არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშობლები

მშობლები

რატომ ჩაუყარა იეჰოვამ საფუძველი ქორწინებას?

რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მშობლებს შვილების მიმართ?

ფს. 127:3—5; 128:3

იხილეთ აგრეთვე „ბავშვები; ახალგაზრდები“.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 33:4, 5 — იაკობი შვილებს იეჰოვას საჩუქრად მიიჩნევდა.

    • გმ. 1:15, 16, 22; 2:1—4; 6:20 — როცა ამრამს და იოქებედს მოსე შეეძინათ, ისინი მზად იყვნენ, სიცოცხლეც გაეწირათ მის დასაცავად.

რა პასუხისმგებლობა აკისრიათ მშობლებს?

კნ. 6:6, 7; 11:18, 19; იგ. 22:6; 2კრ. 12:14; 1ტმ. 5:8

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 1:1—4 — ელკანას მთელი ოჯახი მიჰყავდა შილოში დღესასწაულის აღსანიშნავად, რათა მის ყველა შვილს ეცა თაყვანი იეჰოვასთვის.

    • ლკ. 2:39, 41 — იოსებსა და მარიამს წესად ჰქონდათ, რომ პასექის აღსანიშნავად ყოველ წელს შვილებთან ერთად ნაზარეთიდან იერუსალიმში წასულიყვნენ.

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს იეჰოვას მორჩილება?

იგ. 1:8, 9; 22:6

იხილეთ აგრეთვე 2ტმ. 3:14, 15.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 2:18—21, 26; 3:19 — სამუელი მშობლებმა კარავში მიიყვანეს, რომ იქ ემსახურა. თუმცა ისინი აკითხავდნენ ხოლმე მას და ზრუნავდნენ მის საჭიროებებზე. საბოლოოდ ის ღვთისმოსაწონ პიროვნებად ჩამოყალიბდა.

    • ლკ. 2:51, 52 — იესო ემორჩილებოდა მშობლებს მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასრულყოფილები იყვნენ.

სად შეუძლიათ მშობლებს ბავშვების აღსაზრდელად საჭირო რჩევების მოძებნა?

კნ. 6:4—9; ეფ. 6:4; 2ტმ. 3:14—17

იხილეთ აგრეთვე ფს. 127:1; იგ. 16:3.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მსჯ. 13:2—8 — როცა მანოახმა გაიგო, რომ მის ცოლს შვილი ეყოლებოდა, მან რჩევა ითხოვა ბავშვის აღსაზრდელად.

    • ფს. 78:3—8 — იეჰოვას სურს, რომ მშობლებმა ბავშვებს ბიბლიური ცოდნა გადასცენ.

რატომ არ არის გამორიცხული, რომ ღვთისმოშიში მშობლების შვილმაც კი ზურგი აქციოს იეჰოვას?

ეზკ. 18:1—13, 20

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 6:1—5; იუდ. 6 — იეჰოვას ზოგი სულიერი ძე მის წინააღმდეგ წავიდა მიუხედავად იმისა, რომ მასთან ერთად ზეცაში ურიცხვი წელი ცხოვრობდნენ.

    • 1სმ. 8:1—3 — სამუელი ღვთის ერთგული და მართალი კაცი იყო. თუმცა მისი შვილები უკანონო შემოსავალს იყვნენ დახარბებულები და უპატიოსნოდ იქცეოდნენ.

როდიდან უნდა შეუდგნენ მშობლები შვილებისთვის სულიერი განათლების მიცემას?

2ტმ. 3:15

  • ბიბლიური მაგალითები:

    • კნ. 29:10—12, 29; 31:12; ეზრ. 10:1 — როდესაც ისრაელები ერთად შეკრებილნი იეჰოვას შესახებ სწავლობდნენ, მათ ბავშვებიც თან ჰყავდათ.

    • ლკ. 2:41—52 — იოსებსა და მარიამს იესო და მისი და-ძმები ყოველთვის მიჰყავდათ იერუსალიმში პასექის აღსანიშნავად.

რომელი ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილების დაცვა?

  • ბიბლიური მაგალითები:

    • გმ. 19:4; კნ. 32:11, 12 — იეჰოვა თავს არწივს ადარებს, რომელსაც ფრთებით დაჰყავს თავისი მართვე, იცავს მას და ზრუნვას არ აკლებს.

    • ეს. 49:15 — იეჰოვა თავის მსახურებს ჰპირდება, რომ მეძუძურ დედაზე მეტად იზრუნებს მათზე.

    • მთ. 2:1—16 — სატანამ ასტროლოგები მეფე ჰეროდესთან მიიყვანა, რათა მას მოეკლა პატარა იესო. თუმცა, იესო რომ დაეცვა, იეჰოვამ იოსებს მითითება მისცა, ეგვიპტეში წაეყვანა ოჯახი.

    • მთ. 23:37 — იმის საჩვენებლად, თუ როგორ სურდა იესოს თავისი ხალხის დახმარება, მან კრუხის მაგალითი მოიყვანა, რომელიც ფრთებქვეშ იკრებს წიწილებს.

რატომ უნდა ესაუბრონ მშობლები შვილებს სექსზე?

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ლვ. 15:2, 3, 16, 18, 19; კნ. 31:10—13 — იეჰოვას სურდა, ბავშვების თანდასწრებით წაეკითხათ მოსეს კანონი, სადაც პირდაპირი მითითებები იყო მოცემული სქესობრივი ცხოვრების შესახებ.

    • ფს. 139:13—16 — ფსალმუნმომღერალ დავითს აღაფრთოვანებდა იმაზე ფიქრი, თუ რა საოცრად იყო ადამიანი შექმნილი და როგორ ვითარდებოდა დედის მუცელში ნაყოფი.

    • იგ. 2:10—15 — იეჰოვასგან მომდინარე ცოდნა და სიბრძნე გვიცავს იმისგან, რომ გახრწნილი და მატყუარა ადამიანების მახეში არ გავებათ.

რატომ არის ბავშვების დასჯისას სიყვარული მნიშვნელოვანი?

იგ. 13:24; 29:17; იერ. 30:11; ეფ. 6:4

იხილეთ აგრეთვე ფს. 25:8; 145:9; კლ. 3:21.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ფს. 32:1—5 — მართალია, იეჰოვამ დასაჯა დავითი, მაგრამ დავითს ანუგეშებდა იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა პატიობს მომნანიებელ შემცოდველს.

    • იონ. 4:1—11 — წინასწარმეტყველი იონა გაუბრაზდა იეჰოვას და უპატივცემულოდ დაელაპარაკა. მიუხედავად ამისა, იეჰოვა მას რბილად მიუდგა და გულმოწყალების ფასი დაანახვა.

რატომ შეიძლება ითქვას, რომ შვილის დასჯა სიყვარულის მაჩვენებელია?

იგ. 3:11, 12; 13:24

იხილეთ აგრეთვე იგ. 15:32; გმც. 3:19.