არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

id-work/​DigitalVision Vectors via Getty Images

ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!

რატომ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი? რას ამბობს ბიბლია?

რატომ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი? რას ამბობს ბიბლია?

 ახალ ამბებში ხშირად გვესმის სიძულვილის ენით გამოხატული მოსაზრებები და ინფორმაციები ეთნიკურ ძალადობაზე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებსა და ომებზე.

  •   „ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის არსებულმა დაპირისპირებამ და ექსტრემისტული შეხედულებების გავრცელებამ ხელი შეუწყო სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის გაღვივებას“ („ნიუ-იორკ ტაიმზი“, 15 ნოემბერი, 2023).

  •   „შემაშფოთებელია, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ მკვეთრად იმატა სიძულვილით მოტივირებულმა დანაშაულებმა და სიძულვილის ენამ“ (გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი დენის ფრანცისი, 3 ნოემბერი, 2023).

 სიძულვილის ენის, ძალადობის და ომების შესახებ ინფორმაცია პირველად არ გვესმის. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამიანები წარსულშიც მიმართავდნენ ერთმანეთს „მწარე სიტყვებით“, ძალადობდნენ და ომებს მართავდნენ (ფსალმუნი 64:3; 120:7; 140:1). ბიბლია იმასაც გვიმხელს, რომ დღეს არსებული მოვლენები რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

სიძულვილი — ჩვენი დროისთვის დამახასიათებელი ნიშანი

 ბიბლია ორ მიზეზს გვისახელებს, რატომ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი დღეს ასე ძლიერ.

  1.  1) ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, დადგებოდა დრო, როცა უმეტესობას სიყვარული გაუნელდებოდა (მათე 24:12). სიყვარულის ნაკლებობის გამო ადამიანები ისეთ თვისებებს გამოავლენდნენ, რაც ხელს შეუწყობდა სიძულვილის გაღვივებას (2 ტიმოთე 3:1—5).

  2.  2) ადამიანებს შორის არსებულ სიძულვილს ერთი ბოროტი ქმნილება, სატანა ეშმაკი, იწვევს. ბიბლიაში ნათქვამია: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19; გამოცხადება 12:9, 12).

 თუმცა ბიბლია იმასაც გვიმჟღავნებს, რომ ღმერთი წერტილს დაუსვამს სიძულვილის გამომწვევ მიზეზებს და ადამიანებს მის მიერ გამოწვეულ ყველა ტკივილს დაავიწყებს. ბიბლია გვპირდება:

  •   ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).