არჩეულ მასალაზე გადასვლა

მითითებები შეხვედრისთვის „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

მითითებები შეხვედრისთვის „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

სარჩევი

1. ქვემოთ მოცემული მითითებები დაეხმარება ყველას, ვინც მონაწილეობს შეხვედრაში „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“. თითოეული მონაწილე დავალების მომზადებამდე უნდა გაეცნოს როგორც აქ, ისე ბროშურაში „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ მოცემულ მითითებებს. კარგი იქნება, თუ ყველა მაუწყებელი მიიღებს მონაწილეობას დავალებებში. დავალებებით გამოსვლა შეუძლია მასაც, ვინც არ არის მაუწყებელი, მაგრამ რეგულარულად ესწრება შეხვედრებს, ეთანხმება ბიბლიურ მოძღვრებებს და ცხოვრობს ქრისტიანული პრინციპებით. თუ დავალებით გამოსვლის სურვილს გამოთქვამს ის, ვინც მაუწყებელი არ არის, „ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების“ ზედამხედველი გაესაუბრება მას და აუხსნის, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ამისთვის. გასაუბრების შემდეგ შეატყობინებს, აკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნებს. გასაუბრება უნდა შედგეს მისი ბიბლიის მასწავლებლის (ან მორწმუნე მშობლის) თანდასწრებით. ეს მოთხოვნები იგივეა, რაც მოუნათლავ მაუწყებლად გახდომის შემთხვევაში od თ. 8, ¶8).

 ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ ᲡᲘᲢᲧᲕᲐ

2. (1 წუთი). სიმღერისა და ლოცვის შემდეგ შეხვედრის თავმჯდომარე მსმენელს პროგრამის მოსასმენად განაწყობს. მან ყურადღება კრებისთვის სასარგებლო მხარეებზე უნდა გაამახვილოს.

 ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

  3მოხსენება (10 წუთი). განსახილველი თემა და ორი-სამი მთავარი აზრი მოცემულია ბროშურაში „ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“. ეს დავალება უნდა მიეცეს უხუცესს ან შესაფერის მომსახურეს. როდესაც გეგმის მიხედვით ბიბლიის ახალი წიგნის განხილვა იწყება, ნაჩვენები იქნება ვიდეო ამ წიგნის შესახებ. მომხსენებელს შეუძლია გაავლოს პარალელები ვიდეოსა და განსახილველ თემას შორის. თუმცა მან აუცილებლად უნდა განიხილოს ბროშურაში მოცემული მთავარი აზრები. თუ დრო საშუალებას იძლევა, ყურადღება უნდა გაამახვილოს თემაში მოცემულ ილუსტრაციებზე. მას შეუძლია მოიშველიოს ინფორმაცია სხვა წყაროებიდან, თუ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობაში დაეხმარება.

 4ღვთის სიტყვის სიღრმეები (10 წუთი). კითხვა-პასუხებით განხილვა შესავლისა და დასკვნის გარეშე, რომელსაც წაუძღვება უხუცესი ან შესაფერისი მომსახურე. მან უნდა დასვას ორივე კითხვა. შეუძლია თავად განსაზღვროს, წააკითხებს თუ არა აუდიტორიას მითითებულ ბიბლიურ მუხლებს. კომენტარების ხანგრძლივობა უნდა იყოს 30 წამი ან ნაკლები.

 5ბიბლიის კითხვა (4 წუთი). ეს დავალება უნდა მიეცეს ძმას (არ არის აუცილებელი, მაუწყებელი იყოს). მოსწავლემ უნდა წაიკითხოს მოცემული მასალა შესავლისა და დასკვნის გარეშე. შეხვედრის თავმჯდომარის მიზანი ისაა, რომ დაეხმაროს მოსწავლეს, მასალა წაიკითხოს გამართულად, გასაგებად, ბუნებრივად, შეუფერხებლად, სწორი ინტონაციით, შესაფერისი პაუზებით და დასვას სწორი აზრობრივი მახვილი. ვინაიდან წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთები მოცულობით განსხვავდება, „ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების“ ზედამხედველმა დავალებების განაწილებისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის უნარი.

 ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

6. (15 წუთი). შეხვედრის ამ ნაწილის მიზანია, ყველას მიეცეს საშუალება, მოემზადოს მსახურებისთვის და გაიუმჯობესოს საუბრის, ქადაგებისა და სწავლების უნარ-ჩვევები. თუ საჭიროება მოითხოვს, დროდადრო უხუცესებსაც შეიძლება მიეცეთ ეს დავალებები. თითოეულმა მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს პროგრამაში დავალების გვერდით ფრჩხილებში მოცემულ გაკვეთილსა და პუნქტს ბროშურებიდან „კითხვა და სწავლება“ და „გიყვარდეთ ადამიანები“. დროდადრო ამ პროგრამაში ზოგიერთი ნაწილი შესაძლოა განხილვის სახით ჩატარდეს. პროგრამის ეს ნაწილი უნდა წარმოადგინოს უხუცესმა ან შესაფერისმა მომსახურემ (იხილეთ  მე-15 აბზაცი, სადაც საუბარია, როგორ უნდა იქნეს წარმოდგენილი განსახილველი თემები).

 7საუბრის წამოწყება: ეს დავალება შეიძლება მიეცეს როგორც ძმას, ისე დას (არ არის აუცილებელი, მაუწყებელი იყოს). დამხმარე შეიძლება იყოს მისივე სქესის წარმომადგენელი ან ოჯახის წევრი. დავალების შესრულებისას მოსწავლეებს შეუძლიათ იდგნენ ან ისხდნენ (დამატებითი ინფორმაციისთვის, რომელიც უკავშირდება საუბრის თემას და სიტუაციას, იხილეთ  მე-12 და  მე-13 აბზაცები).

 8ინტერესის გაღვივება: ეს დავალება შეიძლება მიეცეს როგორც ძმას, ისე დას (არ არის აუცილებელი, მაუწყებელი იყოს). დამხმარე უნდა იყოს მისივე სქესის წარმომადგენელი (km 5/97 გვ. 7). დავალების შესრულებისას მოსწავლეებს შეუძლიათ იდგნენ ან ისხდნენ. მოსწავლე ინსცენირების სახით წარმოადგენს, როგორ უნდა გაუღვივოს ინტერესი მას, ვისაც წინა ჯერზე ესაუბრა (დამატებითი ინფორმაციისთვის, რომელიც უკავშირდება საუბრის თემას და სიტუაციას, იხილეთ  მე-12 და  მე-13 აბზაცები).

 9მოწაფეების მომზადება: ეს დავალება შეიძლება მიეცეს როგორც ძმას, ისე დას (არ არის აუცილებელი, მაუწყებელი იყოს). დამხმარე უნდა იყოს მისივე სქესის წარმომადგენელი (km 5/97 გვ. 7). დავალების შესრულებისას მოსწავლეებს შეუძლიათ იდგნენ ან ისხდნენ. წარმოდგენილი უნდა იყოს ბიბლიის შესწავლა, რომელიც უკვე დაწყებულია. არ არის საჭირო შესავლის ან დასკვნის გაკეთება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოსწავლე აქედან რომელიმე გაკვეთილზე მუშაობს. აუცილებელი არ არის მთელი შესასწავლი მასალის ხმამაღლა წაკითხვა, თუმცა დასაშვებია.

 10საკუთარ მრწამსზე მსჯელობა: როცა დავალება მოხსენების სახით არის მოცემული, უნდა მიეცეს ძმას (არ არის აუცილებელი, მაუწყებელი იყოს), ხოლო როცა ინსცენირების სახითაა მოცემული, შეიძლება მიეცეს როგორც ძმას, ისე დას (არ არის აუცილებელი, მაუწყებელი იყოს). დამხმარე შეიძლება იყოს მისივე სქესის წარმომადგენელი ან ოჯახის წევრი. მოსწავლემ წყაროზე დაყრდნობით ნათლად და ტაქტიანად უნდა ახსნას ქრისტიანული თვალსაზრისი მის დავალებაში მოცემულ საკითხზე. მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს, მოიხსენიებს თუ არა მითითებულ წყაროს.

