პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ყველა რელიგია განადიდებს ღმერთს?
ახალი ამბების მოსმენისას უთუოდ შენიშნავდით, რომ ზოგჯერ ბოროტი საქმეების უკან რელიგია დგას. ჭეშმარიტ ღმერთს არ ჩაუყრია საფუძველი ყველა რელიგიისთვის (მათე 7:15). სინამდვილეში, ბევრი ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:19).
მიუხედავად ამისა, ღმერთს შეუმჩნეველი არ რჩება გულწრფელი ადამიანები, რომელთაც უყვართ ის, რაც კარგი და ჭეშმარიტია (იოანე 4:23). ღმერთი მოუწოდებს ასეთ ადამიანებს, რომ მისი სიტყვიდან, ბიბლიიდან, გაიგონ ჭეშმარიტება (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:3—5).
როგორ შეიძლება ჭეშმარიტი რელიგიის ამოცნობა?
იეჰოვა სხვადასხვა მრწამსის ადამიანებს ერთ რელიგიაში აერთიანებს და ჭეშმარიტებასა და ერთმანეთის სიყვარულს ასწავლის (მიქა 4:2, 3). ამგვარად, ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრების ამოცნობა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებით შეიძლება (წაიკითხეთ იოანეს 13:35).
იეჰოვა ღმერთი ყველანაირ ადამიანს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში აერთიანებს (ფსალმუნი 133:1)
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების რწმენა და ცხოვრების წესი ბიბლიას ეფუძნება (2 ტიმოთე 3:16). ისინი აგრეთვე განადიდებენ ღვთის სახელს (ფსალმუნი 83:18). კაცობრიობის პრობლემების გადაჭრის ერთადერთ იმედად კი ღვთის სამეფოს მიიჩნევენ (დანიელი 2:44). ისინი ჰბაძავენ იესოს და მათი სინათლეც ანათებს, რაც იმაში ვლინდება, რომ მოყვასს სიკეთეს უკეთებენ (მათე 5:16). აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოცნობა იმითაც შეიძლება, რომ ისინი სახლში აკითხავენ ადამიანებს და ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას უზიარებენ (წაიკითხეთ მათეს 24:14; საქმეების 5:42; 20:20).