არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბავშვები; ახალგაზრდები

ბავშვები; ახალგაზრდები

ღვთის თვალსაზრისი

საიდან ჩანს, რომ ბავშვები და ახალგაზრდები იეჰოვასთვის ძვირფასნი არიან?

კნ. 6:6, 7; 14:28, 29; ფს. 110:3; 127:3—5; 128:3, 4; იაკ. 1:27

იხილეთ აგრეთვე იობ. 29:12; ფს. 27:10; იგ. 17:6.

იხილეთ აგრეთვე „ოჯახი“.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 1:27, 28 — იეჰოვამ პირველ წყვილს დაავალა, გამრავლებულიყვნენ და დედამიწა აევსოთ.

    • დბ. 9:1 — წარღვნის შემდეგ იეჰოვამ ადამიანებს იგივე დავალება მისცა, რათა კვლავაც აევსოთ დედამიწა.

    • დბ. 33:5 — ღვთის ერთგული პატრიარქი, იაკობი, შვილებს ღვთის საჩუქრად მიიჩნევდა.

    • მრ. 10:13—16 — მამის მსგავსად იესოსაც უყვარდა ბავშვები.

რას ფიქრობს იეჰოვა მათზე, ვინც ბავშვებს სასტიკად ექცევა და ექსპლუატაციას უწევს?

საიდან ჩანს, რომ ბავშვს არ უნდა მოვთხოვოთ ისეთი რამის კეთება ან ისეთი პასუხისმგებლობის აღება, რაც, წესით, უფროსის შესასრულებელია?

რც. 1:3; 1კრ. 13:11

  • ბიბლიური მაგალითი:

    • დბ. 33:12—14 — იაკობს ესმოდა, რომ ბავშვები ფიზიკურად შედარებით სუსტები იყვნენ და უფროსების ტემპით ვერ ივლიდნენ.

ღმერთია დამნაშავე იმაში, რომ ბავშვების თავს ბევრი ცუდი რამ ხდება?

იობ. 34:10; იაკ. 1:13; 1ინ. 5:19

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ლკ. 5:18, 20, 23—25 — იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ადამიანები ცოდვილი მდგომარეობის გამო ხდებიან ავად.

    • რმ. 5:12 — მოციქულმა პავლემ ახსნა, რატომ ვართ ცოდვილები და რატომ ვკვდებით.

რა გვარწმუნებს იმაში, რომ დადგება დრო, როცა აღარც დიდები და აღარც პატარები არ დაიტანჯებიან?

თუ მშობლები შვილს კარგ მაგალითს არ აძლევდნენ, ნიშნავს ეს იმას, რომ ის აუცილებლად მათ კვალს დაადგება? ან თუ მას ბავშვობაში ცუდად ეპყრობოდნენ, ნიშნავს ეს იმას, რომ ღვთის თვალშიც ნაკლებად ძვირფასია?

კნ. 24:16; ეზკ. 18:1—3, 14—18

იხილეთ აგრეთვე კნ. 30:15, 16.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2მფ. 18:1—7; 2მტ. 28:1—4 — მართალია, ხიზკიას სასტიკი მამა ჰყავდა, რომელმაც საკუთარი შვილებიც კი არ დაინდო, მაგრამ თავად ღვთის მსახურება აირჩია და კარგი მეფე დადგა.

    • 2მფ. 21:19—26; 22:1, 2 — მართალია, იოშიას მამა ამონი უვარგისი კაცი იყო, მაგრამ იოშია ძალიან კარგი მეფე დადგა.

    • 1კრ. 10:11, 12 — მოციქული პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ შეგვიძლია სხვების შეცდომებზე ვისწავლოთ.

    • ფლ. 2:12, 13 — პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, მოვიპოვებთ თუ არა ხსნას.

რა პასუხისმგებლობა აკისრიათ ბავშვებსა და ახალგაზრდებს

როგორ უყურებს იეჰოვა იმ ბავშვებს, რომლებსაც ქრისტიანი მშობლები ზრდიან?

1კრ. 7:14

  • ბიბლიური მაგალითი:

    • დბ. 19:12, 15 — ლოტს ღვთის თვალში მართალი კაცის სახელი ჰქონდა; ნაწილობრივ ამის დამსახურება იყო, რომ ანგელოზებმა მისი ქალიშვილები გადაარჩინეს.

უნდა დაასკვნან ღვთისმოშიში მშობლების შვილებმა, რომ ღვთის თვალში ავტომატურად კარგი სახელი ექნებათ?

იგ. 20:11; ეზკ. 18:5, 10—13

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ლვ. 10:1—3, 8, 9 — იეჰოვამ მღვდელმთავარი აარონის შვილები მათი არასწორი საქციელის გამო სიკვდილით დასაჯა.

    • 1სმ. 8:1—5 — წინასწარმეტყველი სამუელი მართალი კაცი იყო, თუმცა მისი ვაჟები უპატიოსნოდ იქცეოდნენ.

როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, თუ სურს, ღვთის მოწონება დაიმსახუროს?

რატომ უნდა ესწრებოდნენ კრების შეხვედრებს ბავშვები?

კნ. 31:12, 13; ებ. 10:24, 25

  • ბიბლიური მაგალითი:

    • მთ. 15:32—38 — იესოს მსმენელებს შორის ბავშვებიც იყვნენ.

საიდან ვიცით, რომ ღმერთის სურვილია, ბავშვებიც ემსახურებოდნენ მას?

ფს. 8:2; 148:12, 13

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 17:4, 8—10, 41, 42, 45—51 — იეჰოვამ ახალგაზრდა დავითს დაამარცხებინა გოლიათი და, ამგვარად, თავისი სახელი განადიდა.

    • 2მფ. 5:1—15 — იეჰოვამ პატარა ისრაელი გოგონას მეშვეობით უცხოტომელ მხედართმთავარს გააცნო თავი.

    • მთ. 21:15, 16 — იესომ შეაქო ბავშვები, რომლებმაც პატივი მიაგეს.

რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას იმ ბავშვების მიმართ, რომელთა მშობლებიც არ ემსახურებიან ღმერთს?

  • ბიბლიური მაგალითები:

    • რც. 16:25, 26, 32, 33 — როცა ზოგი ებრაელი მამაკაცი მოსესა და აარონის წინააღმდეგ ამხედრდა, იეჰოვამ მათი ოჯახის წევრებიც დასაჯა.

    • რც. 26:10, 11 — მართალია, იეჰოვამ კორახი დასაჯა, მაგრამ მისი შვილები ერთგულების გამო ცოცხალი დატოვა.

რატომ უნდა შეარჩიონ ახალგაზრდებმა მეგობრები დაკვირვებით?

იგ. 13:20; 1კრ. 15:33

იხილეთ აგრეთვე 2ტმ. 3:1—5.

როგორი სამეგობრო წრე უნდა შეარჩიონ ქრისტიანმა ახალგაზრდებმა?

2ტმ. 2:22

იხილეთ აგრეთვე „ურთიერთობები“.