 11მოხსენება: ეს დავალება უნდა მიეცეს ძმას (არ არის აუცილებელი, მაუწყებელი იყოს). როცა მოხსენება ეფუძნება დანართ 1-ს ბროშურიდან „გიყვარდეთ ადამიანები“, მოსწავლემ უნდა ახსნას, როგორ შეიძლება ამ მუხლ(ებ)ის მსახურებაში გამოყენება. მაგალითად, მას შეუძლია აღნიშნოს, რა სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს ეს მუხლი, ახსნას მისი მნიშვნელობა ან ისაუბროს იმაზე, როგორ შეიძლება ამ მუხლზე დაყრდნობით ვინმესთან მსჯელობა. როცა მოხსენება ეფუძნება რომელიმე გაკვეთილის პუნქტს ბროშურიდან „გიყვარდეთ ადამიანები“, მოსწავლემ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, როგორ შეიძლება ამ პუნქტის გამოყენება მსახურებაში. მას შეუძლია ისაუბროს გაკვეთილის პირველ პუნქტში მოცემულ მაგალითზე ან, თუ საჭიროება მოითხოვს, იმსჯელოს გაკვეთილის ბოლოს მოცემულ ნებისმიერ ბიბლიურ მუხლზე.

   12საუბრის თემა: ამ და მომდევნო აბზაცში მოცემული რჩევები ეხება დავალებებს „საუბრის წამოწყება“ და „ინტერესის გაღვივება“. თუ რაიმე დამატებითი მითითება არ ახლავს თან, მოსწავლემ მსმენელს უნდა გაუზიაროს მისთვის საინტერესო რომელიმე ბიბლიური აზრი და საფუძველი ჩაუყაროს მომდევნო საუბარს. მოსწავლემ უნდა შეარჩიოს აქტუალური და ადგილობრივ სიტუაციაზე მორგებული თემა. თავად შეუძლია გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა რომელიმე პუბლიკაციას ან აჩვენებს თუ არა რომელიმე ვიდეოს „სწავლებაში დამხმარე საშუალებებიდან“. მოსწავლე უნდა მოერიდოს გაზეპირებული ფრაზებით საუბარს. ის უნდა ეცადოს, ბუნებრივ სასაუბრო სტილში წაიყვანოს მსჯელობა და გულწრფელი ინტერესი გამოიჩინოს მოსაუბრის მიმართ.

   13სიტუაცია: მოსწავლემ დავალება უნდა მოარგოს ადგილობრივ სიტუაციას. მაგალითად:

  1.  1) კარდაკარ ქადაგება: მოიცავს როგორც უბანზე, ისე ტელეფონით ან წერილებით ქადაგებას. ამაში შედის საუბრის გაგრძელება იმ ადამიანთან, რომელსაც მოსწავლე წინა ჯერზე კარდაკარ ესაუბრა.

  2.  2) არაფორმალურად ქადაგება: ამ დავალების დროს მოსწავლემ საუბარი ბიბლიურ თემებზე უნდა გადაიტანოს და მოსაუბრეს რაიმე ბიბლიური აზრი გაუზიაროს. ეს შეიძლება იყოს საუბარი თანამშრომელთან, კლასელთან, მეზობელთან, ვინმესთან ტრანსპორტში ან სხვა ნებისმიერ ყოველდღიურ სიტუაციაში.

  3.  3) საჯარო სივრცეში ქადაგება: მოიცავს სტენდით ქადაგებას, საქმიან ტერიტორიაზე, ქუჩაში, პარკში, ავტოსადგომზე ან სხვა საჯარო სივრცეში ქადაგებას.

 14ვიდეოების და პუბლიკაციების გამოყენება: სიტუაციიდან გამომდინარე მოსწავლემ შეიძლება გადაწყვიტოს რომელიმე ვიდეოს ჩვენება ან პუბლიკაციის შეთავაზება. თუ ის თავად გადაწყვეტს ვიდეოს ჩვენებას ან დავალება ითვალისწინებს ამას, მან უნდა იმსჯელოს ვიდეოზე, თუმცა ინსცენირების დროს არ უნდა ჩართოს.

 ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

 15. სიმღერის შემდეგ წარმოდგენილი იქნება 15-წუთიანი ერთ ან ორნაწილიანი პუნქტი, რომელიც დაეხმარება აუდიტორიას ღვთის სიტყვის პრაქტიკულად გამოყენებაში. თუ სხვა რამ არ იქნება მითითებული, ეს დავალება უნდა მიეცეს უხუცესს ან შესაფერის მომსახურეს. ადგილობრივი მოთხოვნილებები მხოლოდ უხუცესმა უნდა წარმოადგინოს. როცა მითითებულია, რომ პროგრამის ეს ნაწილი არის განხილვა, ჩამტარებელს შეუძლია პუნქტში მოცემული კითხვების გარდა დამატებითი კითხვებიც დასვას. მან მოკლე შესავალი უნდა გააკეთოს, რომ საკმარისი დრო ჰქონდეს მთავარი აზრების განსახილველად და აუდიტორიასაც მისცეს მონაწილეობის საშუალება. როცა ეს პუნქტი ინტერვიუსაც ითვალისწინებს, ვისგანაც ინტერვიუს იღებენ, სცენაზე უნდა იყოს და არა აუდიტორიაში, თუ რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი არ იქნება.

  16კრების ბიბლიის შესწავლა (30 წუთი). ეს დავალება უნდა მიეცეს შესაფერის უხუცესს (კრებებში, სადაც არ არიან საკმარისი უხუცესები, ეს დავალება შეიძლება შესაფერის მომსახურეებსაც მიეცეთ). უხუცესთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, რომელი ძმები შეძლებენ კრების ბიბლიის შესწავლის ჩატარებას. შერჩეულ ძმებს უნდა შეეძლოთ, დროულად დაამთავრონ შესწავლა, ხაზი გაუსვან მთავარ აზრებს და მუხლებს და დაანახვონ მსმენელს განხილული მასალის პრაქტიკული ღირებულება. ეს ძმები უნდა გაეცნონ მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კითხვა-პასუხებიანი განხილვა (w23.04 გვ. 24, ჩარჩო). თუ კრება ამოწურავს განსახილველ მასალას, საჭირო არ არის დროის ხელოვნურად გაწელვა. თუ შესაძლებელია, ყოველ კვირაში სხვადასხვა ჩამტარებელი და წამკითხველი უნდა დაინიშნოს. თუ შუა კვირის შეხვედრის თავმჯდომარე წინასწარ გააფრთხილებს ჩამტარებელს, რომ შესწავლა შეამოკლოს, ჩამტარებელი თავად გადაწყვეტს, როგორ შეამოკლოს ის. მაგალითად, მან შეიძლება ზოგიერთი აბზაცი წაკითხვის გარეშე განიხილოს.

 ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲘᲗᲘ ᲡᲘᲢᲧᲕᲐ

 17. (3 წუთი). შეხვედრის თავმჯდომარემ უნდა იმსჯელოს პროგრამის პრაქტიკულ მხარეებზე. მან აგრეთვე უნდა მიმოიხილოს, რა იქნება განხილული მომდევნო შეხვედრაზე. თუ დრო დარჩება, შეუძლია აღნიშნოს, რომელ მოსწავლეს რა დავალება ექნება მომდევნო კვირას. თუ სხვა მითითება არაა, ნებისმიერი საჭირო განცხადება ან წერილი პროგრამის თავმჯდომარემ უნდა წაიკითხოს დასკვნითი სიტყვის დროს. არ უნდა გაკეთდეს განცხადებები სამქადაგებლო მსახურების გრაფიკთან, დალაგებასთან თუ სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი ინფორმაცია გამოკრული უნდა იყოს საინფორმაციო დაფაზე. თუ ეს დრო არ არის საკმარისი განცხადებების ან წერილების წასაკითხად, მაშინ თავმჯდომარემ უნდა სთხოვოს ბოლოს გამომსვლელ ძმებს, შეამოკლონ თავიანთი დავალებები (იხილეთ  აბზაცები 16 და  19). შეხვედრა დასრულდება სიმღერითა და ლოცვით.

 ᲨᲔᲥᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲠᲩᲔᲕᲘᲡ ᲛᲘᲪᲔᲛᲐ

 18. მას შემდეგ, რაც მოსწავლე თავის დავალებას წარმოადგენს, შეხვედრის თავმჯდომარეს დაახლოებით ერთი წუთი ექნება იმისთვის, რომ შეაქოს და საჭირო რჩევა მისცეს დავალებაში მითითებული გაკვეთილიდან ან პუნქტიდან. როცა თავმჯდომარე დავალებას წარადგენს, მან არ უნდა გამოაცხადოს, რომელ გაკვეთილზე მუშაობს მოსწავლე. მაგრამ გამოსვლის დასრულების შემდეგ უნდა შეაქოს მოსწავლე და ისიც აღნიშნოს, თუ რომელ გაკვეთილზე მუშაობდა, რომელ მხარეებს გაართვა თავი კარგად და რატომ. საჭიროების შემთხვევაში კი თბილად განუმარტოს, რატომ ღირს მეტი ყურადღება დაუთმოს ამ გაკვეთილს და როგორ გაუმჯობესდეს. თავმჯდომარეს შეუძლია დავალების სხვა მხარეებზეც გაამახვილოს ყურადღება, თუ ეს სასარგებლო იქნება თავად მოსწავლისთვის ან აუდიტორიისთვის. კრების შემდეგ ან სხვა დროს თავმჯდომარეს შეუძლია დამატებითი რჩევები მისცეს მოსწავლეს ბროშურიდან „გიყვარდეთ ადამიანები“, „კითხვა და სწავლება“ ან წიგნიდან „თეოკრატიული მსახურების სკოლა“. ეს შეიძლება ეხებოდეს იმავე გაკვეთილს, რომელზეც მოსწავლე მუშაობდა ან სხვა გაკვეთილს ( მე-19,  24-ე და  25-ე აბზაცებში ახსნილია, თუ რა ევალებათ შეხვედრის თავმჯდომარესა და დამხმარე მრჩეველს).

 ᲓᲠᲝ

    19პროგრამის არცერთი ნაწილი არ უნდა გადასცდეს დროს, მათ შორის, არც შეხვედრის თავმჯდომარის სიტყვები. მართალია, „ქრისტიანულ ცხოვრებასა და მსახურებაში“ ყოველ პუნქტს თავისი დრო აქვს გამოყოფილი, მაგრამ თუ მასალის ამომწურავად განხილვას ნაკლები დრო დასჭირდება, არ არის აუცილებელი დროის ხელოვნურად გაწელვა. თუ რომელიმე პუნქტი გადასცდება დროს, შეხვედრის თავმჯდომარემ ან დამხმარე მრჩეველმა პირადად უნდა მისცეს რჩევა გამომსვლელს (იხილეთ  აბზაცები 24 და  25). მთლიანი შეხვედრა სიმღერებისა და ლოცვების ჩათვლით არ უნდა გაგრძელდეს 1 საათსა და 45 წუთზე მეტხანს.

 ᲡᲐᲠᲐᲘᲝᲜᲝ ᲖᲔᲓᲐᲛᲮᲔᲓᲕᲔᲚᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲮᲣᲚᲔᲑᲐ

20. როდესაც კრებას ინახულებს სარაიონო ზედამხედველი, პროგრამა უნდა ჩატარდეს ისე, როგორც მითითებულია ბროშურაში „ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“, თუმცა ამ დროს კრების ბიბლიის შესწავლის ნაცვლად წარმოდგენილი იქნება სარაიონო ზედამხედველის 30-წუთიანი სამსახურებრივი მოხსენება. ამ მოხსენებამდე შეხვედრის თავმჯდომარე შეაჯამებს განვლილ პროგრამას, მიმოიხილავს მომდევნო კვირის პროგრამას, გააკეთებს აუცილებელ განცხადებებს, წაიკითხავს აუცილებელ წერილებს და შემდეგ წარადგენს სარაიონო ზედამხედველს. სამსახურებრივი მოხსენების შემდეგ სარაიონო ზედამხედველი გამოაცხადებს სიმღერას, რომელსაც თავად შეარჩევს. მან შეიძლება სხვა ძმას სთხოვოს, რომ ილოცოს. სარაიონო ზედამხედველის მონახულების კვირაში დავალებები მცირე დარბაზებში არ უნდა ჩატარდეს. თუმცა იმ ჯგუფს, რომელზეც ეს კრება ზრუნავს, სარაიონო ზედამხედველის მონახულების დროს შეუძლია შეხვედრების მცირე დარბაზში ჩატარება. მაგრამ ჯგუფი უნდა შეუერთდეს კრებას სარაიონო ზედამხედველის სამსახურებრივი მოხსენების მოსასმენად.

