა ისრაელში, რაშიც მეფეც იღებდა მონაწილეობას (1 მეფეები 16:31—33). ბაალის თაყვანისმცემლობა მოიცავდა ნაყოფიერების რიტუალებს, სექსუალურ აღვირახსნილობას და ბავშვების მსხვერპლად შეწირვასაც კი. ახაბმა ცოტა ხნის წინ არ ისმინა იეჰოვას სიტყვა და არ მოკლა სირიის ბოროტი მეფე ბენ-ჰადადი. როგორც ჩანს, ახაბი ასე ანგარების გამო მოიქცა (1 მეფეები, თავი 20). მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად სძლია ახაბი და იზებელი სიხარბემ, მატერიალიზმმა და ძალადობამ.
ახაბს სამარიაში დიდებული სასახლე ჰქონდა. მას დაახლოებით 37 კილომეტრის მოშორებით, იზრეელშიც ჰქონდა სასახლე. მისი სასახლის მომიჯნავედ ვენახი იყო გაშენებული, რომელიც ნაბოთს ეკუთვნოდა. მეფემ თვალი დაადგა ამ მიწას. მან თავისთან იხმო ნაბოთი და უთხრა, რომ მიწის სანაცვლოდ ფულს მისცემდა ან სხვა ნაკვეთში გაუცვლიდა. მაგრამ ნაბოთმა მიუგო: „იეჰოვამ დამიფაროს, ჩემი მამა-პაპის მემკვიდრეობა შენ მოგცე!“ (1 მეფეები 21:3). ჯიუტი და წინდაუხედავი იყო ნაბოთი? ბევრმა შეიძლება ასე იფიქროს, მაგრამ, სინამდვილეში, ის იეჰოვას კანონს დაემორჩილა, რომლის თანახმადაც, ისრაელებს ეკრძალებოდათ მემკვიდრეობით მიღებული მიწის სამუდამოდ გაყიდვა (ლევიანები 25:23—28). ნაბოთს წარმოუდგენლად მიაჩნდა ღვთის კანონის დარღვევა. ის რწმენის კაცი იყო. ამ გაბედულმა ადამიანმა ნამდვილად იცოდა, რომ ახაბთან დაპირისპირება კარგს არაფერს მოუტანდა.
ახაბს კი სულაც არ ადარდებდა იეჰოვას კანონი. ის სახლში „დაღვრემილი და დამწუხრებული“ წავიდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაწვა თავის ტახტზე, გადაბრუნდა და პურს აღარ ჭამდა“ (1 მეფეები 21:4). როდესაც იზებელმა დაინახა ჭირვეული ბავშვივით გაბუტული ქმარი, სასწრაფოდ შეადგინა მზაკვრული გეგმა ახაბის სურვილის დასაკმაყოფილებლად. მან გადაწყვიტა, მართალი ოჯახი ამოეწყვიტა.
შეუძლებელია წაიკითხო იზებელის მზაკვრული გეგმის შესახებ და არ გაოცდე ამ ქალის ბოროტებით. დედოფალმა იცოდა, რომ ღვთის კანონის თანახმად, სერიოზული ბრალდების დასამტკიცებლად ორი მოწმის ჩვენება მოითხოვებოდა (კანონი 19:15). ამიტომ მან ახაბის სახელზე წერილები დაწერა და დაუგზავნა იზრეელის დიდებულებს, რათა მათ ორი კაცი მოეძებნათ, რომლებიც ნაბოთის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებას მისცემდნენ და შედეგად ნაბოთს სიკვდილით დასჯიდნენ. სამწუხაროდ, იზებელის გეგმა წარმატებული აღმოჩნდა. ორი უვარგისი კაცი ცრუ მოწმედ გამოვიდა ნაბოთის წინააღმდეგ და უდანაშაულო ადამიანი ჩაქოლეს. მკვლელები მარტო ამით არ დაკმაყოფილდნენ. მათ ნაბოთის ვაჟებიც ამოხოცეს * (1 მეფეები 21:5—14; ლევიანები 24:16; 2 მეფეები 9:26). ფაქტობრივად, ახაბი ვერ აღმოჩნდა კარგი მმართველი, მან ნება დართო ცოლს თავის ნებაზე მოქცეულიყო და უდანაშაულო ხალხი ამოეწყვიტა.
წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა ელია, როცა იეჰოვა გაუმხელდა, თუ რა ჩაიდინეს მეფემ და დედოფალმა. მართლაც, რა გულდასაწყვეტია, როდესაც ბოროტები უდანაშაულო ადამიანებზე იმარჯვებენ (ფსალმუნი 73:3—5, 12, 13). დღესაც ხშირად ვხედავთ უსამართლობის საშინელ ფაქტებს, ზოგჯერ ამას გავლენიანი ადამიანები სჩადიან და აცხადებენ, რომ ღვთის სახელით მოქმედებენ. მაგრამ ჩვენთვის ეს ბიბლიური მაგალითი ნუგეშის მომცემია. ის შეგვახსენებს, რომ იეჰოვას თვალს არაფერი გამოეპარება. ღმერთი ყველაფერს ხედავს (ებრაელები 4:13). მაგრამ როგორია იეჰოვას რეაქცია?
„ჩემო მტერო, მაინც მიპოვე, არა?“
იეჰოვამ ელია ახაბთან გაგზავნა და უთხრა: „ის, ნაბოთის ვენახის დასაპატრონებლად არის ჩასული“ (1 მეფეები 21:18). როცა იზებელმა უთხრა ახაბს, რომ ვენახი უკვე მისი იყო, ის მაშინვე ადგა და სიხარულით გაეშურა ვენახის სანახავად. მას არასდროს მოსვლია აზრად, რომ იეჰოვა ყველაფერს ხედავდა. წარმოიდგინეთ, მისი სახის გამომეტყველება, როცა შესცქეროდა ვენახს და ფიქრობდა, რა შესანიშნავ ბაღს გააშენებდა ამ ადგილას. მაგრამ უცებ, ელია გამოჩნდა. ახაბს ბედნიერი გამომეტყველება მყისვე შეეცვალა და სიძულვილითა და ბრაზით ანთებულმა შემდეგი სიტყვები გამოცრა: „ჩემო მტერო, მაინც მიპოვე, არა?“ (1 მეფეები 21:20).
ახაბის სიტყვებიდან იკვეთება ორი უგუნური აზრი. პირველი, კითხვით „მაინც მიპოვე, არა?“ გამოვლინდა, რომ ახაბს სულიერად გონება ჰქონდა დაბინდული. იეჰოვას ის უკვე მანამდე ჰყავდა „ნაპოვნი“. ებრაული სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც „პოვნა“, ნიშნავს აგრეთვე „აღმოჩენას“. იეჰოვამ დაინახა, რომ ახაბმა ბოროტად გამოიყენა ნების თავისუფლება და ის, თუ როგორ დაეუფლა იზებელის მზაკვრული გეგმით მოპოვებულ მიწის ნაკვეთს. ღმერთმა ისიც დაინახა, რომ მომხვეჭელობას ახაბის გულში ჩაეხშო გულმოწყალება, სამართლიანობა და თანაგრძნობა. მეორე, სიტყვებით „ჩემო მტერო“, გამოვლინდა, თუ როგორ სძულდა ახაბს კაცი, რომელიც იეჰოვა ღმერთის მეგობარი იყო და რომელსაც შეეძლო მისი დამღუპველი გზიდან შემობრუნება.
ახაბის უგუნური საქციელიდან ჩვენც შეგვიძლია მნიშვნელოვანი რამ ვისწავლოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა ყველაფერს ხედავს. როგორც მოსიყვარულე მამამ, მან იცის, როდის ვცდებით სწორ გზას და ძალიან სურს, კვლავ სწორ გზაზე დაგვაყენოს. ჩვენ ფსალმუნი 141:5).
