რბილი ხასიათი
საიდან ვიცით, რომ იეჰოვა რბილი ხასიათით გამოირჩევა?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
1მფ. 19:12 — იეჰოვამ სასოწარკვეთილ ელიას მშვიდი, ჩუმი ხმით დაელაპარაკა.
-
იონ. 3:10—4:11 — იონა იეჰოვას გაბრაზებული დაელაპარაკა, თუმცა მან რბილად შეუსწორა თვალსაზრისი და დაანახვა, რომ უფრო გულმოწყალე უნდა ყოფილიყო.
-
როგორ შეგვიძლია რბილი ხასიათის გამოვლენა?
იგ. 15:1; ეფ. 4:1—3; ტიტ. 3:2; იაკ. 3:13, 17; 1პტ. 3:15
-
ბიბლიური მაგალითები:
-
რც. 11:26—29 — როცა ისრაელის ბანაკში ზოგი აწინასწარმეტყველდა, იესო ნავეს ძე აღშფოთდა და მათი შეჩერება მოისურვა, მოსემ კი რბილი ხასიათი გამოავლინა.
-
მსჯ. 8:1—3 — რბილი პასუხით გედეონმა უკიდურესად დაძაბული სიტუაცია განმუხტა.
-