არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?

მსოფლიოს ღმერთი რომ მართავდეს, იქნებოდა ამდენი ტანჯვა დედამიწაზე?

ბევრს სჯერა, რომ მსოფლიოს ღმერთი მართავს. მაგრამ ეს რომ ასე იყოს, იქნებოდა ამდენი ­ტანჯვა დედამიწაზე? (კანონი 32:4, 5). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მსოფლიოს ბოროტი მართავს (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:19).

როგორ ჩაიგდო ხელში ბოროტმა ძალაუფლება? კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე ერთი ანგელოზი ღმერთს დაუპირისპირდა. მან ადამიანთა პირველი წყვილიც აუმხედრა ღმერთს (დაბადება 3:1—6). მათ არჩიეს, დამორჩილებოდნენ ბოროტ ანგელოზს, სატანას, და ამგვარად, ის თავიანთ მმართველად გაიხადეს. მაგრამ ერთადერთი სრულუფლებიანი მმართველი ყოვლისშემძლე ღმერთია, რომელსაც სურს, რომ ადამიანებმა საკუთარი ნებით აირჩიონ მისი მმართველობა (კანონი 6:6; 30:16, 19). სამწუხაროდ, უმეტესობა დღესაც შეცდომაშია შეყვანილი და პირველი წყვილის მსგავსად, არასწორ არჩევანს აკეთებს (წაიკითხეთ გამოცხადების 12:9).

ვინ გადაჭრის ადამიანთა პრობლემებს?

დაუშვებს ღმერთი იმას, რომ სატანამ კიდევ დიდხანს იბობოქროს? არა! ღმერთი იესოს მეშვეობით პირვანდელ სახეს დაუბრუნებს ყველაფერს, რაც სატანამ დააზიანა (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:8).

ღვთისგან უფლებამოსილი იესო გაანადგურებს სატანას (რომაელები 16:20). ამის შემდეგ ღმერთი დაიწყებს მმართველობას და ადამიანებს დაუბრუნებს იმ ბედნიერ და მშვიდობიან ცხოვრებას, რაც თავდაპირველად ჰქონდა განზრახული (წაიკითხეთ გამოცხადების 21:3—5).

 

აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr418.com