არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲠᲐᲡ ᲮᲛᲐᲠᲓᲔᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲨᲔᲡᲐᲬᲘᲠᲐᲕᲔᲑᲘ?

კონგრესებზე მოსმენილი და ნანახი

კონგრესებზე მოსმენილი და ნანახი

1 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2024

 130 წელზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად ატარებენ რეგიონულ კონგრესებს. დღესდღეობით კონგრესის პროგრამა შედგება ორმოცზე მეტი მოხსენებისგან, აგრეთვე ინტერვიუების, მუსიკისა და ვიდეოებისგან. კონგრესებზე მოსმენილი და ნანახი გვამხნევებს და სულიერ ზრდაში გვეხმარება (ლუკა 2:20). როგორ ემსახურება თქვენ მიერ გაღებული შესაწირავები ჩვენი თანაქრისტიანების გამხნევებას კონგრესებზე?

აუდიო-ვიდეო სისტემები

 დასავლეთის ქვეყნებში ბევრი თანამედროვე სტადიონია აუდიო-ვიდეო სისტემით აღჭურვილი. მიუხედავად ამისა, Როცა კონგრესების ჩასატარებლად ასეთ ადგილებს ვქირაობთ, ხშირად ჩვენს აღჭურვილობას ვამონტაჟებთ. საინტერესოა, რატომ? დეივიდი, რომელიც მსოფლიო მთავარი სამმართველოს სამაუწყებლო ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში მსახურობს, აღნიშნავს: „Როგორც წესი, ასეთი ადგილები სპორტული ღონისძიებებისთვის არის განკუთვნილი, სადაც აუდიო-ვიდეო სისტემა ძირითადად მოკლე განცხადებების გასაკეთებლად და მუსიკალური კლიპების გასაშვებად გამოიყენება. იქ დამონტაჟებულ მონიტორებზე კი აჩვენებენ თამაშის ანგარიშებს, განმეორებით კადრებს და რეკლამებს. ჩვენი კონგრესის პროგრამა კი ისეა შედგენილი, რომ აუდიტორიას 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ძირითადად, მოხსენებების მოსმენა უწევს; ამასთანავე, პროგრამით გათვალისწინებულია ხანგრძლივი ვიდეოების ჩვენება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სცენიდან გაჟღერებული თითოეული სიტყვა კარგად ესმოდეს აუდიტორიას. ასეთი აუდიო-ვიდეო სისტემით აღჭურვილი დაწესებულების მოძებნა კი არც თუ ისე ადვილია“.

 კონგრესის ჩასატარებლად შერჩეული ადგილები ერთმანეთისგან განსხვავდება და აუდიო-ვიდეო სისტემაც შესაბამისად იწყობა. ადგილის შერჩევის შემდეგ ფილიალის სამაუწყებლო ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება ითვალისწინებს, რამდენ ადამიანს იტევს შენობა, რამდენ დელეგატს ელოდებიან კონგრესზე და ამის მიხედვით განსაზღვრავს, სად დასხდებიან ისინი. შემდეგ ძმები ითვლიან რამდენი ეკრანი და ხმის გამაძლიერებელია საჭირო და სად შეიძლება მათი დამონტაჟება. ამასთანავე გეგმავენ, როგორ დააკავშირონ მოწყობილობები ერთმანეთთან. ბოლოს კი, ადგენენ საჭირო აღჭურვილობის სიას, რათა კონგრესის თითოეულმა დელეგატმა შეუფერხებლად უყუროს და მოუსმინოს პროგრამას.

ადგილობრივი სამაუწყებლო ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების პერსონალი მიჰყვება წინასწარ შემუშავებულ გეგმას.

 იმ კონგრესებზე, სადაც პროგრამა რამდენიმე ენაზე გადაიცემა, საჭირო ხდება უფრო რთული აუდიო-ვიდეო სისტემის გამოყენება. ასეთ დროს საჭიროა, რომ თარჯიმნებს ხმაც ესმოდეთ და გამოსახულებასაც ხედავდნენ. შემდეგ კი, მათი თარგმანი ცალკე არხის მეშვეობით უნდა გადაიცემოდეს იმ დელეგატებთან, რომლებიც თარგმანს ისმენენ. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ერთი და იგივე ვიდეო გამოსახულება დამსწრეთათვის შეიძლება 8 ენაზეც კი გადაიცეს. ზემოთ ნახსენები დეივიდი ამბობს: „ეს ძალიან რთული სისტემაა, ამიტომ ის მოხალისეები, რომლებიც მას მართავენ, კარგად უნდა იყვნენ მომზადებული“.

 ფილიალების უმეტესობას გააჩნია აუდიო-ვიდეო აღჭურვილობის გარკვეული მარაგი, რომელსაც ყოველწლიურად იყენებენ კონგრესებისთვის. ძმები ზრუნავენ კონგრესებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზეც. მაგალითად, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ფილიალი ამ საქმისთვის ყოველწლიურად 200 000 დოლარზე მეტს a ხარჯავს. თუმცა გაცილებით ძვირი დაჯდებოდა ყველა საკონგრესო ადგილისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა და მოვლა-პატრონობა. სტივენი, რომელიც კანადაში ჩატარებულ რეგიონულ კონგრესზე იყო აუდიო-ვიდეო ჯგუფის ზედამხედველი, ამბობს: „ჩვენი ჯგუფი მაქსიმალურად ეცადა, რომ თითოეული ქანჩი, ჭანჭიკი, სადენი, თუ ნებისმიერი ნაწილი აღერიცხა, ყველაფერს მოფრთხილებოდა და უსაფრთხოდ შეეფუთა, რათა სხვა კონგრესზეც გამოეყენებინათ“.

