არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თანასწორობა

თანასწორობა

წარმომავლობის, რასის ან ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით აფასებს ღმერთი ადამიანს?

სქ. 17:26, 27; რმ. 3:23—27; გლ. 2:6; 3:28

  • ბიბლიური მაგალითი:

    • ინ. 8:31—40 — ზოგი იუდეველი იმით ამაყობდა, რომ მათი წინაპარი აბრაამი იყო. თუმცა იესომ უთხრა, რომ ეს არაფერს ნიშნავდა, რადგან მასავით არ იქცეოდნენ.

ამართლებს რაიმე რასობრივი თუ ეროვნული უპირატესობის განცდას?

ინ. 3:16; რმ. 2:11

  • ბიბლიური მაგალითები:

    • იონ. 4:1—11 — იონას გაუჭირდა ნინეველების ანუ სხვა ერის ხალხის მიმართ გულმოწყალების გამოვლენა, თუმცა იეჰოვა მას თვალსაზრისის შეცვლაში დაეხმარა.

    • სქ. 10:1—8, 24—29, 34, 35 — მოციქული პეტრე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უცხოტომელები უწმინდურ ხალხად აღარ უნდა მიეჩნია, და სწორედ ის დაეხმარა კორნელიუსსა და მის სახლეულობას, რომ პირველი უცხოტომელი ქრისტიანები გამხდარიყვნენ.

რამდენად სწორი იქნება, რომ შეძლებული ქრისტიანი თავს სხვებზე მაღლა აყენებდეს ან განსაკუთრებულ მოპყრობას მოელოდეს?

თუ ვინმე ზედამხედველად მსახურობს, ნიშნავს, რომ სხვებზე რამით უპირატესობს ან მათზე ბატონობის უფლება აქვს?

2კრ. 1:24; 1პტ. 5:2, 3

  • ბიბლიური მაგალითები:

    • კნ. 17:18—20 — იეჰოვამ გააფრთხილა მეფეები, რომ თავი მოძმე ისრაელებზე უკეთესი არ ჰგონებოდათ.

    • მრ. 10:35—45 — იესომ მოციქულებს თვალსაზრისი შეუსწორა, რადგან ძალაუფლების მოხვეჭას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

რაზეა დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა ადამიანი ღვთის კეთილგანწყობას?

უნდა შეუერთდნენ ქრისტიანები მოძრაობებს, რომლებიც სოციალურ თანასწორობას ითხოვენ?

ეფ. 6:5—9; 1ტმ. 6:1, 2

  • ბიბლიური მაგალითი:

    • ინ. 6:14, 15 — ხალხი იესოსგან მოელოდა, რომ არსებულ წყობას შეცვლიდა, მაგრამ მან არ მისცა მათ მისი გამეფების უფლება.