გამხნევება
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ღვთის მსახურებმა ერთმანეთი გაამხნეონ?
ეს. 35:3, 4; კლ. 3:16; 1თს. 5:11; ებ. 3:13
-
ბიბლიური მაგალითები:
-
2მტ. 32:2—8 — მეფე ხიზკიამ გაამხნევა საფრთხის წინაშე მყოფი ხალხი.
-
დნ. 10:2, 8—11, 18, 19 — ანგელოზმა გაამხნევა ხანდაზმული და ძალაგამოცლილი დანიელი.
-
რას მოელის იეჰოვა პასუხისმგებელი ძმებისგან?
იხილეთ აგრეთვე მთ. 11:28—30.
-
ბიბლიური მაგალითები:
-
კნ. 3:28; 31:7, 8 — იეჰოვას მითითებისამებრ, მოსემ განამტკიცა და გაამხნევა თავისი საქმის გამგრძელებელი, იესო ნავეს ძე.
-
სქ. 11:22—26; 14:22 — პავლემ და ბარნაბამ გაამხნევეს ანტიოქიაში მცხოვრები თანაქრისტიანები, რომლებიც დევნას ხვდებოდნენ.
-
რატომ არის მნიშვნელოვანი, გულწრფელად შევაქოთ და-ძმები?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
მსჯ. 11:37—40 — ებრაელი ასულები ყოველწლიურად ადიოდნენ იფთახის ქალიშვილთან და აქებდნენ თავგანწირვის სულისთვის.
-
გმც. 2:1—4 — მართალია, იესოს რჩევა-დარიგება უნდა მიეცა ეფესოელი ქრისტიანებისთვის, მაგრამ მას მათი შექებაც არ გამორჩენია მხედველობიდან.
-
როგორ შეუძლიათ ღვთის მსახურებს ერთმანეთის გამხნევება?
იგ. 15:23; ეფ. 4:29; ფლ. 1:13, 14; კლ. 4:6; 1თს. 5:14
იხილეთ აგრეთვე 2კრ. 7:13, 15, 16.
-
ბიბლიური მაგალითები:
-
1სმ. 23:16—18 — როცა დავითს რთული დრო ედგა, იონათანმა მოძებნა ის და გაამხნევა.
-
ინ. 16:33 — იესო თავისი მაგალითით განამტკიცებდა მოწაფეებს და არწმუნებდა, რომ მის მსგავსად ისინიც სძლევდნენ ქვეყნიერებას.
-
სქ. 28:14—16 — რომში სასამართლოს წინაშე წარსადგომად მიმავალ პავლეს გზად თანაქრისტიანები შეხვდნენ და გაამხნევეს.
-
რატომ არ უნდა მოვექცეთ სხვებს უპატივცემულოდ და რატომ უნდა ვერიდოთ დრტვინვას?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
რც. 11:10—15 — ხალხის ურჩობამ და დრტვინვამ მოსე გულგატეხილობამდე მიიყვანა.
-
რც. 13:31, 32; 14:2—6 — ათი მზვერავის უარყოფითმა საუბარმა ხალხს გული გაუტეხა და დაუმორჩილებლობისკენ უბიძგა.
-
რატომ არის ჩვენთვის გამამხნევებელი თანაქრისტიანებთან ურთიერთობა და მათთან ერთად ღვთის თაყვანისცემა?
იგ. 27:17; რმ. 1:11, 12; ებ. 10:24, 25; 12:12
-
ბიბლიური მაგალითები:
-
2მტ. 20:1—19 — როცა იუდას სამეფოს წინააღმდეგ დიდი ლაშქარი გამოვიდა, მეფე იეჰოშაფატმა მთელი ხალხი შეკრიბა, რომ ერთად ელოცათ.
-
სქ. 12:1—5, 12—17 — მას შემდეგ, რაც იაკობი სიკვდილით დასაჯეს და პეტრე დააპატიმრეს, იერუსალიმის კრება ერთად ლოცულობდა.
-
როგორ გვეხმარება სირთულეების დროს დადებითი განწყობა?
სქ. 5:40, 41; რმ. 8:35—39; 1კრ. 4:11—13; 2კრ. 4:16—18; 1პტ. 1:6, 7
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დბ. 39:19—23; 40:1—8 — მიუხედავად იმისა, რომ ცრუ ბრალდება წაუყენეს და უსამართლოდ დააპატიმრეს, იოსები ერთგულებას ინარჩუნებდა და სხვებს ეხმარებოდა.
-
2მფ. 6:15—17 — ელისე არ შეუშინდა მოსალოდნელ საფრთხეს და იმაზეც ილოცა, რომ მის მსახურს გაბედულება მოეკრიბა.
-
ბიბლია გამხნევების წყაროა
რა დაპირებას გვაძლევს იეჰოვა?
რატომ შეიძლება ჩვენთვის გამამხნევებელი აღმოჩნდეს იეჰოვას სულგრძელობასა და გულმოწყალებაზე ფიქრი?
როგორ გვიდგას იეჰოვა მხარში, როცა გვგონია, რომ მეტის ატანას ვეღარ შევძლებთ?
ფს. 46:1; ეს. 12:2; 40:29—31; ფლ. 4:13
-
ბიბლიური მაგალითები:
-
1სმ. 1:10, 11, 17, 18 — იეჰოვამ შეისმინა სულგამწარებული ხანას ლოცვა და შინაგანი სიმშვიდე მოჰგვარა.
-
1მფ. 19:1—19 — გულგატეხილ ელიას იეჰოვა ჯერ პრაქტიკულად დაეხმარა, შემდეგ კი გაამხნევა და დაანახვა, რომ წინ ბევრი კარგი რამ ელოდა.
-
როგორ გვმატებს მხნეობას მომავლის იმედი?
2მტ. 15:7; ფს. 27:13, 14; ებ. 6:17—19; 12:2
-
ბიბლიური მაგალითები:
-
იობ. 14:1, 2, 7—9, 13—15 — უმძიმეს მომენტში იობმა მკვდრეთით აღდგომის იმედით ინუგეშა თავი.
-
დნ. 12:13 — ას წელს მიტანებული დანიელი რომ გაემხნევებინა, ანგელოზმა უთხრა, რა ჯილდოს მიიღებდა მომავალში.
-
როგორ გვამხნევებს ლოცვა და იეჰოვას პიროვნებაზე ფიქრი?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
1სმ. 30:1—9 — სირთულეების დროს მეფე დავითი იეჰოვას მიენდო და ასე გაიმხნევა თავი.
-
ლკ. 22:39—43 — ურთულესი განსაცდელის დროს იესო გულმხურვალედ ლოცულობდა. საპასუხოდ იეჰოვამ მას ანგელოზი გაუგზავნა და გაამხნევა.
-
როგორ გვამხნევებს კარგი შემთხვევები და რატომ იქნება კარგი, თუ სხვებსაც მოვუყვებით მათ?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
სქ. 15:2—4 — პავლე და ბარნაბა ამხნევებდნენ კრებებს.
-
3ინ. 1—4 — ხანში შესული მოციქული იოანე გამხნევდა, როცა გაიგო, რომ ისინი, ვისაც ჭეშმარიტება ასწავლა, კვლავაც ღვთის ერთგულნი იყვნენ.
-