აღჭურვილობის შეძენა და მოვლა-პატრონობა

 აუდიო-ვიდეო აპარატურის დაქირავება ძალიან ძვირია. ამას გარდა, ისინი ხშირად დაბალი ხარისხის ან მოუვლელია. ამიტომ როგორც წესი, აპარატურის შესყიდვა გვიწევს. Მაგალითად, დახურული სივრცისთვის განკუთვნილი ეკრანი ზომით 5X3 მეტრი დაახლოებით 24 000 დოლარი ღირს, 15 მეტრი სიგრძის მიკროფონის კაბელი კი 20 დოლარამდე. ასე რომ, აღჭურვილობის შეძენამდე სამაუწყებლო ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება შესყიდვების განყოფილებასთან ერთად ხარჯებს ითვლის (ლუკა 14:28). ისინი მსჯელობენ შემდეგ საკითხებზე: რამდენი ადამიანი ისარგებლებს ამ აღჭურვილობით? აუცილებელია არსებული საჭიროების დასაკმაყოფილებლად დამატებითი ტექნიკის შეძენა? არის შესაძლებელი ამ ტექნიკის უსაფრთხო ადგილას შენახვა? გვაქვს მათ მოსავლელად შესაბამისი ინსტრუმენტები და გვყავს ამისათვის გადამზადებული მოხალისეები?

 აუდიო-ვიდეო აპარატურამ რაც შეიძლება დიდხანს რომ იმუშაოს და ამგვარად შემოწირული თანხები დაიზოგოს, რეგულარულად ხდება მათი შეკეთება. გარდა ამისა, ტრანსპორტირების დროს აპარატურა რომ არ დაზიანდეს, მათ სპეციალურ გამძლე ყუთებში ვათავსებთ. საჭიროების შემთხვევაში ამ ყუთების შეკეთებაც ხდება.

აუდიო-ვიდეო აპარატურის მოვლა-პატრონობა და შეკეთება უზრუნველყოფს მათ ხანგრძლივ და გამართულ მუშაობას.

იეჰოვას განდიდების შესაძლებლობა

 აუდიო-ვიდეო სისტემების მაღალი ხარისხი სხვებისთვისაც არ რჩება შეუმჩნეველი. მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონგრესზე წარმოდგენილმა აუდიო-ვიდეო მასალის ხარისხმა. ჯონათანი, რომელიც კონგრესებზე აუდიო-ვიდეო სისტემის აწყობასა და მართვაზეა პასუხისმგებელი, ამ პიროვნებაზე ამბობს: „ის ძალიან გაოცდა, როდესაც გაიგო, რომ ჩვენი ჯგუფი პროფესიონალებისგან კი არა, მოხალისეებისგან იყო დაკომპლექტებული. მან თქვა, რომ მის კომპანიას ხუთი დღე დასჭირდებოდა იმის ასაწყობად, რაც ჩვენ დღე-ნახევარში ავაწყვეთ“. იმ შენობის მენეჯერმა კი, სადაც ერთ-ერთი კონგრესი ჩატარდა, აღნიშნა: „ჩვენთან უამრავი ღონისძიება გამართულა და თავისი საქმის არაერთ პროფესიონალს უმუშავია, მაგრამ ამ დონის პროფესიონალიზმი არასოდეს მინახავს“.

დელეგატები ისმენენ კონგრესის პროგრამას.

 თქვენც მოგწონთ კონგრესზე აუდიო-ვიდეო სისტემის ხარისხი? ინგლისში მცხოვრები დეივიდი, ამბობს: „88 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, კონგრესებს ვესწრები. თუმცა დღეს ბევრად მიადვილდება კონგრესის მთელი ყურადღებით მოსმენა; ვიდეოების წყალობით მთელი პროგრამა ისე გადის, ვერც კი ვიგებ; არც მთავარი აზრების ერთმანეთთან დაკავშირება მიჭირს“. Ნიგერიაში მცხოვრები მიკელი ამბობს: „კარგი აპარატურის წყალობით დღეს აღარ გვიჭირს კონგრესის პროგრამის მოსმენა და ვიდეოების ყურება. სრულად ვართ კონცენტრირებული პროგრამაზე“.

 წელს, როდესაც დაესწრებით რეგიონულ თუ სპეციალურ კონგრესს, „აუწყეთ სასიხარულო ცნობა“, ყურადღება მიაქციეთ, რამხელა შრომაა ჩადებული იმაში, რომ კონგრესის პროგრამის მოსმენა და ყურება ყველასთვის სასიამოვნო იყოს. ეს ყველაფერი თქვენი გულუხვი შესაწირავების დამსახურებაა, რომელსაც სხვადასხვა გზით იღებთ, მათ შორის ვებსაიტის donate.pr418.com-ის მეშვეობით. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის!

a ამ სტატიაში მოხსენიებულ დოლარში იგულისხმება აშშ დოლარი.