არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმართლე; სამართლიანობა

სიმართლე; სამართლიანობა

ერთადერთი ვის აქვს იმის განსაზღვრის უფლება, რა არის სწორი და სამართლიანი?

კნ. 32:4; ეზკ. 33:17—20

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 18:23—33 — იეჰოვამ აბრაამს დაანახვა, რომ სამართლიანი მოსამართლე იყო.

    • ფს. 72:1—4, 12—14 — ამ ფსალმუნში განდიდებულია ცხებული მეფე იმის გამო, რომ სრულყოფილად ჰბაძავდა იეჰოვას და მასავით სამართლიანი იყო.

რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის იეჰოვას სამართლიანი ნორმებით ცხოვრებას?

ფს. 37:25, 29; იაკ. 5:16; 1პტ. 3:12

იხილეთ აგრეთვე ფს. 35:24; ეს. 26:9; რმ. 1:17.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • იობ. 37:22—24 — ელიჰუმ განადიდა იეჰოვა, რომლის სიმართლეც მის მსახურებს მოწიწებას ჰგვრით.

    • ფს. 89:13—17 — ფსალმუნმომღერალმა განადიდა იეჰოვა, რომლის მმართველობაც სიმართლესა და სამართლიანობაზე დგას.

რას ნიშნავს იეჰოვას სამართლიანი ნორმებით ცხოვრება?

ეზკ. 18:25—31; მთ. 6:33; რმ. 12:1, 2; ეფ. 4:23, 24

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 6:9, 22; 7:1 — ნოემ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უთხრა, რის გამოც მართალ კაცად ჩაითვალა.

    • რმ. 4:1—3, 9 — იეჰოვამ აბრაამი რწმენის გამო ჩათვალა მართალ ადამიანად.

რა მოტივი უნდა გვამოძრავებდეს, როცა იეჰოვას სამართლიანი ნორმებით ცხოვრებას ვცდილობთ, და რატომ?

მთ. 6:1; 23:27, 28; ლკ. 16:14, 15; რმ. 10:10

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მთ. 5:20; 15:7—9 — იესომ ხალხს მოუწოდა, რომ მართლები ყოფილიყვნენ, ოღონდ არა თვალთმაქცი მწიგნობრებისა და ფარისევლების მსგავსად.

    • ლკ. 18:9—14 — იესომ მაგალითის მეშვეობით შეუსწორა თვალსაზრისი მათ, ვინც თავს სხვებზე მართლად წარმოაჩენდა.

რით სჯობს მართალ ადამიანს კარგი ადამიანი?

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ საკუთარი სიმართლის დადგენა არ გამოგვივიდეს და სხვებზე მართლად არ წარმოვაჩინოთ თავი?