რწმენა
საიდან ვიცით, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს რწმენას?
ინ. 3:16, 18; გლ. 3:8, 9, 11; ეფ. 6:16; ებ. 11:6
იხილეთ აგრეთვე 2კრ. 5:7.
-
ბიბლიური მაგალითები:
-
ებ. 11:1—12:3 — მოციქულმა პავლემ ახსნა, რა არის რწმენა, შემდეგ კი გამორჩეული რწმენის ადამიანები მოიხსენია, აბელით დაწყებული იესო ქრისტეთი დამთავრებული.
-
იაკ. 2:18—24 — იაკობმა აბრაამის მაგალითზე ახსნა, რომ რწმენას საქმეები უნდა ახლდეს თან.
-
რა დაგვეხმარება რწმენის განმტკიცებაში?
რმ. 10:9, 10, 17; 1კრ. 16:13; იაკ. 2:17
იხილეთ აგრეთვე ებ. 3:12—14.
-
ბიბლიური მაგალითები:
-
2მტ. 20:1—6, 12, 13, 20—23 — მეფე იეჰოშაფატმა საფრთხეში მყოფ ხალხს უთხრა, რომ ხელი იმ შემთხვევაში მოემართებოდათ, თუ იეჰოვასა და მისი წინასწარმეტყველების რწმენა ექნებოდათ.
-
1მფ. 18:41—46 — იეჰოვას დაპირებისადმი ელიას რწმენა იმაში გამოჩნდა, რომ მოთმინებით დაელოდა ხანგრძლივი გვალვის დასრულებას.
-