გაკვეთილი 14
სამეფო, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს
იცი რომელ სამეფოზეა საუბარი? ~ მართალია, ეს ღვთის სამეფოა. ეს სამეფო დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. გინდა, მეტი გაიგო ამ სამეფოს შესახებ? ~
ყველა სამეფოს თავისი მეფე ჰყავს. მეფე თავის ქვეყანაში მცხოვრებ ხალხზე მმართველობს. იცი ვინ არის ღვთის სამეფოს მეფე? ~ ის იესო ქრისტეა. ის ზეცაში ცხოვრობს. ცოტა ხანში იესო დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის მეფე გახდება. შენი აზრით, ბედნიერები ვიქნებით, როდესაც იესო მთელ დედამიწაზე გამეფდება? ~
ყველაზე მეტად რას ელოდები სამოთხეში?
ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით. სამოთხეში აღარავინ იჩხუბებს და არც აღარავინ იომებს; ყველას ეყვარება ერთმანეთი; არავინ გახდება ავად და აღარავინ მოკვდება; ბრმას თვალები აეხილება და ყრუს სმენა დაუბრუნდება, კოჭლი კი თავისუფლად შეძლებს სიარულს; ყველას უხვად ექნება საკვები; ცხოველები ერთმანეთთანაც იმეგობრებენ და ჩვენთანაც; გარდაცვლილები კვლავ გაცოცხლდებიან. ისინი, ვის შესახებაც ამ ბროშურაში ისწავლე, რებეკა, რახაბი, დავითი, ელია და სხვები, კვლავ დაუბრუნდებიან
სიცოცხლეს. გინდა მათთან შეხვედრა? ~იეჰოვას ძალიან უყვარხარ და უნდა, რომ ბედნიერი იყო. თუ კვლავაც ისწავლი იეჰოვას შესახებ და დაემორჩილები მას, შეძლებ მარადიულად იცხოვრო სამოთხეში. გინდა ასეთი ცხოვრება? ~