არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

Rui Almeida Fotografia/Moment via Getty Images

ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!

რატომ მატულობს პოლიტიკური ძალადობის ფაქტები? – რას ამბობს ბიბლია?

რატომ მატულობს პოლიტიკური ძალადობის ფაქტები? – რას ამბობს ბიბლია?

 მსოფლიო პოლიტიკური ძალადობის ქარცეცხლშია გახვეული, რაც საზოგადოების შეშფოთებას იწვევს.

  •    2023-2024 წლებში მექსიკაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამ პერიოდში ქვეყანაში მოკლეს 39 პოლიტიკოსი, რომლებიც არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას. ადგილი ჰქონდა პოლიტიკოსებზე ძალადობის სხვა შემთხვევებსაც.

  •    ბოლო პერიოდში პოლიტიკოსებზე თავდასხმების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა ევროპაშიც. ამის ერთ-ერთი მაგალითია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობა 2024 წლის 15 მაისს.

  •    2024 წლის 13 ივლისს შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე, განხორციელებულმა თავდასხმამ მთელი ქვეყანა შეძრა.

 რატომ მატულობს პოლიტიკური ძალადობის ფაქტები? შეწყდება ოდესმე ძალადობა? რას ამბობს ბიბლია?

ეს ნაწინასწარმეტყველები იყო

 ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ჩვენს დროში, რომელსაც „ბოლო დღეები“ ეწოდება, გახშირდებოდა უთანხმოებები და ძალადობა.

  •    „ბოლო დღეებში მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან ... უმადურები, ორგულები .., ჯიუტები .., სასტიკები .., გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები“ (2 ტიმოთე 3:1–4).

 ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ჩვენს დროში ხშირი იქნებოდა არეულობები, მათ შორის პოლიტიკური ხასიათისაც (ლუკა 21:9). თუმცა, პოლიტიკური ძალადობა და დაპირისპირებები სამუდამოდ არ გაგრძელდება.

როგორ დასრულდება პოლიტიკური ძალადობა

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ყველა მმართველობას თავისი ზეციერი მთავრობით ჩაანაცვლებს.

  •    „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს ... ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44).

 ღვთის სამეფო ხალხს გააერთიანებს და მთელ მსოფლიოში ნამდვილ მშვიდობას დაამყარებს.

  •    ამ სამეფოს მმართველი იესო ქრისტე იქნება, რომელსაც „მშვიდობის მთავარი“ ეწოდება. მისი მეფობის დროს „მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7).

  •    ისინი, ვინც ღვთის სამეფოს უჭერენ მხარს, დღესვე სწავლობენ მშვიდობიან ცხოვრებას და ამართლებენ ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებს: „ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან – სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ესაია 2:3, 4).

 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ სტატია „რას გააკეთებს ღვთის სამეფო?“ და უყურეთ ვიდეოს „რა არის ღვთის სამეფო?