 ᲙᲝᲜᲒᲠᲔᲡᲘᲡ ᲙᲕᲘᲠᲐ

21. სარაიონო ან რეგიონული კონგრესის კვირას კრების შეხვედრები არ ტარდება. ძმებმა უნდა შეახსენონ მაუწყებლებს, რომ ამ კვირას განსახილველი მასალა განიხილონ პირადად ან ოჯახთან ერთად.

 ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝᲡ ᲙᲕᲘᲠᲐ

22. თუ გახსენების საღამო ემთხვევა კვირის სამუშაო დღეებს, მაშინ შუა კვირის შეხვედრა არ უნდა ჩატარდეს.

 ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲘᲡ „ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ“ ᲖᲔᲓᲐᲛᲮᲔᲓᲕᲔᲚᲘ

23. უხუცესთა საბჭო აირჩევს უხუცესს, რომელიც იმსახურებს შეხვედრის ზედამხედველად. ის პასუხისმგებელია, რომ პროგრამა კარგად იყოს ორგანიზებული და მითითებების თანახმად ჩატარდეს. ის მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს დამხმარე მრჩეველთან. როგორც კი ბროშურა „ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ ხელმისაწვდომი გახდება, შეხვედრის ზედამხედველი გაანაწილებს ყველა დავალებას, რომელიც მომდევნო ორი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. ის განსაზღვრავს, ამ ორი თვის განმავლობაში უხუცესთა საბჭოს მიერ შერჩეული რომელი ძმა იქნება შეხვედრის თავმჯდომარე, ვინ გააკეთებს მოსწავლეების დავალებებს და ვინ გაუძღვება ყველა დანარჩენ პუნქტს, რომელიც შუა კვირის შეხვედრებზე იქნება წარმოდგენილი (იხილეთ  აბზაცები 3—16 და  24). დავალებების განაწილებისას მან უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ასაკი, გამოცდილება და რამდენად კარგად შეუძლია ახსნას დავალებაში განსახილველი საკითხი. იმავე პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს სხვა პუნქტების განაწილებისას. თითოეულმა დავალება უნდა მიიღოს გამოსვლამდე, სულ მცირე, სამი კვირით ადრე. მოსწავლეებმა დავალებები უნდა მიიღონ ბლანკით «დავალება შეხვედრაზე „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“» (S-89). შეხვედრის ზედამხედველმა უნდა იზრუნოს, რომ საინფორმაციო დაფაზე ყოველთვის იყოს გამოკრული მთლიანი შეხვედრის გეგმა. უხუცესთა საბჭომ შეიძლება შეხვედრის ზედამხედველს დაუნიშნოს დამხმარედ უხუცესი ან მომსახურე, თუმცა მხოლოდ უხუცესებმა უნდა გაანაწილონ ის დავალებები, რომლებსაც მოსწავლეები არ წარმოადგენენ.

ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲘᲡ „ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ“ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔ

    24. თითოეულ კვირას ერთი უხუცესი იმსახურებს თავმჯდომარედ მთელი შეხვედრის განმავლობაში (თუ აუცილებლობა მოითხოვს, კრებებში, სადაც არ არიან საკმარისი უხუცესები, ეს დავალება შეიძლება შესაფერის მომსახურეებსაც მიეცეს). მან უნდა მოამზადოს შესავალი და დასკვნითი სიტყვა. შეხვედრის ყველა დავალება მან უნდა წარადგინოს; და, თუ უხუცესები საკმარისად არ არიან, შეიძლება სხვა დავალებებიც შეითავსოს, განსაკუთრებით ისეთი დავალებები, რომლებიც განხილვას არ საჭიროებს და მხოლოდ ვიდეორგოლი უნდა იქნეს ნაჩვენები. დავალებებს შორის თავმჯდომარემ ძალიან მოკლე კომენტარები უნდა გააკეთოს. უხუცესთა საბჭო გადაწყვეტს, რომელი უხუცესები იმსახურებენ თავმჯდომარეებად. როგორც წესი, ეს უხუცესები მონაცვლეობით იმსახურებენ თავმჯდომარეებად. ადგილობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრის ზედამხედველმა სხვა უხუცესებთან შედარებით შეიძლება უფრო ხშირად იმსახუროს შეხვედრის თავმჯდომარედ. თუ უხუცესი შეესაბამება მოთხოვნებს, რომ ჩაატაროს კრების ბიბლიის შესწავლა, ის, დიდი ალბათობით, შეხვედრის თავმჯდომარეობასაც შეძლებს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ძმისგან, რომელიც შეხვედრის თავმჯდომარედ მსახურობს, მოითხოვება, გულთბილად შეაქოს და პრაქტიკული რჩევები მისცეს მოსწავლეებს. თავმჯდომარე აგრეთვე პასუხისმგებელია, რომ კრების შეხვედრა დროულად დამთავრდეს (იხილეთ  აბზაცები 17 და  19). თუ სცენაზე საკმარისი ადგილია, თავმჯდომარის სურვილისამებრ შეიძლება მისთვის ცალკე დაიდგას მიკროფონი, რათა მან წარადგინოს შემდეგი გამომსვლელი, რომელიც შეიძლება უკვე კათედრასთან დგას. სურვილის შემთხვევაში თავმჯდომარეს შეუძლია სცენაზე მაგიდასთან იჯდეს ბიბლიის კითხვის ან სხვა დავალებების დროს პროგრამის ნაწილიდან „ქრისტიანული მსახურება“. ასე შეიძლება დროის დაზოგვა.

