„ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!“
მსოფლიო რასიზმის გარეშე — რას ამბობს ბიბლია?
დღეს ბევრი ადამიანისთვის რასობრივი თანასწორობა აუხდენელი ოცნებაა.
„რასობრივი დისკრიმინაცია კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება ორგანიზაციებში, სოციალურ ჯგუფებსა თუ ზოგადად ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის საზოგადოებაში უთანასწორო დამოკიდებულების ხელშემწყობია“ (ანტონიო გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი).
გადაიჭრება ოდესმე რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემა? რას ამბობს ბიბლია?
ღვთის დამოკიდებულება რასიზმზე
ბიბლიიდან ვიგებთ, რა დამოკიდებულება აქვს ღმერთს სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა მიმართ.
„[ღმერთმა] ერთი ადამიანისგან წარმოშვა ყველა ერი, რომ მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“ (საქმეები 17:26).
„ღმერთი მიუკერძოებელია და ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ ყველა ადამიანი ერთი ოჯახის წევრია და ღვთისთვის ნებისმიერი ეროვნების ადამიანი მისაღებია.
რასობრივი დისკრიმინაციის დასასრული
რასიზმს ღვთის სამეფო ანუ ზეციერი ხელისუფლება დაუსვამს წერტილს და ის ასწავლის ადამიანებს, როგორ უნდა მოექცნენ ერთმანეთს. ხალხი შეიცვლის აზროვნებას და მოიშორებს რასისტულ დამოკიდებულებას.
„სიმართლეს [ისწავლიან] მიწის მკვიდრნი“ (ესაია 26:9).
„მშვიდობას მოიტანს ჭეშმარიტი სიმართლე, მუდმივი სიმშვიდე და უსაფრთხოება იქნება ჭეშმარიტი სიმართლის ნაყოფი“ (ესაია 32:17).
მილიონობით ადამიანი ბიბლიიდან დღესვე სწავლობს, როგორ მოექცეს ყველას ღირსეულად და პატივისცემით.
დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, სათაურით „წინასწარშექმნილი აზრისგან გათავისუფლება“.
გაეცანით სტატიას „ისაუბრეთ ბავშვებთან რასიზმის თემაზე“ და გაიგეთ, როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილებთან ამ თემაზე მსჯელობა.