იფხიზლეთ!
რას ამბობს ბიბლია გამოსახულებების თაყვანისცემაზე?
როგორც ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო იუწყება, ამა წლის 25 მარტს წმინდა პეტრეს ტაძარში გამართული ცერემონიალის დროს პაპმა ფრანცისკემ ღვთისმშობელი მარიამის ქანდაკების წინ თავდახრილმა და თვალდახუჭულმა ლოცვა წარმოთქვა და მარიამს მშვიდობა შესთხოვა (Catholic News Service). კიდევ ერთ კათოლიკურ ვებგვერდზე ასეთი რამ ეწერა: „პაპმა მარიამის უმანკო გულს მიუძღვნა მთელი კაცობრიობა, განსაკუთრებით კი უკრაინელი და რუსი ხალხი“ (Vatican News).
როგორ ფიქრობთ, მისაღებია გამოსახულებების წინაშე ლოცვა ან თაყვანისცემის დროს მათი გამოყენება? მოდი გავიგოთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე:
„არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო, რადგან მე, იეჰოვა, a შენი ღმერთი, არ ვიწყნარებ ორგულობას“ (გამოსვლა 20:4, 5).
„მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი: პირი აქვთ, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ, მაგრამ ვერ ხედავენ, ყურები აქვთ, მაგრამ არ ესმით, ცხვირი აქვთ, მაგრამ ვერ იყნოსავენ, ხელები აქვთ, მაგრამ ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ, მაგრამ ვერ დადიან, ხმა არ ამოსდით ხორხიდან. მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები და ყველა, ვინც მათზეა მინდობილი“ (ფსალმუნი 115:4—8).
„მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ გავუყოფ სხვას, არც ჩემს ქებას — კერპებს“ (ესაია 42:8).
„ნუ ჩაებმებით კერპთაყვანისმცემლობაში“ (1 კორინთელები 10:14).
„თავი შორს დაიჭირეთ კერპებისგან“ (1 იოანე 5:21).
დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ სტატია „ბიბლიის თვალსაზრისი: ხატები“ ან უყურეთ ვიდეოს „იწონებს ღმერთი თაყვანისცემის დროს ქანდაკებებისა და ხატების გამოყენებას?“.
შეიძლება შემდეგმა საკითხებმაც დაგაინტერესოთ:
„ღვთისგანაა სასწაულები და ხილვები?“ (ინგლ.)
ფოტო: Vincenzo Pinto/AFP via Getty Images
a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.