არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა

იეჰოვა

სახელი

ღვთის სახელის, „იეჰოვას“, მნიშვნელობაა „აქცევინებს“.

რად იქცევა იეჰოვა, რომ იზრუნოს თავის მსახურებზე?

რატომ არის ღვთის სახელის განწმენდა უმნიშვნელოვანესი საკითხი?

რატომ იმსახურებს უზენაესი ღმერთი იეჰოვა ადამიანთა მორჩილებას?

იეჰოვას ზოგიერთი წოდება:

დიადი ღმერთი (ებ. 8:1)

დიდებული მოძღვარი (ეს. 30:20)

დიდებული ღმერთი (ებ. 1:3)

კლდე (კნ. 32:4; ეს. 26:4)

ლაშქართა ღმერთი (1სმ. 1:11)

მამა (მთ. 6:9; ინ. 5:21)

მარადიულობის მეფე (1ტმ. 1:17; გმც. 15:3)

უზენაესი (დბ. 14:18—22; ფს. 7:17; ეს. 25:8; ამ. 3:7)

ყოვლისშემძლე (დბ. 17:1; გმც. 19:6)

იეჰოვას ზოგიერთი გამორჩეული თვისება

როგორ უსვამს ხაზს იეჰოვა თავის სიწმინდეს და რისკენ უნდა აღძრავდეს მის მსახურებს იმის ცოდნა, რომ ის წმინდაა?

გმ. 28:36; ლვ. 19:2; 2კრ. 7:1; 1პტ. 1:13—16

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ეს. 6:1—8 — წინასწარმეტყველმა ესაიამ თავი უღირსად იგრძნო, როცა ხილვაში ნახა, რამდენად წმინდაა იეჰოვა. თუმცა სერაფიმმა შეახსენა მას, რომ ცოდვილი ადამიანიც კი შეიძლება ღვთის თვალში წმინდად ჩაითვალოს.

    • რმ. 6:12—23; 12:1, 2 — მოციქულმა პავლემ ახსნა, როგორ უნდა ვებრძოლოთ ცოდვილ მიდრეკილებებს და ვისწრაფოთ სიწმინდისკენ.

რისი ძალა შესწევს იეჰოვას?

გმ. 15:3—6; 2მტ. 16:9; ეს. 40:22, 25, 26, 28—31

  • ბიბლიური მაგალითები:

    • კნ. 8:12—18 — წინასწარმეტყველმა მოსემ ხალხს შეახსენა, რომ იეჰოვამ გულუხვად აკურთხა ისინი და ის, რაც ჰქონდათ, საკუთარი ძალით არ მოუპოვებიათ.

    • 1მფ. 19:9—14 — დათრგუნული ელია რომ გაემხნევებინა, იეჰოვამ მას თავისი ძლევამოსილება ახილვინა.

რატომ შეგვიძლია ბოლომდე ვენდოთ იეჰოვას სამართალს?

კნ. 32:4; იობ. 34:10; 37:23; ფს. 37:28; ეს. 33:22

  • ბიბლიური მაგალითები:

    • კნ. 24:16—22 — მოსეს კანონიდან ჩანს, რომ იეჰოვა არასდროს ავლენს სამართლიანობას გულმოწყალებისა და სიყვარულის გარეშე.

    • 2მტ. 19:4—7 — როდესაც მეფე იეჰოშაფატი მსაჯულებს ნიშნავდა, შეახსენა, რომ საკუთარი ნორმებით კი არა, ღვთის ნორმებით უნდა გაესამართლებინათ.

საიდან ჩანს, რომ იეჰოვა ყოვლადბრძენია?

ფს. 104:24; იგ. 2:1—8; იერ. 10:12; რმ. 11:33; 16:27

იხილეთ აგრეთვე ფს. 139:14; იერ. 17:10.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1მფ. 4:29—34 — იეჰოვამ მეფე სოლომონს ყველა მის თანამედროვეზე მეტი სიბრძნე უბოძა.

    • ლკ. 11:31; ინ. 7:14—18 — იესო, რომელიც სოლომონზე ბრძენი იყო, აღიარებდა, რომ სიბრძნე იეჰოვასგან ჰქონდა.

საიდან ჩანს, რომ იეჰოვას უმთავრესი თვისება სიყვარულია?

