არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

შეუძლიათ ანგელოზებს ჩვენი დახმარება?

როგორც ღვთის ერთგულ დანიელს დაეხმარნენ წარსულში ანგელოზები, ისე დღეს ეხმარებიან ისინი ადამიანებს, გაეცნონ სასიხარულო ცნობას

იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნამდე დიდი ხნით ადრე მილიონობით ანგელოზი შექმნა (იობი 38:4, 7). ანგელოზები არიან ძლევამოსილი სულიერი ქმნილებები, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან. ზოგჯერ ღმერთი ანგელოზებს აგზავნის თავისი მიწიერი მსახურების დასაცავად ან ხელმძღვანელობის გასაწევად (ფსალმუნი 91:10, 11). დღეს ანგელოზები ადამიანებს ეხმარებიან, გაეცნონ სასიხარულო ცნობას, რომელსაც იესოს მიმდევრები ქადაგებენ (წაიკითხეთ გამოცხადების 14:6, 7).

უნდა მივმართოთ ანგელოზებს ლოცვით დასახმარებლად? არავითარ შემთხვევაში! ლოცვა არის თაყვანისმცემლობის ნაწილი, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის (გამოცხადება 19:10). ვინაიდან ანგელოზები ღვთის მსახურები არიან, ისინი მის მითითებებს ასრულებენ და არა ადამიანების. აქედან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს უნდა მივმართოთ ლოცვით იესოს სახელით (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:20, 21; მათეს 26:53).

არსებობენ ბოროტი ანგელოზები?

ადამიანების მსგავსად ანგელოზებიც ნების თავისუფლებით არიან შექმნილი და შეუძლიათ, თავად აირჩიონ, კარგი აკეთონ თუ ცუდი. სამწუხაროდ, ბევრი ანგელოზი ღმერთს დაუპირისპირდა (2  პეტრე 2:4). მათ შორის პირველი სატანა იყო; სხვები კი, ვინც მის კვალს გაჰყვნენ, დემონებად იქცნენ. არც ისე დიდი ხნის წინ სატანა და მისი დემონები ზეციდან დედამიწაზე იქნენ გადმოყრილი (წაიკითხეთ გამოცხადების 12:7—9).

1914 წლიდან ძალადობისა და ბოროტების მასშტაბების საოცარი ზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ მალე ღმერთი სატანას და დემონებს ძალაუფლებას წაართმევს. შემდეგ კი, ღმერთი სამოთხეს აღადგენს და მას თავდაპირველ სახეს დაუბრუნებს (წაიკითხეთ გამოცხადების 12:12; 21:3, 4).