ქორწინება
ვინ არის ქორწინების ფუძემდებელი?
ვინ უნდა აირჩიოს ქრისტიანმა ცხოვრების თანამგზავრად?
რატომ არ იქნება ქრისტიანისთვის მისაღები, თუ მისი მონათლული შვილი მასზე დაქორწინდება, ვინც იეჰოვას არ ემსახურება?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დბ. 24:1—4, 7 — მოხუცმა აბრაამმა გადაწყვიტა, რომ თავისი ვაჟისთვის, ისაკისთვის, იეჰოვას მსახური ქალი შეერთო ცოლად და არა წარმართი ქანაანელი.
-
დბ. 28:1—4 — ისაკმა იაკობს უთხრა, რომ იეჰოვას მსახური მოეყვანა ცოლად და არა რომელიმე ქანაანელი.
-
რას გრძნობს იეჰოვა, როცა მისი მსახური არჩევანს თანამორწმუნეზე არ აკეთებს?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
1მფ. 11:1—6, 9—11 — იეჰოვა განურისხდა მეფე სოლომონს, რადგან მან არაფრად ჩააგდო მისი კანონი და უცხოტომელი ქალები შეირთო, რომლებმაც სწორი გზიდან გადაახვევინეს.
-
ნემ. 13:23—27 — გამგებელი ნეემია განურისხდა ისრაელებს, რომლებმაც წარმართი ქალები შეირთეს ცოლად და შეაგონა ისინი. ამგვარად, მან იეჰოვას დამოკიდებულება გამოხატა ამ საკითხზე.
-
რატომ იქნება გონივრული, რომ იეჰოვას ერთგულ, სამაგალითო ქრისტიანზე ვიქორწინოთ?
იხილეთ აგრეთვე ეფ. 5:28—31, 33.
-
ბიბლიური მაგალითები:
-
1სმ. 25:2, 3, 14—17 — ნაბალი მდიდარი, თუმცა უხეში კაცი იყო და თავის ცოლს, აბიგაილს, სიცოცხლეს უმწარებდა.
-
იგ. 21:9 — თუ არაგონივრულ არჩევანს გავაკეთებთ, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ არც ბედნიერები ვიქნებით და არც შინაგანი სიმშვიდე გვექნება.
-
რმ. 7:2 — გათხოვების შემდეგ ქალი არასრულყოფილი მეუღლის მეთაურობას უნდა დაემორჩილოს. ამიტომ მეორე ნახევრის შერჩევისას გონიერება მართებს.
-
ქორწინებისთვის მომზადება
რატომაა მნიშვნელოვანი, მამაკაცი დაქორწინებამდე დარწმუნდეს, რომ ნამდვილად შეძლებს ოჯახზე ზრუნვას?
-
ბიბლიური მაგალითი:
-
იგ. 24:27 — მამაკაცი დაქორწინებამდეც მუყაითად უნდა შრომობდეს, რათა მომავალში შეძლოს ოჯახის რჩენა.
-
რატომაა მნიშვნელოვანი, რომ გაცნობის პერიოდში წყვილმა გარეგნობაზე კი არა, პიროვნულ თვისებებზე გააკეთოს აქცენტი, და მოწიფული ქრისტიანებისგანაც ითხოვოს რჩევა?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
რთ. 2:4—7, 10—12 — ბოაზი აკვირდებოდა რუთს და სხვებისგანაც იგებდა, როგორი რეპუტაცია ჰქონდა, როგორ ექცეოდა ოჯახის წევრებს და იეჰოვასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა.
-
რთ. 2:8, 9, 20 — რუთმა შეამჩნია, რომ ბოაზი კეთილი, ხელგაშლილი და სულიერად მოაზროვნე ადამიანი იყო.
-
რატომ მოითხოვს იეჰოვა წყვილებისგან, რომ დაქორწინებამდე ზნეობრივი სიწმინდე შეინარჩუნონ?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
იგ. 5:18, 19 — სითბოს გამოხატვისას შეყვარებულმა წყვილმა იმის უფლება არ უნდა მისცეს თავს, რისი გაკეთებაც მხოლოდ დაქორწინებულებს შეუძლიათ.
-
ქბ. 1:2; 2:6 — შეყვარებული მწყემსი და შულამელი გოგო ალერსის დროს სიწმინდის ზღვარს არ გადადიოდნენ.
-
ქბ. 4:12; 8:8—10 — შულამელი გოგო ზნეობრივ სიწმინდეს ინარჩუნებდა და თავშეკავებას იჩენდა. ის „ჩაკეტილი ბაღი“ იყო.
