არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

Pawel Gluza/500Px Plus/Getty Images

ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!

ველური ბუნების პოპულაცია ბოლო 50 წლის განმავლობაში 73%-ით შემცირდა – რას ამბობს ბიბლია?

ველური ბუნების პოპულაცია ბოლო 50 წლის განმავლობაში 73%-ით შემცირდა – რას ამბობს ბიბლია?

 22024 წლის 9 ოქტომბერს „ველური ბუნების მსოფლიო ფონდმა“ (WWF) გამოსცა შემაშფოთებელი ანგარიში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ველურ ბუნებაზე. ანგარიშის თანახმად, ბოლო 50 წლის განმავლობაში (1970–2020) ველური ბუნების პოპულაციის რაოდენობა 73%-ით შემცირდა. ანგარიშში აღნიშნულია: „გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მომდევნო 5 წელი განსაზღვრავს, რა მომავალი ელის დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას“.

 ბუნებრივია, ასეთი ცნობების გამო ბევრი საგონებელშია ჩავარდნილი. ჩვენ გვიყვარს ჩვენი პლანეტა დედამიწა. ამიტომ, როცა ვხედავთ, რა სავალალო მდგომარეობაშია ველური ბუნება, ამას ძალიან განვიცდით. ასეთი გრძნობები რომ გვეუფლება გასაკვირი არ არის, რადგან ღმერთმა ცხოველებზე ზრუნვა ადამიანებს მოგვანდო (დაბადება 1:27, 28; იგავები 12:10).

 ალბათ გაინტერესებთ: შევძლებთ ველური ბუნების გადარჩენას? რას ამბობს ბიბლია?

მომავლის იმედი

 ჩვენს პლანეტაზე არსებული ველური ბუნების მომავალი არა მარტო ადამიანების ძალისხმევაზე, არამედ ღმერთზეა დამოკიდებული. ბიბლიაში, გამოცხადების 11:18-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთი მოსპობს დედამიწის მომსპობნს. ამ მუხლიდან ორი აზრი იკვეთება:

  1.  1) ღმერთი არ დაუშვებს, რომ ადამიანებმა დედამიწა გაანადგურონ.

  2.  2) ღმერთი მალე იმოქმედებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? კაცობრიობის ისტორიაში ველური ბუნება განადგურების ასეთი საფრთხის წინაშე არასდროს მდგარა.

 რა ზომებს მიიღებს ღმერთი? ამ პრობლემას ის ზეციერი სამეფოს მეშვეობით გადაჭრის, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს (მათე 6:10). ღვთის მორჩილი ადამიანები ისწავლიან, როგორ იზრუნონ სათანადოდ და დაიცვან დედამიწაზე არსებული ველური ბუნება (ესაია 11:9).