არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო ქრისტე

იესო ქრისტე

რა როლს ასრულებს იესო იეჰოვას განზრახვაში?

სქ. 4:12; 10:43; 2კრ. 1:20; ფლ. 2:9, 10

იხილეთ აგრეთვე იგ. 8:22, 23, 30, 31; ინ. 1:10; გმც. 3:14.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მთ. 16:13—17 — მოციქული პეტრე მიხვდა, რომ იესო იყო ქრისტე და ღვთის ძე.

    • მთ. 17:1—9 — იესომ თავის სამ მოციქულს ის დიდება აჩვენა, რაც მომავალში ექნებოდა. ამ დროს მათ უშუალოდ იეჰოვასგან მოისმინეს, რომ იესო მისი ძე იყო.

რატომ იყო იესო ყველაზე გამორჩეული ადამიანი?

ინ. 8:58; 14:9, 10; კლ. 1:15—17; 1პტ. 2:22

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მთ. 21:1—9 — როცა იესო საზეიმოდ შევიდა იერუსალიმში, მესიის შესახებ წინასწარმეტყველება შესრულდა.

    • ებ. 7:26—28 — მოციქულმა პავლემ ახსნა, როგორ განსხვავდებოდა დიდებული მღვდელმთავარი იესო სხვა მღვდელმთავრებისგან.

რას ვსწავლობთ იესოს სასწაულებიდან თავად მასსა და მის მამაზე?

ინ. 3:1, 2; 5:36.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მთ. 4:23, 24 — იესო დემონებზე ძლიერი იყო და ყოველგვარი უძლურებისა თუ ავადმყოფობის განკურნების ძალას ფლობდა.

    • მთ. 14:15—21 — იესომ სასწაულებრივად დააპურა ათასობით ადამიანი ხუთი პურითა და ორი თევზით.

    • მთ. 17:24—27 — ვინმე რომ არ დაებრკოლებინათ, იესომ სასწაულებრივად აპოვნინა პეტრეს ფული ტაძრის გადასახადისთვის.

    • მრ. 1:40, 41 — ერთი კეთროვნის შემხედვარე იესოს გული დაეწვა და განკურნა კიდეც ეს კაცი. ამ შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ მას ძლიერ სურს, ბოლო მოეღოს ავადმყოფობას.

    • მრ. 4:36—41 — იესომ ქარიშხალი ჩააცხრო, რაც იმაზე მოწმობს, რომ მას იეჰოვასგან აქვს ბოძებული ძალა სტიქიების გასაკონტროლებლად.

    • ინ. 11:11—15, 31—45 — თავისი მეგობრის, ლაზარეს, სიკვდილმა იესო ძალიან დაამწუხრა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგენით მან ცხადყო, თუ რა ძლიერ სურს, ბოლო მოუღოს სიკვდილსაც და მის მიერ გამოწვეულ ტკივილსაც.

რა იყო იესოს ქადაგების მთავარი თემა?

რა მიმზიდველ თვისებებს ავლენდა იესო დედამიწაზე ცხოვრების დროს? ყურადღება მიაქციეთ, როგორ ჩანს მითითებული მუხლებიდან, რომ ის იყო . . .

ბრძენი (მთ. 12:42; 13:54; კლ. 2:3).

გაბედული (მთ. 4:2—11; ინ. 2:13—17; 18:1—6).

თავმდაბალი (მთ. 11:29; 20:28; ინ. 13:1—5; ფლ. 2:7, 8).

თანამგრძნობი (მრ. 5:25—34; ლკ. 7:11—15).

მორჩილი (ლკ. 2:40, 51, 52; ებ. 5:8).

მოსიყვარულე (ინ. 13:1; 14:31; 15:13; 1ინ. 3:16).

უშუალო (მთ. 13:2; მრ. 10:13—16; ლკ. 7:36—50).

რატომ გაიღო იესომ სიცოცხლე და რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის მის მიერ გაღებულ მსხვერპლს?

რატომ უნდა გვიხაროდეს ის ფაქტი, რომ იესო ზეცაში გამეფდა?

ფს. 72:12—14; დნ. 2:44; 7:13, 14; გმც. 12:9, 10

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ფს. 45:2—7, 16, 17 — ამ ფსალმუნიდან ჩანს, რომ ღვთის მიერ არჩეული მეფე თავის მტრებს გაანადგურებს; ის თავმდაბალი და სამართლიანი მმართველი იქნება.

    • ეს. 11:1—10 — იესოს მეფობის დროს მშვიდობა დამყარდება და დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა.

რას გააკეთებს იესო ახლო მომავალში?