არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხელისუფლებები

ხელისუფლებები

რომელ ხელისუფლებას უცხადებენ ქრისტიანები უპირობო ერთგულებას?

მთ. 6:9, 10, 33; 10:7; 24:14

იხილეთ აგრეთვე დნ. 7:13, 14.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ფს. 89:18—29 — იეჰოვა ცხებულ მეფეს მთელ დედამიწაზე აძლევს მმართველობის უფლებას.

    • გმც. 12:7—12 — ბოლო დღეების დასაწყისში ზეცაში ქრისტე გამეფდა, რასაც სატანის ზეციდან გადმოგდება მოჰყვა.

რომელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ქრისტეს ცხებული მიმდევრები?

ქრისტიანები პატივს სცემენ ხელისუფლებებს

რატომ ვემორჩილებით ხელისუფლების მიერ დადგენილ კანონებს და ვიხდით გადასახადებს?

რმ. 13:1—7; ტიტ. 3:1; 1პტ. 2:13, 14

იხილეთ აგრეთვე სქ. 25:8.

  • ბიბლიური მაგალითი:

    • მთ. 22:15—22 — გადასახადებთან დაკავშირებით წამოჭრილ კითხვაზე იესოს პასუხმა გააოცა მსმენელი.

რატომ არ ვუხდით სამაგიეროს მათ, ვინც გვდევნის?

ინ. 18:36; 1პტ. 2:21—23

იხილეთ აგრეთვე „დევნა“.

ქრისტიანები ნეიტრალიტეტს იცავენ

მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ხელისუფლებებს, რატომ არ ვემორჩილებით მათ, როცა ჩვენგან ღვთის კანონების დარღვევას ითხოვენ?

სქ. 4:18—20; 5:27—29

  • ბიბლიური მაგალითები:

    • დნ. 3:1, 4—18 — სამი ახალგაზრდა ებრაელი არ დაემორჩილა ბაბილონელთა კანონს, რადგან ეს ღვთის კანონის დარღვევა იქნებოდა.

    • დნ. 6:6—10 — ხანში შესული წინასწარმეტყველი დანიელი არ დაემორჩილა მეფის დადგენილებას, რომელიც მას ღვთისადმი ლოცვას უკრძალავდა.

რისი მაგალითი დაუტოვა იესომ თავის მიმდევრებს?

როგორ დაეხმარება ქრისტიანს კერპთაყვანისმცემლობის ამკრძალავი კანონები ნეიტრალიტეტის დაცვაში?

გმ. 20:4, 5; 1კრ. 10:14; 1ინ. 5:21

  • ბიბლიური მაგალითი:

    • დნ. 3:1, 4—18 — მეფე ნაბუქოდონოსორმა კერპი აღმართა, სავარაუდოდ ღვთაება მარდუქის პატივსაცემად, და თავისი ქვეშევრდომებისგან მისი თაყვანისცემა მოითხოვა.

რა ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ ქრისტიანებმა, როცა მათგან ომში გარკვეული სახის მონაწილეობას მოითხოვენ?

ეს. 2:4; ინ. 18:36

იხილეთ აგრეთვე ფს. 11:5.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მთ. 26:50—52 — იესომ არაორაზროვნად თქვა, რომ მის მიმდევრებს ომში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ.

    • ინ. 13:34, 35 — ქრისტიანი უნდა დაფიქრდეს, რამდენად შეძლებს ამ მითითების მიყოლას, თუ სხვა ქვეყანაში მცხოვრები თანაქრისტიანების დასახოცად ხელში იარაღს აიღებს.

რატომ არ მონაწილეობენ ქრისტიანები საპროტესტო აქციებში?

რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაგვადანაშაულებენ?

ლკ. 23:1, 2; ინ. 15:18—21

  • ბიბლიური მაგალითი:

    • სქ. 16:19—23 — პავლეს და სილას ქადაგების გამო სასტიკად გაუსწორდნენ.