დასახმარებლად ის ხშირად თავის მეგობრებს, ერთგულ ადამიანებს, იყენებს, რომლებიც ელიას მსგავსად ღვთის სიტყვას გადმოგვცემენ. რა დიდი შეცდომა იქნებოდა, რომ ღვთის ერთგული ადამიანები ჩვენს მტრებად ჩაგვეთვალა (წარმოიდგინეთ, ელია ახაბს ეუბნება: „გიპოვე“. ამ ებრაულ სიტყვაში მან ის იგულისხმა, რომ სინამდვილეში უკვე იცოდა ვინ იყო ახაბი — ქურდი, მკვლელი და იეჰოვას მოწინააღმდეგე. ელიას დიდი სიმამაცე დასჭირდებოდა, რომ ასეთ ბოროტ ადამიანს დაპირისპირებოდა. მან ახაბს ღვთის განაჩენი გამოუცხადა. იეჰოვა მთელ სურათს ხედავდა — ახაბის სახლში ფესვგამდგარი ბოროტების სენი ხალხსაც მოსდებოდა. ელიამ ახაბს უთხრა, რომ ღმერთი აღგვიდა მთელ მის დინასტიას. სამსჯავროს ვერც იზებელი დააღწევდა თავს (1 მეფეები 21:20—26).
ელიასგან განსხვავებით მის დროს მცხოვრები ბოროტი ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ადვილად გადაურჩებოდნენ ღვთის სასჯელს. დღევანდელ ქვეყნიერებაში ხალხს სწორედ ასეთი განწყობა აქვს. ეს ბიბლიური მონაკვეთი შეგვახსენებს, რომ იეჰოვა არა მარტო ყველაფერს ხედავს, არამედ საჭირო დროს ბოროტებს პასუხს აგებინებს. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ მოდის დრო, როცა ღმერთი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ უსამართლობას (ფსალმუნი 37:10, 11). შეიძლება ასეთი კითხვები გაგიჩნდეთ: ღვთის განაჩენი მხოლოდ დასჯას გულისხმობს? შეიწყალებს ღმერთი ვინმეს?
„ხედავ, როგორ დაიმდაბლა ახაბმა თავი?“
ელიას ალბათ გაუკვირდა, როცა დაინახა ახაბის რეაქცია ღვთის განაჩენის მოსმენაზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ამ სიტყვების გაგონებაზე ახაბმა შემოიხია ტანსაცმელი და ჯვალო შემოიხვია. მარხულობდა, ჯვალოში იწვა და დამწუხრებული დადიოდა“ (1 მეფეები 21:27). ინანიებდა ახაბი თავის საქციელს?
სულ მცირე იმის თქმა მაინც შეგვიძლია, რომ მან მოახდინა რაღაც ცვლილებები საკუთარ თავში. მან თავი დაიმდაბლა, რაც ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი ამაყი და ქედმაღალი ადამიანისთვის. იყო ეს გულწრფელი მონანიება? გავიხსენოთ მეფე მენაშე, რომელმაც ბოროტებაში ახაბს გადააჭარბა. როდესაც იეჰოვამ მენაშე დასაჯა, მან თავი დაიმდაბლა და საშველად იეჰოვას მოუხმო. უფრო მეტიც, მან ცხოვრების წესი შეიცვალა — მოსპო თავისივე აგებული კერპები, ძალ-ღონეს არ იშურებდა იეჰოვას მსახურებისთვის და ხალხსაც ამისკენ მოუწოდებდა (2 მატიანე 33:1—17). ახაბიც ასე მოიქცა? სამწუხაროდ, არა.
