მორჩილება
რატომ არის მორჩილება მნიშვნელოვანი?
გმ. 19:5; კნ. 10:12, 13; ეკ. 12:13; იაკ. 1:22
-
ბიბლიური მაგალითები:
-
1სმ. 15:17—23 — წინასწარმეტყველმა სამუელმა იეჰოვასადმი დაუმორჩილებლობის გამო გაკიცხა მეფე საული და შემდეგ მორჩილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
-
ებ. 5:7—10 — იესო ყოველთვის ემორჩილებოდა მამას, თუმცა იმით, რაც დედამიწაზე გადაიტანა, კიდევ უფრო მეტად ისწავლა მორჩილება.
-
როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ უფლებამოსილი პირები მისგან ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლას მოითხოვენ?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დნ. 3:13—18 — სამი ებრაელი ახალგაზრდა არ დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული კერპის წინაშე მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დასჯდომოდათ.
-
მთ. 22:15—22 — იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ მისი მიმდევრები ხელისუფლებას ყოველთვის ემორჩილებიან იმ შემთხვევების გარდა, როცა მათგან ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლას მოითხოვენ.
-
სქ. 4:18—31 — მიუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილმა პირებმა მოციქულებს ქადაგების შეწყვეტა უბრძანეს, მათ გაბედულად განაგრძეს ღვთის სიტყვის გაცხადება.
-
რა შემთხვევაში შევძლებთ, ყოველთვის დავიცვათ ღვთის მცნებები?
კნ. 6:1—5; ფს. 112:1; 1ინ. 5:2, 3
იხილეთ აგრეთვე ფს. 119:11, 112; რმ. 6:17.
-
ბიბლიური მაგალითები:
-
ეზრ. 7:7—10 — მღვდელმა ეზრამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ღვთის კანონს დამორჩილებოდა და ის სხვებისთვისაც ესწავლებინა.
-
ინ. 14:31 — იესომ ახსნა, თუ რატომ ემორჩილებოდა მამას ყველაფერში.
-
რამ უნდა აღგვძრას, რომ დავემორჩილოთ იეჰოვასა და იესოს?
საიდან ჩანს, რომ მორჩილებასა და რწმენას შორის მჭიდრო კავშირია?
რმ. 1:5; 10:16, 17; იაკ. 2:20—23
იხილეთ აგრეთვე კნ. 9:23.
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დბ. 6:9—22; ებ. 11:7 — ნოეს ძლიერ რწმენაზე მეტყველებს ის, რომ კიდობნის აგების დროს ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ღმერთმა დაავალა.
-
ებ. 11:8, 9, 17 — იეჰოვას რომ დამორჩილებოდა, აბრაამმა ურიც დატოვა და შვილის შესაწირავადაც იყო მზად, რაც მის ძლიერ რწმენაზე მიანიშნებდა.
-
როგორ გვაჯილდოებს იეჰოვა მორჩილებისთვის?
იერ. 7:23; მთ. 7:21; 1ინ. 3:22
-
ბიბლიური მაგალითები:
-
ლვ. 26:3—6 — იეჰოვა ისრაელებს დაჰპირდა, რომ, თუ დაემორჩილებოდნენ, აკურთხებდა და იზრუნებდა მათზე.
-
რც. 13:30, 31; 14:22—24 — ქალებ იეფუნეს ძემ მორჩილება გამოავლინა, რის გამოც იეჰოვამ დააჯილდოვა.
-
რა შედეგებს იმკის ურჩი ადამიანი?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დბ. 2:16, 17; 3:17—19 — დაუმორჩილებლობის გამო ადამმა და ევამ დაკარგეს სრულყოფილება, მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა და ედემის ბაღში ცხოვრების პატივი.
-
კნ. 18:18, 19; სქ. 3:12, 18, 22, 23 — იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ მოსეზე დიდი წინასწარმეტყველი გამოჩნდებოდა და პასუხს აგებინებდა ყველას, ვინც მას არ მოუსმენდა.
-
იუდ. 6, 7 — როგორც ურჩმა ანგელოზებმა, ისე სოდომისა და გომორის მოსახლეობამ იეჰოვას რისხვა დაიტეხეს თავს.
-
რატომ უნდა დავემორჩილოთ იესო ქრისტეს?
-
ბიბლიური მაგალითი:
-
ინ. 12:46—48; 14:24 — იესომ თქვა, რომ, ვინც არ გაითვალისწინებდა მის სიტყვებს, მსჯავრი დაედებოდა.
-
რატომ უნდა დავემორჩილოთ კრებაში ზედამხედველებს?
რატომ უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს?
რატომ უნდა დაემორჩილონ ბავშვები მშობლებს?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დბ. 37:3, 4, 8, 11—13, 18 — ახალგაზრდა იოსები გაეგზავნა მამას თავის ძმებთან მიუხედავად იმისა, რომ მათ სძულდათ ის.
-
ლკ. 2:51 — იესო ემორჩილებოდა იოსებსა და მარიამს მიუხედავად იმისა, რომ ის სრულყოფილი იყო, ისინი კი — არა.
-
რატომ უნდა მივყვეთ სამსახურში დადგენილ შინაგანაწესს მაშინაც კი, თუ არავინ გვიყურებს?
რატომ ავლენენ ქრისტიანები ხელისუფლებისადმი მორჩილებას?