არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

E+/taseffski/via Getty Images (Stock photo. Posed by model.)

ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!

მენტალური ჯანმრთელობის კრიზისი მოზარდებში — რას ამბობს ბიბლია?

მენტალური ჯანმრთელობის კრიზისი მოზარდებში — რას ამბობს ბიბლია?

 2023 წლის 13 თებერვალს, ორშაბათს, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში შეერთებულ შტატებში მცხოვრები მოზარდების მენტალური ჯანმრთელობის შესახებ. იქ აღნიშნული იყო, რომ მაღალ კლასებში მოსწავლეების 40 პროცენტზე მეტი დეპრესიასა და უიმედობას ებრძვის.

 „ბოლო 10 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდა ახალგაზრდებში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა ახლახან ჩატარებულმა ანგარიშმა კიდევ უფრო უარესი შედეგი გვაჩვენა. გაუარესებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე მოზარდ გოგონებში გახშირდა სუიციდური ფიქრები და ქცევა“, — აღნიშნავს ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი კეტლინ ეთიერი.

 ანგარიშში გამოქვეყნებული მონაცემები:

  •   საშუალოდ 10-დან 1 (14%) მოზარდ გოგონას იძულებით ჰქონდა სექსი. დოქტორი კეტლინ ეთიერი წერს: „მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა. წარმოიდგინეთ, 10 თინეიჯერი გოგონადან, სულ მცირე, ერთი მათგანი გაუპატიურების მსხვერპლია“.

  •   საშუალოდ 3-დან 1 (30%) მოზარდი გოგონა სერიოზულად ფიქრობს თვითმკვლელობაზე.

  •   საშუალოდ 5-დან 3 (57%) მოზარდი გოგონა განიცდის დეპრესიას და უიმედობას.

 ეს სტატისტიკური მონაცემები მართლაც შემაშფოთებელია. ამ ასაკში ახალგაზრდებს წესით უნდა უხაროდეთ ცხოვრება და ბედნიერები იყვნენ. რა დაეხმარებათ თინეიჯერებს, გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებსაც ხვდებიან? რას ამბობს ბიბლია?

ბიბლია თინეიჯერებს პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობს

 ბიბლია რეალისტურად აღწერს დღეს არსებულ მდგომარეობას და ამ პერიოდს „მძიმე და ძნელად“ ასატან დროს უწოდებს (2 ტიმოთე 3:1—5). სწორედ ამიტომ ის რჩევებს გვთავაზობს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მილიონობით მოზარდს ეხმარება, გადალახოს ცხოვრებაში არსებული სირთულეები. იხილეთ ქვემოთ მოცემული სტატიები, რომლებშიც დამხმარე ბიბლიური რჩევებია განხილული.

 სუიციდურ ფიქრებთან გამკლავება

 დეპრესიასთან, სევდასთან და ნეგატიურ ფიქრებთან გამკლავება

 ბულინგთან და კიბერბულინგთან გამკლავება

 სექსუალურ შეურაცხყოფასთან და ძალადობასთან გამკლავება

ბიბლიური რჩევები მშობლებისთვის

 ბიბლია მშობლებსაც სთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს, რათა სირთულეების დროს სათანადო დახმარება აღმოუჩინონ შვილებს. იხილეთ ქვემოთ მოცემული სტატიები, რომლებშიც დამხმარე ბიბლიური რჩევებია განხილული.