შეამჩნია იეჰოვამ ის, რომ ახაბმა სახალხოდ გამოხატა მწუხარება? იეჰოვამ ელიას უთხრა: „ხედავ, როგორ დაიმდაბლა ახაბმა თავი ჩემ წინაშე? რაკი დაიმდაბლა თავი ჩემ წინაშე, მის სიცოცხლეში აღარ დავატეხ მას უბედურებას, მისი ვაჟის სიცოცხლეში დავატეხ უბედურებას მის სახლს“ (1 მეფეები 21:29). აპატია იეჰოვამ ახაბს დანაშაული? არა. ღვთის წყალობა მხოლოდ გულწრფელ მომნანიებლებზე ვრცელდება (ეზეკიელი 33:14—16). მაგრამ, რადგანაც ახაბმა მაინც გამოხატა ოდნავი სინანული, იეჰოვამაც შესაბამისი გულმოწყალებით უპასუხა. ღმერთმა ახაბი იმ გაგებით შეიწყალა, რომ არ ახილვინა ოჯახის წევრების საშინელი განადგურება.
და მაინც, იეჰოვამ არ შეცვალა თავისი განაჩენი. მოგვიანებით მან თავის ანგელოზებთან მოითათბირა, თუ რომელი გზა იქნებოდა საუკეთესო ახაბის ბრძოლაში გასატყუებლად, რათა ღვთის ნების თანახმად, იქ მომკვდარიყო. ბრძოლაში დაჭრილი ახაბი საკუთარ ეტლში სისხლისგან დაიცალა. ამ ბიბლიურ მონაკვეთში მოყვანილია მეტად არასასიამოვნო დეტალიც: როდესაც სამეფო ეტლი გარეცხეს, მეფის სისხლს ძაღლები ლოკავდნენ. იეჰოვას სიტყვები, რომელიც ელიამ ახაბს გადასცა, სახალხოდ შესრულდა: „სადაც ნაბოთის სისხლს ლოკავდნენ ძაღლები, იქ შენს სისხლსაც ალოკავენ!“ (1 მეფეები 21:19; 22:19—22, 34—38).
ელიასთვის, ელისესა და ღვთის ყველა სხვა ერთგული მსახურისთვის ახაბის ბოლო იმის ერთგვარი შეხსენებაა, რომ იეჰოვას არ დავიწყნია ნაბოთის სიმამაცე და რწმენა. სამართლიანი ღმერთი არ დატოვებს ბოროტებს დაუსჯელს, ადრე თუ გვიან იეჰოვა მათ პასუხს აგებინებს. თუმცა დასჯის დროს არც გულმოწყალება დაავიწყდება, თუ ამის საფუძველი ექნება (რიცხვები 14:18). ეს მართლაც ძლიერი მაგალითი იქნებოდა ელიასთვის, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში ითმენდა იმ ბოროტებას, რაც მეფე ახაბის მმართველობის დროს ხდებოდა. ყოფილხართ უსამართლობის მსხვერპლი? მოუთმენლად ელით იმ დროს, როცა ღმერთი სამართალს გააჩენს? მაშ, მიჰბაძეთ ელიას რწმენას. თავის ერთგულ დამხმარესთან, ელისესთან ერთად ის კვლავ განაგრძობდა ღვთის სიტყვის გადაცემას და ითმენდა უსამართლობას.
^ აბზ. 3 იეჰოვამ სამწელიწად-ნახევარი გვალვა მოავლინა, რათა გამოაშკარავებულიყო ბაალის უსუსურობა, რომელსაც წვიმისა და ნაყოფიერების ღვთაებად მიიჩნევდნენ (1 მეფეები, თავი 18). იხილეთ 2008 წლის 1 იანვრისა და 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, რუბრიკა „მიჰბაძეთ მათ რწმენას“.
^ აბზ. 13 შესაძლოა იზებელი შიშობდა, რომ ვენახზე მესაკუთრეობა ნაბოთის მემკვიდრეებს გადაეცემოდა. ამიტომ მან ნაბოთის ვაჟების მკვლელობაც მოაწყო. იმასთან დაკავშირებით თუ რატომ უშვებს ღმერთი ამგვარ ჩაგვრას, იხილეთ ამავე ჟურნალში რუბრიკა „მკითხველები გვეკითხებიან“.