ინ. 3:16; რმ. 8:32; 1ინ. 4:8—10, 19

იხილეთ აგრეთვე სფ. 3:17; ინ. 3:35.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მთ. 10:29—31 — იესომ ბეღურის მაგალითზე დაანახვა მსმენელს, როგორი მოსიყვარულეა იეჰოვა და რამდენად აფასებს თავის თითოეულ მსახურს.

    • მრ. 1:9—11 — იეჰოვამ თავისი ძე დაარწმუნა, რომ უყვარდა და ამაყობდა მისით, რაც მშობლებისთვის კარგი მაგალითია.

ბიბლიიდან იეჰოვას პიროვნების სხვა მხარეებსაც ვეცნობით, რომლებიც მასთან დაახლოების სურვილს გვიჩენს. მაგალითად, ის არის . . .

ბედნიერი (1ტმ. 1:11).

გულმოწყალე (გმ. 34:6).

გულუხვი (ფს. 104:13—15; 145:16).

დიდებული (ფს. 8:1; 148:13; გმც. 4:1—6).

ერთგული (გმც. 15:4).

თავმდაბალი (ფს. 18:35).

თანამგრძნობი (ეს. 49:15; 63:9; ზქ. 2:8).

კეთილი (ლკ. 6:35; რმ. 2:4).

მარადიული (ფს. 90:2; 93:2).

მართალი (ფს. 7:9).

მომთმენი, სულგრძელი (ეს. 30:18; 2პტ. 3:9).

მშვიდობიანი (ფლ. 4:9).

უცვლელი, საიმედო (მლ. 3:6; იაკ. 1:17).

ყოვლისმხილველი (2მტ. 16:9; იგ. 15:3).

რისკენ აღგვძრავს იეჰოვას უკეთ გაცნობა?

როგორ ვემსახუროთ იეჰოვას

საიდან ჩანს, რომ იეჰოვა არ არის ზედმეტად მომთხოვნი?

კნ. 10:12; მქ. 6:8; 1ინ. 5:3

  • ბიბლიური მაგალითები:

    • კნ. 30:11—14 — მოსეს კანონის დაცვა ისრაელებისთვის მეტისმეტად რთული არ იყო.

    • მთ. 11:28—30 — იესომ, რომელიც სრულყოფილად ჰბაძავდა მამას, თავისი მოწაფეები დაარწმუნა, რომ კეთილი ბატონი იქნებოდა.

რატომ იმსახურებს იეჰოვა ჩვენგან ქებას?

ფს. 105:1, 2; ეს. 43:10—12, 21

იხილეთ აგრეთვე იერ. 20:9; ლკ. 6:45; სქ. 4:19, 20.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ფს. 104:1, 2, 10—20, 33, 34 — ფსალმუნმომღერალი შემოქმედებაზე დაკვირვებამ აღძრა, რომ განედიდებინა იეჰოვა.

    • ფს. 148:1—14 — ყველა ქმნილება, ერთგული ანგელოზების ჩათვლით, განადიდებს იეჰოვას. ჩვენც მსგავსად უნდა მოვიქცეთ.

როგორ შეიძლება განვადიდოთ იეჰოვა ჩვენი საქმეებით?

მთ. 5:16; ინ. 15:8; 1პტ. 2:12

იხილეთ აგრეთვე იაკ. 3:13.

რატომ უნდა დავუახლოვდეთ იეჰოვას?

რატომაა საჭირო თავმდაბლობა იეჰოვასთან დასაახლოებლად?

როგორ გვეხმარება ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი იეჰოვასთან დაახლოებაში?

რატომ არის მნიშვნელოვანი ნასწავლის თანახმად მოქმედება?

რატომ არ უნდა ვეცადოთ იეჰოვასგან რამის დამალვას?

იობ. 34:22; იგ. 28:13; იერ. 23:24; 1ტმ. 5:24, 25

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2მფ. 5:20—27 — გეხაზი შეეცადა ცოდვის დამალვას, თუმცა იეჰოვამ წინასწარმეტყველ ელისეს სიმართლე გაუმჟღავნა.

    • სქ. 5:1—11 — ანანია და საფირა მკაცრად დაისაჯნენ, რადგან წმინდა სულის მოტყუება განიზრახეს.