სამუშაო; შრომა
რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ შრომა სიხარულს გვანიჭებს?
რა მხრივ წაადგება ადამიანს, თუ საქმეში დახელოვნდება?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
1სმ. 16:16—23 — დავითს კარგი მექნარის სახელი ჰქონდა. მისი დაკრულის მოსმენაზე მეფე საულს სიმშვიდე ეუფლებოდა.
-
2მტ. 2:13, 14 — ხირამ-აბი თავისი საქმის მცოდნე კაცი იყო. სწორედ ამის გამო ის სოლომონს გრანდიოზულ სამშენებლო საქმეში გამოადგა.
-
როგორი სახელით უნდა გვიცნობდნენ იეჰოვას მსახურებს?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დბ. 24:10—21 — რებეკამ აბრაამის მსახურისთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მან სთხოვა, საიდანაც გამოჩნდა, რომ შრომისმოყვარე იყო და სხვების დახმარება სიამოვნებას ანიჭებდა.
-
ფლ. 2:19—23 — მოციქულმა პავლემ ახალგაზრდა ტიმოთეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე მიანდო, რადგან ის სხვებს თავმდაბლად და მთელი გულით ემსახურებოდა.
-
რატომ უნდა იყვნენ ღვთის მსახურები ფრთხილად, რომ სიზარმაცე არ შეეპაროთ?
იგ. 13:4; 18:9; 21:25, 26; ეკ. 10:18
-
ბიბლიური მაგალითი:
-
იგ. 6:6—11 — მეფე სოლომონმა ჭიანჭველის მაგალითი მოიყვანა იმის საჩვენებლად, რამდენად მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა.
-
რატომ უნდა ვიყოთ მზად მძიმე შრომისთვის თავის სარჩენად?
რატომ უნდა ვიყოთ მზად მძიმე შრომისთვის ოჯახის სარჩენად?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
რთ. 1:16, 17; 2:2, 3, 6, 7, 17, 18 — რუთი მუხლჩაუხრელად შრომობდა, რათა თავის დედამთილზე, ნაომიზე, ეზრუნა.
-
მთ. 15:4—9 — იესომ გაკიცხა ისინი, ვინც სულიერ საქმეებს ამოფარებულნი ცდილობდნენ, ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობისგან თავი დაეძვრინათ.
-
რისკენ მოუწოდებს ღვთის სიტყვა ყველას?
რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს შემოსავლის მიმართ?
საიდან ჩანს, რომ იეჰოვა გვეხმარება, პირნათლად შევასრულოთ საქმე და ვიზრუნოთ ჩვენს მატერიალურ საჭიროებებზე?
მთ. 6:25, 30—32; ლკ. 11:2, 3; 2კრ. 9:10
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დბ. 31:3—13 — იაკობი, რომელიც თავის სიმამრთან, ლაბანთან, მუშაობდა, მისგან ბევრ უსამართლობას ხვდებოდა. თუმცა ეს იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია და აკურთხა მუყაითად მშრომელი იაკობი.
-
დბ. 39:1—6, 20—23 — იეჰოვა ფოტიფარის სახლშიც უმართავდა ხელს საქმეში იოსებს და საპყრობილეშიც.
-
რატომ არ უნდა დავაყენოთ სამუშაო ღვთის მსახურებაზე წინ?
ფს. 39:5—7; მთ. 6:33; ინ. 6:27
-
ბიბლიური მაგალითები:
-
ლკ. 12:15—21 — იესომ მაგალითის მეშვეობით ახსნა, რამდენად დიდი უგუნურებაა სულიერზე წინ მატერიალურის დაყენება.
-
1ტმ. 6:17—19 — მოციქული პავლე აფრთხილებდა მდიდარ ქრისტიანებს, რომ ქედმაღლები არ გამხდარიყვნენ და მოუწოდებდა, რომ „კარგი საქმეებით“ გამდიდრებულიყვნენ.
-
რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ სამუშაოს შერჩევის დროს?
-
გმ. 20:4; სქ. 15:29; ეფ. 4:28; გმც. 21:8 — ისეთი რამის გაკეთება ხომ არ მომიწევს, რაც ღვთის პრინციპებს დამარღვევინებს?
-
გმ. 21:22—24; ეს. 2:4; 1კრ. 6:9, 10; 2კრ. 7:1 — ხომ არ უჭერს მხარს ჩემი სამსახური ღვთისთვის მიუღებელ საქმიანობას?
-
რმ. 13:1—7; ტიტ. 3:1, 2 — ქვეყნის რომელიმე კანონის დარღვევა ხომ არ მომიწევს?
-
2კრ. 6:14—16; გმც. 18:2, 4 — რაიმე კავშირი ხომ არ ექნება ჩემს საქმეს ცრუ რელიგიასთან?