 ᲓᲐᲛᲮᲛᲐᲠᲔ ᲛᲠᲩᲔᲕᲔᲚᲘ

  25. თუ შესაძლებელია, ეს პასუხისმგებლობა უნდა მიენდოს უხუცესს, რომელიც გამოცდილი მომხსენებელია. დამხმარე მრჩეველი პასუხისმგებელია, საჭიროების შემთხვევაში რჩევა მისცეს უხუცესებსა და მომსახურეებს მათ ნებისმიერ დავალებასთან დაკავშირებით, იქნება ეს შუა კვირის შეხვედრის დავალება, საჯარო მოხსენება თუ „საგუშაგო კოშკისა“ და კრების ბიბლიის შესწავლის ჩატარება ან წაკითხვა (იხილეთ  აბზაცი 19). თუ კრებაში საკმარისად არიან უხუცესები, რომლებიც კარგი მომხსენებლები და მასწავლებლები არიან, მაშინ თითოეულმა შეიძლება ერთი წლით იმსახუროს დამხმარე მრჩევლად. არ არის აუცილებელი, რომ დამხმარე მრჩეველმა ძმას რჩევა მისცეს ყოველი გამოსვლის შემდეგ.

 ᲛᲪᲘᲠᲔ ᲓᲐᲠᲑᲐᲖᲨᲘ ᲒᲐᲛᲝᲛᲡᲕᲚᲔᲚᲔᲑᲘ

26. თუ კრებაში ბევრი მაუწყებელია, მაშინ ძმებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ მოსწავლეებმა მცირე დარბაზშიც წარმოადგინონ დავალებები. თითოეულ ასეთ დარბაზში უნდა იყოს ძმა, რომელიც შეძლებს სათანადო რჩევის მიცემას. უმჯობესია, თუ ის იქნება უხუცესი. საჭიროების შემთხვევაში მრჩევლად შეიძლება დაინიშნოს შესაფერისი და უნარიანი მომსახურე. უხუცესთა საბჭო გადაწყვეტს, თუ ვინ შეძლებს ამ მოვალეობის შესრულებას და საჭიროა თუ არა, ეს პასუხისმგებლობა მონაცვლეობით სხვადასხვა ძმას დაეკისროს. მრჩეველი უნდა მიჰყვეს  მე-18 აბზაცში მოცემულ მითითებებს. თუ თქვენს კრებაში ფუნქციონირებს მცირე დარბაზი, მოსწავლეები იქ უნდა გავიდნენ მას შემდეგ, რაც განიხილება პუნქტი „ღვთის სიტყვის სიღრმეები“. ისინი მთავარ დარბაზში უნდა დაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც ბოლო მოსწავლე დაასრულებს დავალებას.

 ᲕᲘᲓᲔᲝᲔᲑᲘ

27. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება ვიდეოები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა. ამ აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია სხვადასხვა მოწყობილობით.

© 2023 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania

S-38-GE 11/23