მოთმინება
როგორ ავლენს იეჰოვა მოთმინებას?
იხილეთ აგრეთვე ნემ. 9:30.
-
ბიბლიური მაგალითები:
-
იერ. 7:23—25 — იეჰოვამ მოკლედ აღწერა, როგორ ავლენდა მოთმინებას თავისი ურჩი ხალხის მიმართ.
-
2პტ. 3:3—9, 15 — მოციქულმა პეტრემ ახსნა, როგორ და რა მიზნით ავლენდა იეჰოვა მოთმინებას, და ისიც აღნიშნა, რომ იეჰოვას მოთმინებას საზღვარი აქვს.
-
უნდა იყვნენ იეჰოვას მსახურები მომთმენნი?
იგ. 25:15; 1კრ. 13:4, 7; ეფ. 4:1—3; 1ტმ. 6:11; 2ტმ. 2:24, 25; 4:2; 2პტ. 1:5, 6
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დბ. 39:19—21; 40:14, 15, 23; 41:1, 9—14 — მართალია, იოსები მონად გაყიდეს და წლების მანძილზე ეგვიპტეში უსამართლოდ ჰყავდათ დაპატიმრებული, მაგრამ მან ყველა განსაცდელი მოთმინებით აიტანა და რწმენა შეინარჩუნა.
-
ებ. 6:10—15 — ქრისტიანებისთვის მოთმინების ფასი რომ დაენახვებინა, მოციქულმა პავლემ აბრაამის მაგალითი მოიყვანა.
-
რატომ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ყველა არ მოგვისმენს და ზოგი შეგვეწინააღმდეგება კიდეც?
მთ. 10:22; ინ. 15:18, 19; 2კრ. 6:4, 5
-
ბიბლიური მაგალითები:
-
2პტ. 2:5; დბ. 7:23; მთ. 24:37—39 — მართალია, ნოე „სიმართლის მქადაგებელი“ იყო, მაგრამ ხალხის უმეტესობა არ უსმენდა. მხოლოდ ის და მისი ოჯახი გადაურჩა წარღვნას.
-
2ტმ. 3:10—14 — მოციქულმა პავლემ საკუთარი მაგალითი მოუყვანა ტიმოთეს, რომ ისიც მომთმენი ყოფილიყო.
-
რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობა?
მთ. 10:22, 36—38; ლკ. 21:16—19
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დბ. 4:3—11; 1ინ. 3:11, 12 — კაენმა, რომელიც ბოროტებას სჩადიოდა, თავისი ძმა აბელი მოკლა მიუხედავად იმისა, რომ ის მართალი კაცი იყო.
-
დბ. 37:5—8, 18—28 — როცა იოსებმა ძმებს თავისი სიზმრის შესახებ მოუყვა, მათ მოიძულეს ის და მონად გაყიდეს.
-
რატომ არ უნდა გვქონდეს სიკვდილის შიში, როცა გვდევნიან?
იხილეთ აგრეთვე გმც. 2:10.
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დნ. 3:1—6, 13—18 — შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო მზად იყვნენ, სიცოცხლეც დაეთმოთ, ოღონდ კი კერპისთვის თაყვანი არ ეცათ.
-
სქ. 5:27—29, 33, 40—42 — მოციქულებს არ შეუწყვეტიათ ქადაგება მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით დაემუქრნენ.
-
რა დაგვეხმარება, ვუერთგულოთ იეჰოვას მაშინაც, როცა ჩვენ მიმართ აღმზრდელობით ზომებს ატარებენ?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
რც. 20:9—12; კნ. 3:23—28; 31:7, 8 — მართალია, მოსეს თავიდან სათანადო რეაქცია არ ჰქონდა, როცა იეჰოვამ დასაჯა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა.
-
2მფ. 20:12—18; 2მტ. 32:24—26 — მეფე ხიზკიამ შესცოდა, რის გამო წინასწარმეტყველმა შეაგონა ის. თუმცა მან თავი დაიმდაბლა და განაგრძო იეჰოვას მსახურება.
-
როგორ იცდება ჩვენი მოთმინება მაშინ, როცა თანაქრისტიანი წყვეტს იეჰოვას მსახურებას?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
ფს. 73:2—24 — როცა დაინახა, რომ ბოროტები უზრუნველად და უშფოთველად ცხოვრობდნენ, ფსალმუნმომღერალი დაეჭვდა, ღირდა თუ არა იეჰოვას მსახურება.
-
ინ. 6:60—62, 66—68 — მართალია, ბევრმა მიატოვა იესო, მაგრამ პეტრე მოციქულს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ეერთგულა მისთვის.
-
რა გვიადვილებს მოთმინებას?
იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა
ღვთის სიტყვის კვლევა და წაკითხულზე ფიქრი
რეგულარული და გულწრფელი ლოცვა
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დნ. 6:4—11 — მიუხედავად იმისა, რომ მის სიცოცხლეს შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა, წინასწარმეტყველი დანიელი რეგულარულად ლოცულობდა.
-
მთ. 26:36—46; ებ. 5:7 — სიკვდილის წინა ღამეს იესო გულმხურვალედ ლოცულობდა და მოციქულებსაც ამისკენ მოუწოდებდა.
-
თანაქრისტიანებთან ერთად თაყვანისცემა
დაპირებულ ჯილდოზე ფიქრი
იეჰოვასა და თანაქრისტიანების სიყვარულის განმტკიცება
რწმენის განმტკიცება
განსაცდელების მიმართ სწორი დამოკიდებულება
რატომ ღირს მოთმინება?
მოთმინებით განვადიდებთ იეჰოვას
იგ. 27:11; ინ. 15:7, 8; 1პტ. 1:6, 7
-
ბიბლიური მაგალითები:
-
იობ. 1:6—12; 2:3—5 — სატანამ ეჭვქვეშ დააყენა იობის ერთგულება. ამ ბრალდების გასაბათილებლად იობს უნდა მოეთმინა სირთულეები.
-
რმ. 5:19; 1პტ. 1:20, 21 — იესომ სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა იეჰოვას, რითაც დაამტკიცა, რომ სრულყოფილ ადამიანს შეუძლია ურთულესი განსაცდელების მიუხედავად ერთგულების შენარჩუნება.
-
ჩვენი მაგალითით სხვებსაც ვუბიძგებთ, მომთმენნი იყვნენ
მოთმინების წყალობით მსახურებაში წარმატებას მივაღწევთ
თუ მომთმენნი ვიქნებით, იეჰოვას კეთილგანწყობასაც დავიმსახურებთ და დაპირებულ ჯილდოსაც მივიღებთ
იხილეთ აგრეთვე რმ. 2:6, 7; იაკ. 1:12.