არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

Thomas Jackson/​Stone via Getty Images

ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!

დაიწყეთ 2024 წელი უკეთესი მომავლის იმედით — რა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს?

დაიწყეთ 2024 წელი უკეთესი მომავლის იმედით — რა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს?

 ბევრი ფიქრობს, რომ 2024 წელს მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება. თუმცა უიმედოდ ნამდვილად არ ვართ. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?

ღვთის სიტყვა გვაიმედებს

 ბიბლია გვპირდება, რომ ღმერთი ყველა იმ პრობლემას აღმოფხვრის, რომელიც უიმედო მდგომარეობაში გვაგდებს. მალე ჩვენი შემოქმედი მოგვწმენდს „ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4).

როგორ დაგეხმარებათ ბიბლია დღესვე?

 იმედი, რომელსაც ბიბლია გვაძლევს, დაგეხმარებათ, რომ უარყოფით გრძნობებს გაუმკლავდეთ და დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ (რომაელები 15:13). ბიბლიური რჩევები ძალას შეგმატებთ, რომ გაუმკლავდეთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიღარიბე, უსამართლობა და ავადმყოფობა.

 გაიგეთ, როგორ შეუძლია ბიბლიას თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. თუ გამოიკვლევთ ღვთის სიტყვას, 2024 წელი ნამდვილად იმედის მომცემი აღმოჩნდება თქვენთვის. ამაში ბიბლიის ინტერაქტიული სასწავლო კურსი დაგეხმარებათ. თავად დარწმუნდებით, რომ ღმერთი მშვიდობასა და მომავლის იმედს გვაძლევს (იერემია 29:11).