არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიყვარული

სიყვარული

საიდან ჩანს იეჰოვას სიყვარული?

იერ. 31:3; ინ. 3:16; რმ. 5:8; 1ინ. 4:8, 19

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დბ. 1:1, 26—31; 2:8, 9, 15, 16 — სიყვარულმა იეჰოვა აღძრა ადამიანებისთვის შესანიშნავი საცხოვრებელი შეექმნა, რათა სიცოცხლით დამტკბარიყვნენ.

    • ფს. 104:27—30 — ფსალმუნმომღერალმა ხოტბა შეასხა იეჰოვას იმისთვის, რომ ყველა ცოცხალ ქმნილებაზე ზრუნავს.

როგორ გამოვავლინოთ სიყვარული?

ინ. 13:34, 35; 15:12, 13; 1პტ. 4:8; 1ინ. 4:10, 11; 5:3

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მთ. 22:36—39 — იესომ აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული უდიდესი მცნებებია.

    • 1კრ. 13:1—8 — მოციქულმა პავლემ ხაზი გაუსვა სიყვარულის მნიშვნელობას და ისიც ახსნა, როგორ გამოვავლინოთ ეს თვისება.