არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუგეში

ნუგეში

გულგატეხილობის სხვადასხვა მიზეზი და მანუგეშებელი ბიბლიური აზრები

არასრულფასოვნების გრძნობა

იხილეთ აგრეთვე „უღირსობის გრძნობა“.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • გმ. 3:11; 4:10 — მოსეს არასრულფასოვნების გრძნობა დაეუფლა, როცა იეჰოვამ დაავალა, რომ ფარაონის წინაშე წარმდგარიყო და მისი ხალხი ეგვიპტიდან გამოეყვანა.

    • იერ. 1:4—6 — ურჩ ხალხთან წინასწარმეტყველად გაგზავნილი იერემია თავს ამ საქმისთვის შეუფერებლად მიიჩნევდა, რადგან ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო.

  • მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები:

  • მანუგეშებელი ბიბლიური მაგალითები:

    • გმ. 3:12; 4:11, 12 — იეჰოვამ არაერთხელ დაარწმუნა მოსე თავის მხარდაჭერაში.

    • იერ. 1:7—10 — იეჰოვამ დაარწმუნა იერემია, რომ დავალების შესასრულებლად საჭირო დახმარებას აღმოუჩენდა.

ასაკის მატებითა თუ ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული შეზღუდული მდგომარეობა

ფს. 71:9, 18; ეკ. 12:1—7

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2მფ. 20:1—3 — მძიმედ დასნეულებული ხიზკია მწარედ ატირდა.

    • ფლ. 2:25—30 — ეპაფროდიტე დარდობდა, რომ კრებამ შეიტყო მისი ავადმყოფობის ამბავი და ვერ გაამართლა მათი იმედები.

  • მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები:

  • მანუგეშებელი ბიბლიური მაგალითები:

    • 2სმ. 17:27—29; 19:31—38 — ღვთის ერთგულ ბარზილაის მეფემ საპატიო მდგომარეობა შესთავაზა, მაგრამ ამ მოკრძალებულმა კაცმა ასაკის გამო შემოთავაზებაზე უარი თქვა.

    • ფს. 41:1—3, 12 — მძიმედ დაავადებულ მეფე დავითს იეჰოვას დახმარების იმედი ჰქონდა.

    • მრ. 12:41—44 — იესომ შეაქო ღარიბი ქვრივი, რადგან ყველაფერი გაიღო, რაც გააჩნდა.

განაწყენება; გაბრაზება

ზოგს ბრაზი ერევა სხვადასხვა სირთულისა თუ ერთიმეორის მიყოლებით თავსდატეხილი განსაცდელების გამო.

ეკ. 9:11, 12

იხილეთ აგრეთვე ფს. 142:4; ეკ. 4:1; 7:7.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • რთ. 1:11—13, 20 — მას შემდეგ, რაც ნაომის ქმარ-შვილი ხელიდან გამოეცალა, ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ იეჰოვამ მიატოვა.

    • იობ. 3:1, 11, 25, 26; 10:1 — როცა იობმა მთელი ქონება დაკარგა, ათივე შვილი დაეღუპა და ჯანმრთელობაც შეერყა, თქვა, რომ სიცოცხლე მოსძულდა.

  • მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები:

  • მანუგეშებელი ბიბლიური მაგალითები:

    • რთ. 1:6, 7, 16—18; 2:2, 19, 20; 3:1; 4:14—16 — ღვთის ხალხს შორის დაბრუნებულ ნაომის დახმარების ხელი გაუწოდეს და, თავის მხრივ, ისიც აღიძრა სხვებზე ზრუნვისკენ. ამის შედეგი ის იყო, რომ მისი ტკივილი სიხარულმა შეცვალა.

    • იობ. 42:7—16; იაკ. 5:11 — იობმა რწმენით აიტანა განსაცდელები, რისთვისაც იეჰოვამ უხვად აკურთხა.

ზოგი უსამართლო მოპყრობის გამოა გამწარებული.

ეკ. 4:1, 2

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 1:6, 7, 10, 13—16 — ხანას ძალიან სტკენდა გულს ფენინას საქციელი, რასაც ისიც დაემატა, რომ მღვდელმთავარმა ელიმ ის უსამართლოდ დაადანაშაულა.

    • იობ. 8:3—6; 16:1—5; 19:2, 3 — იობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა იმან, რომ მისმა სამმა ვაი-ნუგეშისმცემელმა უმოწყალოდ გააკრიტიკა.

  • მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები:

  • მანუგეშებელი ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 1:9—11, 18 — ხანას ტკივილი მას შემდეგ დაუამდა, რაც გული გადმოუღვარა იეჰოვას.

    • იობ. 42:7, 8, 10, 17 — მას შემდეგ, რაც იობმა აპატია მეგობრებს, იეჰოვამაც გამოაჯანმრთელა ის და სიხარული დაუბრუნა.

დანაშაულის გრძნობა

ეზრ. 9:6; ფს. 38:3, 4, 8; 40:12

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2მფ. 22:8—13; 23:1—3 — მას შემდეგ, რაც მოსეს კანონში ჩაწერილი მოისმინეს, მეფე იოშია და ხალხი მიხვდნენ, რომ დიდად შესცოდეს იეჰოვას.

    • ეზრ. 9:10—15; 10:1—4 — მღვდელი ეზრა და ხალხი უზომოდ დაამწუხრა იმან, რომ ზოგი ეურჩა იეჰოვას და უცხოელი შეირთო ცოლად.

    • ლკ. 22:54—62 — მოციქულმა პეტრემ მწარედ ინანა, რომ სამჯერ უარყო იესო.

  • მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები:

  • მანუგეშებელი ბიბლიური მაგალითები:

    • 2მტ. 33:9—13, 15, 16 — მენაშე საშინელი მეფე იყო, თუმცა მოინანია და იეჰოვამაც აპატია.

    • ლკ. 15:11—32 — იესომ გზასაცდენილი შვილის მაგალითი მოიყვანა იმის საჩვენებლად, თუ როგორი გულმოწყალე და დიდსულოვანია იეჰოვა.

დევნა

იხილეთ „დევნა“.

იმედგაცრუება და ღალატი

ნერვიულობა

პიროვნული სისუსტეები და ჩადენილი ცოდვები

ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოწვეული ემოციური ტრავმა

შიში

იხილეთ „შიში“.

შური

იხილეთ „შური“.