-
რატომ უნდა დაარეგისტრიროს წყვილმა ქორწინება?
ქმრის პასუხისმგებლობები
რას მოელის იეჰოვა ქმრისგან?
ვის მაგალითს უნდა მიჰბაძოს ოჯახის თავმა?
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქმარი გამჭრიახი იყოს და ცოლს სიყვარულით ეპყრობოდეს?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დბ. 21:8—12 — იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ ცოლის რჩევისამებრ მოქცეულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის ადვილი არ იყო.
-
იგ. 31:10, 11, 16, 28 — ამ მუხლებში აღწერილი გონიერი ქმარი არც პრეტენზიულია და არც აკონტროლებს ცოლს, პირიქით, აქებს და ენდობა.
-
ეფ. 5:33 — მოციქული პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვებიდან ჩანს, რომ ცოლებს განსაკუთრებით სჭირდებათ ქმრის სიყვარულში დარწმუნება.
-
ცოლის პასუხისმგებლობები
რა პასუხისმგებლობა დააკისრა იეჰოვამ ცოლს?
დამამცირებელია ცოლის როლი?
რა შემთხვევაში გაუხარებს იეჰოვას გულს ქრისტიანი ქალი, რომლის ქმარიც არ იზიარებს მის რწმენას?
რატომ უნდა ეპყრობოდეს ცოლი ქმარს ყოველთვის პატივისცემით?
-
ბიბლიური მაგალითი:
-
დბ. 18:12; 1პტ. 3:5, 6 — სარა იმდენად დიდ პატივს სცემდა აბრაამს, რომ მას გულშიც კი ბატონს უწოდებდა.
-
როგორი ცოლია მოხსენიებული ბიბლიაში საქებარი სიტყვებით?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დბ. 24:62—67 — რებეკამ დედის სიკვდილით დამწუხრებულ ისაკს მდგომარეობა შეუმსუბუქა.
-
1სმ. 25:14—24, 32—38 — აბიგაილმა სიკვდილისგან იხსნა თავისი ქმარიც და მთელი მათი სახლეულობაც, არადა საფრთხე სწორედ ნაბალის უგუნურების გამო დაემუქრათ.
-
ესთ. 4:6—17; 5:1—8; 7:1—6; 8:3—6 — ესთერი ღვთის ხალხის გადასარჩენად ორჯერ მივიდა მეფესთან მოხმობის გარეშე და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო.
-
პრობლემების მოგვარება
რა პრინციპები დაეხმარება ცოლ-ქმარს პრობლემების მოგვარებაში?
რა პრინციპები დაეხმარება ცოლ-ქმარს, გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდეთ ფულზე?
ლკ. 12:15; ფლ. 4:5; 1ტმ. 6:9, 10; ებ. 13:5
იხილეთ აგრეთვე „ფული“.
რა პრინციპები დაეხმარება ცოლ-ქმარს ერთმანეთის მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობისას?
რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს ცოლ-ქმარმა, როცა საქმე ინტიმურ ურთიერთობას ეხება?
რატომაა მნიშვნელოვანი, რომ მეუღლის ნაკლოვანებებზე კი არა, კარგ თვისებებზე გავამახვილოთ ყურადღება?
რატომ უნდა ეცადოს ცოლ-ქმარი წამოჭრილი პრობლემის მშვიდობიანად და მყისიერად მოგვარებას?
რატომ არის ქრისტიანისთვის ყოვლად მიუღებელი რისხვა, ყვირილი, ლანძღვა და ფიზიკური შეურაცხყოფა?
რა უნდა იყოს ცოლ-ქმრის მიზანი, როცა უთანხმოება იჩენს თავს?
როგორი იქნება მათი ცოლ-ქმრობა, ვისი ქორწინებაც იეჰოვას სიყვარულზე დგას?
იეჰოვას მიერ დადგენილი ნორმები
რა ნორმები აქვს იეჰოვას დადგენილი სქესობრივ ურთიერთობებსა და ქორწინებასთან დაკავშირებით?
რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს ქრისტიანს პოლიგამიაზე?
საიდან ვიცით, რომ ერთმანეთზე დაქორწინების უფლება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს აქვთ?
რატომ არ უნდა განქორწინდეს ცოლ-ქმარი?
რა არის განქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი?
როგორია იეჰოვას დამოკიდებულება, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ბიბლიური საფუძვლის გარეშე ეყრება?
შეუძლია ქვრივს ხელახლა დაქორწინება?